ელენე ორი შვილის დედაა, უფროს ბიჭს 16 წელი უსრულდება, უმცროსს კი ექვსი. თვრამეტი წელია რაც გათხოვილია. თავისი სალონი აქვს გახსნილი, სადაც თავადაც სტილისტად მუშაობს.
ოჯახი მისთვის ყველაზე დიდი ღირსებაა. ქმართან ძალიან იშვიათად აქვს კონფლიქტი. როგორც თვითონ აღნიშნავს, ყოველთვის კომპრომისზე მიდის. დიტოს პირად სივრცეს უტოვებს.
თვლის რომ აუცილებელია მამაკაცი თავს თავისუფლად გრძნობდეს, იმისთვის რომ სახლში დაბრუნება სიამოვნებდეს.
ელენე: დიტო ძმაკაცებთან ერთად ძალიან დიდ დროს ატარებს. ტრადიციულად, სამსახურის შემდეგ ბიჭები იკრიბებიან: ცოტას სვამენ, რამეს თამაშობენ, ხანდახან გასართობადაც მიდიან.
შაბათ-კვირას თევზაობენ, ნადირობენ ან ექსკურსიაზე მიდიან. (ხანდახან შვილებიც მიჰყავთ.) დიტოს ყურადღება, რა თქმა უნდა, მაკლია, მაგრამ სიცარიელეს სალონი და ბავშვები მივსებენ.
სახლის საქმეც ჩემი გასაკეთებელია, ამიტომ ცხვირის ჩამოშვების დრო არ მაქვს. მე და დიტო ახალი შეუღლებულები რომ ვიყავით ერთი მეზობელი გამეხუმრა:
,,არ იცი, რომ შენს ქმარს შენამდე კაცი საყვარელი ჰყავდაო?” ხანშიშესული კაცი იყო, ამიტომ ვიფიქრე სიბერემ მარაზმში ჩააგდო-მეთქი. ამ ბოლო დროს გადაკვრით მომდის ხმები, რომ თითქოს ჩემი ქმარი კაცთან მღალატობს.
ჩემი შვილის ნათლია, ნატაშკა, დიტოსთან ერთად მუშაობს. მითხრა რომ სამსახურშიც ჭორაობენ მასზე. შვილებისს ყურამდე თუ მივა ეს ამბავი არ ვიცი რა მოხდება.
რომელ ბიჭს გაუხარდება, რომ წამოაძახონ გეის შვილი ხარო, მაშინაც კი თუ ეს ტყუილია. არც კი მიფიქრია რომ ჩემი ქმარი ბისექსუალია, მე სხვა რამეზე ვდარდობ. რატომ საუბრობს ხალხი ასეთ სიბინძურეს და როგორ შემიძლია გავაჩუმო ისინი?
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია