• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, May 9, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სიკვდილის წინ ვაჟებს დაუბარა, შური იძიეთ, თქვენი და არ დაუტოვოთ იმ უნამუსოსო” – გურიაში მომხდარი ისტორია, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს

by inew
24 December 2022
in საზოგადოება
0
“სიკვდილის წინ ვაჟებს დაუბარა, შური იძიეთ, თქვენი და არ დაუტოვოთ იმ უნამუსოსო” – გურიაში მომხდარი ისტორია, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს
0
SHARES
1.1k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

ამბავმა, რომელიც 60-იან წლებში მოხდა გურიაში, მოსახლეობას თავზარი დასცა.

ორ ოჯახს შორის უთანხმოება მაშინ ჩამოვარდა, როცა გასაბჭოების შემდეგ შეძლებული გლეხების გაკულაკება დაიწყო. თავაძეებმა ბევრი ნივთი გადამალეს, ფრინველი და ოთხფეხიც ნათესავებში გაანაწილეს;

ცეცხლაძემ კი დაასმინა მეზობელი, რის გამოც ოჯახის უფროსი გადაასახლეს, როგორც “სოციალიზმის მტერი”. რაღა თქმა უნდა, ამის შემდეგ მეზობლების გვერდიგვერდ ცხოვრება გაჭირდა. ცეცხლაძეები აიყარნენ და სოფლის ბოლოში გადასახლდნენ, თუმცა დრომ ვერ გაანელა ორი გვარის მტრობა.

როცა ცისანას მამას გააგებინეს, შენს გოგოს ცეცხლაძის ბიჭი უყვარსო, გადაირია. უშანგი თავაძემ, მანამდე რომ თითი არ დაუკარებია ქალიშვილისთვის, ახლა თმით ითრია შვილი – მოგკლავ და იმ უვარგისს არ გაგაყოლებო.

არადა, შეხედულადაც კარგი ბიჭი იყო ალექსანდრე და საქმითაც, ჩინებულ სასიძოდ ითვლებოდა, ბევრ გოგოსაც თვალი რჩებოდა მასზე, მაგრამ მას მხოლოდ ცისანა უყვარდა.

ხელახლა აგორდა უსიამოვნების ტალღა, ორ გვარს შორის.

იმდენად ძლიერი იყო ალექსანდრეს სიყვარული, რომ ორი კაცი იახლა და სასიმამროს კარს მიადგა – რაც იყო, იყო, წარსული დავივიწყოთ, მე და ცისანა რა შუაში ვართ, ჩვენს ბაბუებს შორის თუ უთანხმოება მოხდაო?! ნაჯახით გამოენთო უშანგი “ნამუსგარეცხილ” ბიჭს – რაიო? უთანხმოება რავა დაარქვი სასიკვდილოდ გამეტებულ კაცს, შე დამსმენის უჯიშო ბადიშოო.

ყველა მიხვდა, რომ მოლაპარაკებას აზრი არ ჰქონდა და ალექსანდრემაც გადაწყვიტა, ცისანა მოეტაცებინა..

ერთ ღამეს თავაძეების სახლის აივნიდან თოფის სროლა გაისმა – რას ჰქვია, ცეცხლაძეებმა გოგო მოგვტაცესო და დაედევნენ გაქცეულებს, მაგრამ მალე პირში ჩალაგამოვლებულები დაბრუნდნენ – მათ კვალსაც ვერ მიაგნეს.

შეურაცხყოფისა და ნერვიულობისაგან ინფარქტი დაემართა უშანგის. სიკვდილის წინ ვაჟებს – ბახვას და სიმონს დაუბარა, შური იძიეთ, თქვენი და არ დაუტოვოთ იმ უნამუსოსო.

მამის სიკვდილი ძალიან იდარდა ცისანამ, მაგრამ რა ექნა? ფეხი არ მიედგმებოდა თავის სახლში. გაგონილი ჰქონდა, ძმები მოკვლით გემუქრებიანო. თანაც ჯერაც იმალებოდნენ ის და ალექსანდრე და სხვა გზა არ ჰქონდა, მწუხარება გულში უნდა ჩაეკლა.

შეყვარებულებმა ზამთარი ბახმაროში, ალექსანდრეს ნათესავთან გაატარეს. გაზაფხულის პირზე ჩამობარება გადაწყვიტეს. ეგონათ, რთული პერიოდი უკან დარჩაო, მაგრამ მწარედ შეცდნენ..

ცოლ-ქმარმა ახალი სახლის მშენებლობა წამოიწყო. რამდენიმე თვეში შვილს ელოდნენ, ცხოვრება უხაროდათ, მომავალი ეიმედებოდათ. ცისანას ქმართან და ქმრის ორ ნათესავთან, რომლებიც მშენებლობაში ეხმარებოდნენ, სადილი ყოველდღე მიჰქონდა.

სწორედ ერთ დღეს ჩაუსაფრდნენ ძმები, ტყვია დაახალეს სიძეს და ფეხმძიმე დას. ალექსანდრეს ნათესავი სასიკვდილოდ დაჭრეს და მიიმალნენ. ერთი წელი ძმების ადგილსამყოფელს ვერავინ მიაკვლია, მერე ხმა გავარდა, ერთი ძმა სურების ტყეში დაცხრილული იპოვესო.

მეორე კი დაჭრილი ნათესავთან იმალებოდა. ციხის საავადმყოფოში გადაგზავნეს, უმკურნალეს, 12 წელი მიუსაჯეს. ახლა ძმების შურისმაძიებელს დაუწყეს ძებნა. მისი პოვნა არ გასჭირვებიათ – ცეცხლაძეების ნაბოლარა ვაჟი, 17 წლის სულიკო აღმოჩნდა.

გავიდა წლები. მომხდარი ნელ-ნელა მიივიწყა ხალხმა, მხოლოდ იმ ორ გვარს ახსოვდა. გამოხდა ხანი და მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა ცეცხლაძეების ქალიშვილის, ლიკას გაბედული განცხადება, მე დათო თავაძე (ლიკა და დათო იმ “მთავარი” თავაძე-ცეცხლაძის ბიძაშვილის შვილები იყვნენ) მიყვარს და არავინ შემეწინააღმდეგოთ, თორემ თავს დავიწვავო.

არ ესიამოვნათ ეს ამბავი, მაგრამ წყენა გულში ჩაიბრუნეს. ლიკას მამამ მძახალს უთხრა: – მოდი, ჩვენ დავასრულოთ ეს ქიშპი და მტრობა სიყვარულით, დანათესავებით დავაგვირგვინოთო.

არავინ ელოდა ასეთ ბედნიერ დასასრულს და ყველამ გაიხარა, როცა ლიკას და დათოს ქორწილის დღე გამოცხადდა. გურიაში ბოლო წლებში ამხელა ქორწილი არავის გადაუხდია. ამაზეა ნათქვამი – რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებიაო.

ლიკას და დათოს ახლა სამი შვილი ჰყავთ, გურიაში ცხოვრობენ ბედნიერად. მტრობისა და უაზრო შუღლის სევდიან ფაქტად კი დახოცილი ახალგაზრდების საფლავები რჩება.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ ქვენი აზრი კომენტარებში..

ავტორი: მარინა ბაბუნაშვილი / კვირის პალიტრა

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

თავხედმა ქალბატონმა ბიჭუნას მამას, რომელიც მას კითხვებს უსვამდა უთხრა დაეწყნარებინა მისი „გონება ჩამორჩენილი“ შვილი, მამაკაცის პასუხმა მთელი ვაგონი აატირა

Next Post

ბედის საჩუქარი: ქალმა ტყუპი გააჩინა 57 წლის ასაკში. როგორ გამოიყურებიან ისინი 16 წლის შემდეგ

Next Post
ბედის საჩუქარი: ქალმა ტყუპი გააჩინა 57 წლის ასაკში. როგორ გამოიყურებიან ისინი 16 წლის შემდეგ

ბედის საჩუქარი: ქალმა ტყუპი გააჩინა 57 წლის ასაკში. როგორ გამოიყურებიან ისინი 16 წლის შემდეგ

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In