• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, May 9, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„სოფელში ცხოვრებამ სრულიად სხვა ქალად მაქცია, ყველა ჩემი ოცნებები ჩაკლა…

by inew
22 February 2023
in საზოგადოება
0
„სოფელში ცხოვრებამ სრულიად სხვა ქალად მაქცია, ყველა ჩემი ოცნებები ჩაკლა…
0
SHARES
1.8k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

იმ თაობას ვეკუთვნი, ტანკებს ჯოხს რომ ურტყამდა, იცოდა, ვერაფერს დააკლებდა, მაგრამ მაინც არ ეპუებოდა, მაინც იბრძოდა. მაღალი იდეალები გვქონდა და ჩვენც იდეალისტები ვიყავით. გვჯეროდა, რომ საქართველოს თავის “ბორჯომიან”-ციტრუსებიანად დიდი მომავალი ჰქონდა და ქვეყნის მომავალი აღორძინებულ სოფლებში იყო.

უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, სამუშაოდ  სოფელში გამანაწილეს და მეც სიხარულით გავვარდი. აბა, რა, ქვეყანა ხომ უნდა ამეღორძინებინა. როცა იქ თაყვანისმცემელი გამომიჩნდა და ცოლობა მთხოვა, მხოლოდ იმის გამო, რომ სოფლელი იყო, მისთვის უარი არ მითქვამს.

ჩემი მომავალი ქმარი შემიყვარდა. ის განათლებული, უზომოდ კულტურული ადამიანია და, რაც მთავარია, ორივეს გვქონდა იმედი, ჩვენ და ჩვენს შვილებს საუკეთესო მომავალი გვექნებოდა, ბედნიერად ვიცხოვრებდით.

ჩემი მშობლები თავიდან მეუბნებოდნენ, რომ საცხოვრებლად მშობლიურ ქალაქში გადავსულიყავი ქმარ-შვილთან ერთად.

მაშინ იქ სახლები არც ისე ძვირი ღირდა, შეგვეძლო ყიდვა, მაგრამ ვამბობდი, ქალაქში რა მინდა, აქაც მშვენივრად ვარ-მეთქი. შვილები გავაჩინეთ, ბედნიერად ვცხოვრობდით. სოფელსა და მთელ რაიონში პატივცემული ადამიანები ვიყავით და მეტი რა გვინდოდა?

მერე ის გაჭირვებული 90-იანი წლები დადგა და გარშემო ყველაფერი შეიცვალა, სოფელი დაიცალა და დაბეჩავდა. პური არასოდეს გვიჭირდა, მაგრამ ადამიანისთვის პური საკმარისი არ არის. ცხოველი ხომ არ ხარ, მარტო ჭამო და სვა, სულის საზრდოც გჭირდება, ადამიანები, რომლებსაც შენს ნააზრევს გაუზიარებ და ა.შ.

ჩემი გარდერობიდან თანდათან გაქრა ახალი ტანსაცმელი, ჩემი კარადიდან – ტუჩსაცხები, კრემები… ვთვლიდი, რომ არ მჭირდებოდა, აღარსად დავდიოდი, რადგან სამსახური დავკარგე. ბოსელსა და ყანაში კი ეს ყველაფერი არ მჭირდებოდა.

ჩემმა ინტელიგენტმა ქმარმა ხელობა ისწავლა, რომ საზრდო გვქონოდა. ჩვენს იდეალებს დავშორდით, ჩვენი ენთუზიაზმი გაქრა, ჩვენი ოცნებები ჩაკვდა. სოფელმა ჩემი ცხოვრება სულ შეცვალა, სხვა ქალად მაქცია, დაბეჩავებულ, დაჩაჩანაკებულ დედაკაცად. ამას არ ვიმსახურებდი, ასე არ უნდა მომხდარიყო…

ჩემი კლასელები, რომლებსაც ერთი წიგნი არ აქვთ  წაკითხული, დღეს საკმაოდ კარგ სამსახურებში მუშაობენ, პატივსაცემი პიროვნებები არიან. მე კი, სადმე თუ მხვდებიან, თვალს ვარიდებ, არ მინდა, მიცნონ და გამომკითხონ, სად ვარ და რას ვსაქმიანობ…

ჩემს სოფელში გზები წყალმა და მეწყერმა წაიღო, ინტერნეტი ჩვენამდე არ აღწევს, არც გაზი ამოსულა, წყალიც იშვიათად გვაქვს, მეზობლების დაცლილ სახლებში აქა-იქ ბჟუტავს სინათლე. საშინელებაა ამის ყურება და იმის გააზრება, რომ გქონდა შანსი, სხვანაირად გეცხოვრა და ახლა სიბნელში მხოლოდ იმიტომ ხარ, რომ თავის დროზე შენი იდეალების გწამდა.

ჩემი ქმარი სულ მოძრაობს და ისე არ უჭირს, როგორც მე. თანამოსაუბრე მენატრება, ვისაც ჩემს ნაფიქრს გავუზიარებ. ადრე კარგად ვწერდი, მაგრამ ახლა აღარც წერის თავი მაქვს და აღარც წიგნები მიწევენ მეგობრობას.

შეიძლება გამკიცხოთ, მაგრამ ჩემს შვილებს სულ ვეუბნები, რომ შორს იყვნენ ამ მოჯადოებული ადგილიდან, სადაც ოცნებები, მომავალი კვდება;  ადგილიდან, სადაც მუხლებზეც რომ დაემხო და უბრალოდ გზის მოწესრიგება ითხოვო, ზედ არავინ შემოგხედავს; ადგილიდან, საიდანაც ყოველგვარი ხმა იხშობა, გარეთ არ აღწევს.

ბევრისგან გაიგებ, ყველა ქალაქში ჩამოიხვეტა, სოფლელები სოფლებში დაბრუნდითო, მაგრამ ნეტა თუ იცით, იმ სოფლებში როგორ ცხოვრობს ხალხი. მარტო ლობიოს მოყვანა და მისი ჭამა გგონიათ ცხოვრება, 21-ე საუკუნის ადამიანს, მით უმეტეს, ახალგაზრდას სხვა არაფერი სჭირდება?!..

დიახ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი შვილები აქ არ დაბრუნდნენ. ახლა სხვა იდეალისტებმა სცადონ, სხვებს იქნებ გამოუვიდეთ კიდეც, მაგრამ მე მეყო! არ მინდა, ჩემმა შვილებმაც იარონ გზაზე, სადაც მხოლოდ იმედგაცრუება და სიბნელეა.

გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

საბოლოოდ დავიფიცე, რომ სოფლელ გოგოს ცოლად არასდროს არ მოვიყვანდი. მოკლედ, მეგობართან სოფელში ჩავედი, ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავდა, იქ ნანახმა შოკში ჩამაგდო…

Next Post

ქორწინების დროს ჩადენილი 7 სასიკვდილო ცოდვა, რომელიც ბევრს გაგიგიათ, გაგიკეთებიათ, მაგრამ არ იცოდით..

Next Post
ქორწინების დროს ჩადენილი 7 სასიკვდილო ცოდვა, რომელიც ბევრს გაგიგიათ, გაგიკეთებიათ, მაგრამ არ იცოდით..

ქორწინების დროს ჩადენილი 7 სასიკვდილო ცოდვა, რომელიც ბევრს გაგიგიათ, გაგიკეთებიათ, მაგრამ არ იცოდით..

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In