• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, May 9, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

უახლოესმა მეგობარმა ეროტიკულ კლიპში მოტყუებით გადამიღო.. ვიდეო მხოლოდ მას შემდეგ ვნახე რაც ინტერნეტში გავრცელდა…

by inew
27 December 2022
in საზოგადოება
0
უახლოესმა მეგობარმა ეროტიკულ კლიპში მოტყუებით გადამიღო.. ვიდეო მხოლოდ მას შემდეგ ვნახე რაც ინტერნეტში გავრცელდა…
0
SHARES
3.6k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

11 წლის ვიყავი, როცა სამოდელო სააგენტოში დავიწყე სიარული და უკვე 6 წელია, რაც ჩვენებებში ვმონაწილეობ. ბევრს უკვირს, მამაშენი ამას როგორ არ გიშლისო, მაგრამ სწორედ მშობლებმა მიმიყვანეს სააგენტოში და დღემდე ხელს მიწყობენ, რომ წარმატებული ვიყო.

მე მსახიობობა, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება მსურს და კარგად ხვდებიან, მოდელობა ამაში როგორ დამეხმარება. მამა ხელოვანია, კარგად იცის, რასაც ვგრძნობ და გვერდით მიდგას, რომ ოცნებები ავისრულო.

რამდენიმე ხნის წინ მეგობარმა ბიჭმა მთხოვა, მის კლიპში მიმეღო მონაწილეობა. ეს ბიჭი საკმაოდ კარგად მღერის, ზოგჯერ ქუჩაშიც დგას, რომ ცოტა ფული მაინც იშოვოს.

ვთვლი, რომ ნიჭიერია და ღირსია იმის, წარმატებას მიაღწიოს, ხალხმა გაიცნოს, ამიტომაც, როცა მთხოვა, კლიპს ვიღებ და იქნებ შენც მიიღო მონაწილეობაო, დავთანხმდი. მინდოდა, ხელი შემეწყო წარმატების მიღწევაში, მაგრამ ახლა ამ ყველაფერს ძალიან ვნანობ. ჯობდა, უარი მეთქვა და ამ კლიპში არ გამოვჩენილიყავი.

საქმე ის არის, რომ ვიდეორგოლის შინაარსი არ გამანდო. მეგონა, ჩვეულებრივი კადრები იქნებოდა. მე ბუნებაში გადამიღეს, ერთი გადაღება ბაკურიანში, თოვლში გვქონდა, მეორე – რაბათში. გრძელი კაბა მეცვა ზურგზე ამოღებული და მორჩა, სხვა არაფერი ყოფილა განსაკუთრებული, არც კოცნა, არც ლოგინი და არც მსგავსი რამ.

კლიპი სანამ ინტერნეტით არ ატვირთა, მანამდე არ ვიცოდი, როგორი გამოვიდა. ვთხოვდი, ჩემი კადრები ეჩვენებინა, მაგრამ მპასუხობდა, მინდა, სიურპრიზი იყოს, დაელოდეო. საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ გამომიყენა, მომატყუა!

სიმღერა დაკარგულ სიყვარულზეა, ტექსტში უწმაწური სიტყვებიც არის და რამდენიმე ეროტიკული კადრიც – ბუხართან გაშლილი ლოგინი, შიშველი სხეულები, ჩახუტება და კოცნები.

ჩემს სცენებში მე კარგად ვჩანვარ, სახეც ახლო რაკურსით არის გადაღებული, ის გოგო კი, რომელსაც ბუხართან ბიჭი ეხვევა, კარგად არ ჩანს. მისი სახე გაკრთება ხოლმე და სხეული ჩანს. ვინც არ მიცნობს, შეიძლება იფიქროს, რომ კლიპში ერთი და იგივე გოგო მონაწილეობს.

ეს რომ ვნახე, ლამის გული გამისკდა. იმ ბიჭს მაშინვე დავურეკე და მოვთხოვე, ამ კლიპიდან ჩემი კადრები ამოეჭრა, მაგრამ უარი მითხრა. ფული დავხარჯე და ახლა ამას როგორ მეუბნები, შენ დამთანხმდი გადაღებაზე და უფლება არ გაქვს, ახლა ასეთი რაღაცები მთხოვოო.

მამაჩემიც ძალიან გაბრაზდა, დაემუქრა, რომ უჩივლებდა, მაგრამ მან ჩანაწერი აგვიფრიალა, სადაც ვეუბნები, რომ თანახმა ვარ, გადამიღოს. მამაჩემთან საუბრის ჩანაწერიც აქვს, სადაც ეუბნება, კარგია თუ გადაიღებ, ჩემი შვილი გამოცდილებას მიიღებსო.

ეს ბიჭი გვეუბნება, ვერაფერში დამადანაშაულებთ, კლიპი ეროტიკა არ არის, ჩვეულებრივიაო. გასაგებია, რომ ეროტიკის ჟანრს არ მიეკუთვნება, მაგრამ არც არაფერი უკლია.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ თავიდანვე არ გამაფრთხილა, არ მითხრა, რომ სხვანაირი სცენებიც იქნებოდა. ფაქტი ერთია, მოგვატყუა და შეგვიძლია, მართლაც ვუჩივლოთ, მაგრამ ამის დამტკიცებას ბევრი სირბილი და ნერვების მოშლა მოჰყვება, ასევე ბევრი ადამიანის დაკარგვა, რის გამოც თავს ვიკავებთ.

ერთი მხრივ, კარგია, ასე რომ მოხდა, რადგან გამოცდილება მივიღე, უკვე ვიცი, ადამიანებს ასე ადვილად არ უნდა ვენდო. რამეს რომ გთავაზობენ, კარგად უნდა აწონ-დაწონო და გადაწყვეტილება ისე მიიღო.

ცუდია ისიც, რომ ძალიან ბევრი გოგო ამ ბიჭის მხარეს დადგა, მე გამამტყუნეს – იცოდი, კლიპი სიყვარულზე რომ იყო და იმასაც უნდა მიმხვდარიყავი, სადაც სიყვარულია, იქ კოცნაც იქნებოდა და ლოგინიცო. რაც აწყობთ, იმას ამბობენ, ჩემზე კი არ ფიქრობენ, ეს ყველაფერი რად დამიჯდა, რამხელა ტრავმა მივიღე.

არა უშავს, ოჯახის თანადგომით ამას გადავიტან, სამაგიეროდ, ასეთ შეცდომას აღარასოდეს დავუშვებ. კარგად დავინახე, ვინ ვინ არის, ვის უნდა ვენდო და ვის – არა.

ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ იმ ადამიანებს შემოვუშვებ, რომლებიც ერთგულებას წლების განმავლობაში დამიმტკიცებენ. სანამ ვინმეს შევიცოდებ და მის დახმარებას გადავწყვეტ, მანამდე საკუთარ თავზე ვიფიქრებ, რამდენად კარგი იქნება ეს ჩემთვის.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

65 წლის კაცს ცოლი რაღაც წარმოუდგენელი მიზეზით გამექცა..

Next Post

ჩემი ცოლი, დედაჩემი და ბებიაჩემი ერთ თვეში გათხოვდნენ.. ახალგაზრდა კაცის აღსარება

Next Post
ჩემი ცოლი, დედაჩემი და ბებიაჩემი ერთ თვეში გათხოვდნენ.. ახალგაზრდა კაცის აღსარება

ჩემი ცოლი, დედაჩემი და ბებიაჩემი ერთ თვეში გათხოვდნენ.. ახალგაზრდა კაცის აღსარება

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In