დაოჯახებული გახლდით, როცა ჩემზე გაცილებით უმცროსი გოგონა შემიყვარდა. მე 31 წლის ვიყავი, ის – 17-ის. ჩვენი ოჯახები მეგობრობდნენ. თავიდან ისე ვექცეოდი, როგორც ბავშვს, მაგრამ მალე გავაცნობიერე, რომ უსაზღვროდ მიყვარდა.
როცა მეგი და მისი მშობლები ჩვენთან სტუმრად მოდიოდნენ, ხან რას მოვიმიზეზებდი და ხან – რას, რომ შინიდან გავსულიყავი. ვატყობდი, მეგის უკვირდა ჩემი საქციელი.
ერთხელ დამიმარტოხელა და ლამის შემომტირა: – რა დაგიშავე ისეთი, რომ აღარ გინდა ჩემთან ურთიერთობაო? აზრი აღარ ჰქონდა დამალვას და ვუთხარი: – მიყვარხარ უსაზღვროდ და სიგიჟემდე, მაგრამ არ მინდა, ამ სიყვარულით ჩვენს ოჯახებს ზიანი მიადგეს.
ეს რომ გამოაშკარავდეს, გული ეტკინებათ ჩემს ცოლ-შვილს, შენს მშობლებსა და და-ძმას, ამიტომაც ვებრძვი საკუთარ თავს-მეთქი.
გავიდა დრო. მეგი აღარ მოდიოდა ჩვენთან, რაც ჩემს ცოლს ძალიან უკვირდა. ერთხელ შემთხვევით შეხვედრია ქუჩაში და ძალით მოიყვანა.
დავინახე და სიხარულით ლამის გული გამისკდა. მანაც შემომანათა თვალები – ორივეს უსაზღვროდ მოგვნატრებოდა ერთმანეთი.
მარტონი რომ დავრჩით, მეგიც გამომიტყდა – მეც მიყვარხარ და არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ერთ ბიჭს მოვწონვარ და ცოლობას მთხოვსო. ვურჩიე, – თუ შენი ღირსია და გულწრფელად უყვარხარ, გაჰყევი-მეთქი…
მეგი გათხოვდა. ახლა ის თავისი ქმარ-შვილით ხშირად გვსტუმრობს, ჩვენც მივდივართ მასთან.
მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით, როგორ გავიარეთ ბეწვის ხიდი, ცდუნებას არ ავყევით, ტკივილისა და ჭორებისგან გადავარჩინეთ ახლობლები და შევინარჩუნეთ სიყვარული.
საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ. დღემდე უსაზღვროდ გვიყვარს ერთმანეთი.
ვაღიარებ, რომ ორივე ცალ-ცალკე დავიტანჯეთ, მრავალჯერ დაგვთენებია თავზე ფიქრებით დაღლილებს, მაგრამ დღეს მე ორმაგად ბედნიერი ვარ – ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ასეთი სიყვარული მარგუნა ღმერთმა და მეორეც,
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია