• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, July 18, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ფეისბუკი ოჯახს მინგრევს და წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოვიქცე.. გთხოვთ მირჩიეთ..“

by inew
7 March 2023
in საზოგადოება
0
„ფეისბუკი ოჯახს მინგრევს და წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოვიქცე.. გთხოვთ მირჩიეთ..“
0
SHARES
1.3k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

– ბოლო დროს ჩემი ქმარი უცნაურად იქცევა. გვიან იძინებს. მე რომ დაძინებას დავაპირებ, ის წიგნს მოიმარჯვებს, თავის სავარძელში ჩაესვენება და კითხვას იწყებს. ვიცი, როგორც კი დამეძინება, კომპიუტერს მიუჯდება და “ფეისბუკში” ყოფილ შეყვარებულთან ჩათაობს. ეკრანზე გაშლილი აქვს უამრავი საიტი…

თუ თავზე დავადექი, მყისვე აქრობს “ფეისბუკს” და სერიოზული სახით კითხულობს სამეცნიერო ტექსტებს. სამსახურის მასალები მქონდა წასაკითხი და აი, ისევ გვიანობამდე შემიყოლიაო, – წელზე ხელს მომხვევს და ყალბი ტექსტით “მეჟღურტულება”.

ახლა 5 თვის ორსული ვარ. ორი შვილი უკვე გვყავს. მეათე წელი იწურება ჩვენი დაქორწინებიდან. ყოველთვის ბედნიერად ვცხოვრობდით, არასოდეს შემიტყვია ქმრისთვის, რომ არ ვუყვარდი, მაგრამ ახლა ყველაფერი თავდაყირა დადგა.

– იქნებ გეჩვენება, ან ძალიან ემოციურად აღიქვამ ამ ამბავს.

– არ მეჩვენება. რამდენიმე თვის წინ შემთხვევით გავიგონე, მეგობარს რომ ეუბნებოდა, დღეს ქუჩაში სოფო დავინახე, მუხლები მომეკვეთა და ენა ჩამივარდა, მაგრამ მაინც მოვერიე თავს, მანქანიდან გადავედი და დავუძახე, მერე ძლივს მოვუყარე სათქმელს თავიო.

მეგობარს გაეცინა, შენ ისევ ხომ არ გიყვარს ის გოგოო? ლევანმა უპასუხა, უკვე 11 წელი გავიდა, მაგრამ ვერასოდეს დავივიწყებო. ამ სიტყვების გაგონებაზე ავნერვიულდი და კარის სახელურზე მომიხვდა ხელი, ხმაურზე გამომხედეს და უხერხულად გაჩუმდნენ… საგონებელში ჩავვარდი, ვინ სოფოს შეხვდა? ე.ი. ვიღაც ჩემი სეხნია იყო.

სულ ამბობდა, რომ ეს სახელი განსაკუთრებით უყვარდა. ანანო რომ გაგვიჩნდა, მითხრა, შენ რომ სოფო არ გრქმეოდა, ანანოს დავარქმევდი ამ სახელსო. მაშინ ამის მოსმენა მსიამოვნებდა…

– ვის არ შეხვედრია ძველი სიყვარული, ან ენა ვის არ დაჰბმია ყოფილ შეყვარებულთან ლაპარაკისას. იქნებ ამუქებ ყველაფერს.

– არა, დამიჯერეთ, ზუსტად ვიცი, რაც ხდება. დავაკვირდი მისი მეგობრების სიას სოციალურ ქსელში. ვაკონტროლებდი ვინმე სოფოს თუ დაიმატებდა. ასეც მოხდა, მათ ურთიერთობა ინტერნეტში აღადგინეს. ძალიან სასიამოვნო გოგოა. მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ჩემი ქმარი იქცევა საშინლად.

მე მათ მიმოწერას ვნახულობ. ჩემი ქმარი აზრზე არ არის, რომ მისი პაროლი ვიცი. როდესაც შინ არ არის, ვხსნი მის გვერდს და ვკითხულობ. მიუხედავად იმისა, რომ ის გოგო ინტერნეტში დაუმეგობრდა, ძალიან თავშეკავებულად პასუხობს ლევანს.

თავიდანვე მხურვალე წერილი მისწერა ჩემმა ქმარმა. სოფომ წაუყრუა. მნიშვნელობა არ მიანიჭა მის ემოციებს. ახლაც გამუდმებით აფრთხილებს, ცოლშვილიანი ხარ, კიდევ ბავშვს ელოდებით და შემეშვიო…

– იქნებ ეს ქალური ეშმაკობაა და ასე ცდილობს მეტად დააინტერესოს შენი ქმარი?

– არა მგონია. ეტყობა, ისედაც არ აკლია თაყვანისმცემლები და ამ ჩემი თითქმის სამშვილიანი ქმრისთვის რატომ უნდა გაგიჟდეს, მით უფრო, თავის დროზე დაშორდა, როდესაც ლევანს ოჯახი არ ჰქონდა.

– მაშ რაღა განერვიულებს?

– მოსვენებას არ აძლევდა ლევანი, შემხვდიო… ბოლოს შეხვდნენ. მანქანით ისეირნეს. ვაშლოვნის ნაკრძალი მოუვლიათ.  იმ გოგომ ნაკრძალში გადაღებული ფოტოები დადო თავის გვერდზე. მეგობრებმა კომენტარებში დაუწერეს, რა ლამაზად გამოიყურები, რა საოცარი ფოტოებიაო. იმან კიდევ ისეთი რამ დაწერა, რომ გული ლამის გამისკდა. როდესაც შეყვარებული კაცი გიღებს ფოტოებს, ლამაზად გხედავსო.

– გამოდის, თანაუგრძნობს ლევანს.

– ვფიქრობ, უბრალოდ კეკლუცობს, მოსწონს კაცის ყურადღება. დავფიქრდი, მე როგორ მოვიქცეოდი მის ადგილზე, ალბათ მასავით, მეც მომეწონებოდა კაცის გადამეტებული ყურადღება და სიამოვნებით აღვნიშნავდი ამას. ჩემი ქმარია გადარეული და მოსვენებას არ აძლევს.

– ხშირად ხვდებიან ერთმანეთს?

– არა, მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ. მას შემდეგ ჩემი ქმარი წერილებს სწერს, მაგრამ ის ხან დასცინის, ხან ჭკუას არიგებს. ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, რომ ლევანს მასთან, როგორც ქალთან გართობა უნდა და ამიტომაც ეჩალიჩება. რამე რომ ხდებოდეს, ქცევაზე ხომ უნდა ეტყობოდეს?

– რას გულისხმობ, შენთან ურთიერთობებში არ გაცივებულა?

– არა. როგორც იყო, ისევ ისეა. უბრალოდ გვიან იძინებს. სხვა მხრივ თითქმის არაფერი შეცვლილა. ბავშვების მიმართ ისევ ისეთი ყურადღებიანია. მეც არაფერს მაკლებს, მაგრამ ხომ ვიცი, ვიღაცას რომ ეარშიყება. ერთხელ მისწერა, ცოლი სახელის მიხედვით შევარჩიე და როდესაც მას მივმართავ, შენ მახსენდებიო. ეს რომ წავიკითხე, კინაღამ მოვკვდი.

– არ გინდა, რომ დაელაპარაკო? იქნებ დახმარება უნდა, რომ იმ ქალთან სიახლოვის სურვილი დასძლიოს?

– მეშინია, ვაითუ გაბრაზდეს, რომ მის მიმოწერას ვკითხულობ. იქნებ ამით უფრო გავაფუჭო საქმე.

– აბა რას აპირებ?

– ასე, ჩუმად უნდა ვაკონტროლო მოვლენები. თუ რეალურ საფრთხეს შევნიშნავ, რაღაცას ვიღონებ. ახლა კი ძალა არ მაქვს. ვკითხულობ ჩემი ქმრის სასიყვარულო წერილებს და გულს ვასკდები.

– ვერ გატყობს, რომ ნერვიულობ?

– კი. მკითხა კიდეც, რა გჭირსო? როდესაც განსაკუთრებული გრძნობით წერს წერილებს, იმ დღეს ადგილს ვერ ვპოულობ.  მეშინია მუცელში ბავშვს არაფერი მოვწიო. ფსიქოლოგთანაც კი მივედი. მითხრა, ეს პრობლემა შენს ქმართან ერთად უნდა განვიხილოთ, სხვანაირად არ მოგვარდებაო.

მე კი, გამიგეთ, არ შემიძლია ქმარს ვუთხრა, რომ მისი საიდუმლო ვიცი. დავიჯერო, საბედისწერო შეცდომას ვუშვებ? ისიც ვიფიქრე, იმ გოგოს შევხვდები, დაველაპარაკები-მეთქი, მაგრამ რა ვუთხრა? ხომ მეტყვის, შენს ქმართან საქმე არ მაქვს, თვითონ ჩამომაცილეო?

ლევანს ზოგჯერ დღეების განმავლობაში არ ეხმიანება. თურმე სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობს. ამ ყველაფერს კი ჩემი ქმრის საყვედურებით სავსე წერილებიდან ვიგებ.

P.S. ვიმედოვნებ, ჩვენი მკითხველი არ დაიზარებს სოფოსთვის რჩევების მიცემას და დაეხმარება დასძლიოს პრობლემა, რომელიც ჩემი აზრითაც, ქმართან გულწრფელი საუბრის შედეგად უნდა მოაგვაროს…

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ჩემმა „კეთილისმყოფელმა“ მეზობელმა ისეთი რამ გააკეთა ოჯახი დამინგრია.. მე სულელი კი ყველაფერს ვუყვებოდი..

Next Post

„ნუთუ შეიძლება ყველა დედას დედა ეწოდოს.. ნუთუ შეიძლება შვილს ასეთი ჭრილობა მიაყენო..“

Next Post
„ნუთუ შეიძლება ყველა დედას დედა ეწოდოს.. ნუთუ შეიძლება შვილს ასეთი ჭრილობა მიაყენო..“

„ნუთუ შეიძლება ყველა დედას დედა ეწოდოს.. ნუთუ შეიძლება შვილს ასეთი ჭრილობა მიაყენო..“

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In