• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Sunday, May 18, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ქალი , რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა, ჩემ გამო მოკვდა.. არაფერი გამიკეთებია, მაგრამ მისი სიკვდილი მე დამაბრალეს და ჩემი თავისუფლების რამდენიმე საათიც ამით დამთავრდა

by inew
29 November 2022
in საზოგადოება
0
ქალი , რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა, ჩემ გამო მოკვდა.. არაფერი გამიკეთებია, მაგრამ მისი სიკვდილი მე დამაბრალეს და ჩემი თავისუფლების რამდენიმე საათიც ამით დამთავრდა
0
SHARES
1.3k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

მკვლელობის მცდელობისთვის იმავე დღეს დამაპატიმრეს ფაქტია, რომ ხშირად ქალები მამაკაცების ცხოვრებას ცვლიან. ჩვენი რესპონდენტის შემთხვევაშიც ასე მოხდა.

სტეფანე, 36 წლის:

– ქალს, რომელსაც მთელი მისი ცხოვრება ვეთაყვანებოდი, ეკა ერქვა. ბავშვობა ერთად გავატარეთ. ეკა თავიდანვე არაორდინარული ხასიათით გამოირჩეოდა. სკოლაში მიტინგს აწყობდა, პიონერის ყელსახვევის ტარებას აპროტესტებდა, მძიმე როკს უსმენდა და დახეული ჯინსით დადიოდა.

ახლა ეს აღარავის უკვირს, მაგრამ მაშინ, როცა სკოლის მოსწავლეები ვიყავით, ზემოთ ხსენებული გატაცებები დისიდენტობის ტოლფასი იყო. ორჯერ მისი სკოლიდან გარიცხვაც დააპირეს, მაგრამ სკოლის დირექტორი

ეკას მშობლებს დიდ პატივს სცემდა. მამა მეცნიერი იყო, დედა – ექიმი და მათი წყალობით ეკას ბევრი რამე ეპატიებოდა. მახსოვს, 12 წლისები ვიყავით, როცა მითხრა, რომ მამამისს სამუშაოდ კუბაში აგზავნიდნენ და ოჯახიც თან უნდა წაეყვანა. სახლში გვიან ღამით მომადგა იმის სათქმელად, რომ მიემგზავრებოდა.

მერე დიდხანს ვფიქრობდი, მე რატომ დამემშვიდობა, იქნებ ხვდებოდა, რომ მიყვარდა. ეკას წასვლის შემდეგ ჩემ გარშემო სხვა გოგონებიც შევამჩნიე, მაგრამ ვისზეც ფიქრს დავიწყებდი, ეკასთან შედარებით, პრანჭია, დაკომპლექსებული თოჯინები იყვნენ, ქათინაურებზე წითლდებოდნენ, საკუთარი აზრის გამოთქმის დროს ენა ებმოდათ. ეკა თბილისში რომ დაბრუნდა, უკვე ჩვიდმეტი წლის იყო.

– ისევ გიყვარდათ?

– მანამდე რომ არ მყვარებოდა, ახლად ჩამოსული მაინც შემიყვარდებოდა. გარეგნულად შეცვლილიყო. მაღალი, სავსე მკერდი, გრძელი თმა და მსხვილი ბროწეულისფერი ტუჩები ჰქონდა. რამდენიმე ენაზე ლაპარაკობდა, ლათინო-ამერიკელივით ცეკვავდა, მთელი სხეულით, ყველა ნაკვთით შეიგრძნობდა მუსიკას.

უნივერსიტეტში შეიტანა საბუთები და პირველივე წელს ჩაირიცხა, თუმცა ლექციებზე თითქმის არ დადიოდა. უცნაური მეგობრები გაიჩინა. ჩემთან ურთიერთობისთვის ვეღარ იცლიდა. მისი დაკარგვა აღარ შემეძლო და გადავწყვიტე სიმართლე მეთქვა. დაფიქრდა, გაიღიმა და მითხრა – ფეხმძიმედ ვარ, მომიყვან ცოლად? – არ ვიცი, რას უპასუხებდა ჩემს ადგილას სხვა მამაკაცი, მაგრამ დაუფიქრებლად დავთანხმდი.

ეკასთვის არასოდეს მიკითხვას, ვისთან ჰქონდა პირველი ღამე, რადგან ვიცოდი, სიმართლეს არ მეტყოდა. ბავშვი გააჩინა, რომელიც საკუთარი შვილივით მივიღე, ეკაც ერთხანს ბედნიერი იყო, მაგრამ მისი მსგავსი ქალებისთვის ოჯახური იდილია ზედმეტი ტვირთია. როცა შევამჩნიე, რომ ასე გაგრძელება აღარ შეეძლო, სამსახურში გასვლის ნება მივეცი, უფრო სწორად, სხვა გზა არ მქონდა.

ერთხელ თანამშრომლების ბანკეტზე გავყევი, ცოტა დავლიეთ და ეკამ ცეკვა დაიწყო. სუფრასთან ვიჯექი და იქიდან ვტკბებოდი მისი ყურებით. როგორც ჩანს, მისი უნაკლო სხეული და გრაციოზულობა სხვებმაც შეამჩნიეს.

ერთი მამაკაცი განსაკუთრებით აქტიურობდა. ნასვამი ვიყავი და მომეჩვენა, რომ ზედმეტი მოუვიდა. უხეშად ვუთხარი და არც იმან დამითმო. დანას წამოვავლე ხელი და ორჯერ დავარტყი. კიდევ კარგი, არ გარდაიცვალა, მაგრამ მკვლელობის მცდელობისთვის იმავე დღეს დამაპატიმრეს.

– ეკაც ოჯახური იდილიისგან გათავისუფლდა, არა?

– ციხეში არაფერი მაინტერესებდა, არც შიმშილი არც გაუსაძლისი პირობები, მხოლოდ ეკა იყო ჩემი სადარდებელი. მაგიჟებდა იმის წარმოდგენა, რომ არ დამელოდებოდა. როცა პაემანზე მოდიოდა, ათას სისულელეს მიყვებოდა, მართობდა, მაცინებდა, მამხნევებდა. მარწმუნებდა, შენ იქით ვერავის ვხედავ. ქალაქი ჩემთვის გაზის კამერაა, სადაც სუნთქვა მიჭირსო.

ყოველთვის დამაჯერებლად იტყუებოდა, ამას მაშინ ვხვდებოდი, როცა საკანში დამაბრუნებდნენ, მაგრამ მისი დანახვისთანავე ყველაფერი მავიწყდებოდა. ამ ქალის წინაშე უძლური ვიყავი. საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა. ხუთწლიანი პატიმრობისა და მამაჩემის დიდი მცდელობის შემდეგ ციხიდან გამოვედი.

ეკასთვის არაფერი მითქვამს, მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა, მაგრამ ”სიურპრიზი” თავად დამახვედრა. ჩვენი ბინის წინ სადარბაზოში ველოდებოდი, ღამის ორი საათი იქნებოდა, როცა მანქანით ჩემთვის უცნობმა მამაკაცმა მოიყვანა. ეკამ კარი გააღო, რომ გადმოსულიყო, სალონი განათდა, უნებურად ჩემი ცოლის თვალები დავინახე. ის სიყვარულით იყო სავსე. ასე ეკა მე მხოლოდ მაშინ მიყურებდა, როცა თორმეტი წლისები ვიყავით და კუბაში წასვლის წინ მემშვიდობებოდა.

– საკუთრი ცოლი ასეთ მომენტში სასიამოვნო დასანახი არ იქნებოდა.

– არ ვიცი, როგორ მოვახერხე თავშეკავება. ციხეში დაბრუნების არD შემშინებია.E ეკას დაკარგვა არ მინდოდა. როცა ცოლს დაველაპარაკე, მითხრა, რომ პატიმარს გულს ვერ მატკენდა, ახლა კი უნდა დავცილებულიყავით. – ისევ გაპატიებ, – ვუთხარი სასოწარკვეთილმა, – გაპატიებ, ოღონდ ჩემთან დარჩი.

ეკას დარჩენა აღარ უნდოდა და ზუსტად ვიცოდი, რომ ვერანაირი ხვეწნა-მუდარა ამ გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებდა. მაშინ ძალით დაგტოვებ, მკლავში ვტაცე ხელი და ჩემკენ მოვიზიდე. ხელი მკრა და გაიქცა, წამოვეწიე, დავიჭირე და ისევ ჩემკენ მოვიზიდე, მან ისევ მოახერხა დასხლტომა, გვერდზე გაიწია და კედელს მიაწყდა, სადაც რკინის შანდალი ეკიდა და მის კიდეს მიეხეთქა თავით.

მისი სიკვდილი მე დამაბრალეს და ჩემი თავისუფლების რამდენიმე საათიც ამით დამთავრდა. იმაზე საუბარი ალბათ არც ღირს, რამდენი იწვალეს ჩემმა ახლობლებმა, რამდენჯერ მოხდა სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის გადახედვა, განაჩენი გასაჩივრდა და საბოლოოდ დადგინდა, რომ ეკა არ მომიკლავს.

როცა საკანში ზედამხედველი შემოვიდა და შემატყობინა, რომ თავისუფალი ვიყავი, შემეშინდა. კარგი იყო ციხეში ყოფნა, როცა ეკაზე ეჭვიანობა არ მაგიჟებდა, მის გარეშე თავისუფლება კი სასჯელია, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოვიხდი. ქალი, რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა, ჩემ გამო მოკვდა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

ხათუნა მაღრაძე; ჟურნალი ”რეიტინგი”

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„პოლიცია გამოვიძახე და მამამთილი დავაჭერინე.. ვიცი, რომ მხოლოდ რამდენიმე წელი დავისვენებ და იქიდან რომ გამოვა უარესს იზამს, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა..“

Next Post

„როგორ გავიგე დედაჩემი 16 წლის იყო როცა გამაჩინა.. მამაჩემი მისი თანაკლასელი იყო“ – ქართველმა მოსწავლემ ოჯახური საიდუმლო საკონტროლო წერის რვეულში, თავისუფალი თემის წერისას გაამხილა

Next Post
„როგორ გავიგე დედაჩემი 16 წლის იყო როცა გამაჩინა.. მამაჩემი მისი თანაკლასელი იყო“ – ქართველმა მოსწავლემ ოჯახური საიდუმლო საკონტროლო წერის რვეულში, თავისუფალი თემის წერისას გაამხილა

„როგორ გავიგე დედაჩემი 16 წლის იყო როცა გამაჩინა.. მამაჩემი მისი თანაკლასელი იყო“ - ქართველმა მოსწავლემ ოჯახური საიდუმლო საკონტროლო წერის რვეულში, თავისუფალი თემის წერისას გაამხილა

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In