ამერიკელმა ბრიჯიტ უაიტმა ინტერნეტში ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც თავისმა შვიდი წლის ვაჟმა მალულად გადაუღო. სურათის ნახვისას ქალი ჯერ შოკში ჩავარდა, შემდეგ კი შეეცადა ამ ყველაფრისთვის ბავშვის თვალით შეეხედა და აი რა დაინახა..
“ტელეფონში ფოტოებს ვათვალიერებდი, როცა ამ საშინელებას გადავაწყდი – წერს საკუთარ ბლოგზე ორი მცირეწლოვანი შვილის დედა, ბრიჯიტ უაიტი. – პირველი რეაქცია იყო სრული შოკი!
– ვინ გადაიღო ეს საშინელი ფოტო ჩემს დაუკითხავად? ვგრძნობ, როგორ მაწვება ყელში ბურთად საკუთარი თავისადმი ზიზღი და სიძულვილი, თვალებზე კი ცრემლი მადგას. სადაცაა დავაჭერ “წაშლას”… მაგრამ ამ დროს ოთახში ჩემი ბიჭი შემოდის.
– იცი საიდან მოხვდა ჩემს ტელეფონში ეს ფოტო? – ბავშვს სახე ებადრება. – მე გადაგიღე, დე! პლაჟზე რომ ვიყავით, გახსოვს? ისეთი ლამაზი იყავი, თავი ვერ შევიკავე. – სანამ ჩემ ტელეფონს აიღებ ნებართვა უნდა მთხოვო, ხომ იცი. – ვეუბნები მე. – ვიცი, დე, მაგრამ სერიოზულად გეუბნები, ნახე აქ როგორი სიმპატიური ხარ!
ისევ ვუყურებ ფოტოს და ვცდილობ დავინახო ის, რასაც ჩემი შვილი ხედავს – შევხედო საკუთარ თავს ბავშვის თვალით. ჩემი გოგოც შემოდის, ზურგს უკან მიდგებ და მხარს ხემოთ ცდილობს დაინახოს ფოტო: ჟურნალის ფოტოსავითაა, დედიკო. რა ლამაზი ხარ. ძალიან მომწონს!”.
ამოვიხვნეშე..’
როგორც წესი, მე მხოლოდ ნაკლს ვამჩნევ საკუთარ თავში. ამას ხომ ყველა ავტომაურად ვაკეთებთ. მაგრამ ახლა ვაკვირდები ფოტოს და გაცილებით მეტის დანახვას ვიწყებ. აი, ჩემი ცელულიტით სავსე განიერი თეძოები – მაშინვე თვალში გეცემა.
მაგრამ ახლა უბრალოდ დაღლილ დედას ვხედავ – მთელი დღე ფეხზე რომ გაატარა ბავშვებთან ერთად ტბის შორიახლო სეირნობაში და ბოლოს, დაღლილ-დაქანცულმა როგორც იქნა იპოვა დრო პლაჟზე წამოსაწოლად: გაშალა ხელები და ისვენებს. ჩემი სქელი მკლავები – დედის ხელები, რომლებმაც დაუღალავად ატარა ორი ბავშვის ცხელ ქვებზე ფეხები რომ არ დაეწვათ.
ისევ მსუქან ქალს ვხედავ შავ საბანაო კოსტუმში – რა უსუსური მცდელობაა ჭარბი წონის დასაფარად. მაგრამ ამასტან ვხედავ გულად დედას, რომელიც ბავშვებთან ერთად მოგზაურობს და სამყაროს აცნობს მათ – შვილებს, რომლებიც ძალიან, ძალიან უყვარს.
ბევრი ქალივით მეც მთელი ცხოვრება ვებრძვი ჭარბ წონას. ამას ვერსად გავექცევი. ბუნებიტ მიდრეკილი ვარ სიმსუქნისკენ, არასოდეს ვყოფილვარ გამხდარი. თუმცა ბოლო ათი წლის მანძილზე ყველაზე მეტი წონა ახლა მაქვს.
მაგრამ აღარ მინდა ამ სისავსის გამო ჩემი ცხოვრება დავაცარიელო. ზაფხულობით ღია სარაფნებსა და საბანაო კოსტიუმებსაც ვიცმევ, დავრბივარ და ვთამაშობ შვილებთან ერთად და ზოგერ თავს მომხიბვლელადაც კი ვგრძნობ. დიახ, დიახ, მომხიბვლელად.. ან თითქმის მომხიბვლელად მაინც.
- იქნებ ეს ასაკის ბრალია?
ან იქნებ იმის გამო, რომ სხვა, უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე მიწევს ფიქრი. თუმცა შეიძლება მიზეზი ის არის, თუ როგორი სიყვარულით მიყურებენ ჩემი შვილები? უკვე აღარ ვგრძნობ სიძულვილს საკუთარი სხეულის მიმართ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარი ვთქვი სპორტზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვაზე.
პირიქით, გავაგრძელებ ამ ყველაფერს, რადგან მიდა, რომ დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვრო. და მაინც, ახლა ჩემთვის მთავარია მიყვარდეს საკუთარი სხეული ისეთი, როგორიც არის. მინდა საკუთარ თავს შვილების თვალით ვუყურო.
დიდი მადლობა ამისათვის, შვილებო.”
შესაძლებელია, შვილებთან ყოფნისას ყოველთვის ლამაზად ვგრძნობთ თავს. დილით თვალებჩაშავებული და თმაგაწეწილი რომ ვდგებით, ბავშვები ამას არ ამჩნევენ. ისინი თითქოს სხეულს მიღმა იყურებიან, ჩვენს არსებას ხედავენ, გარეგნობა კი ნაკლებად აინტერესებთ.
ბავშვს ესმის ჩვენი სიცილი, ხედავს როგორ გვიბრწყინავს თვალები, გრძნობს ჩვენს სითბოს, სიხარულს. ჩვენ კი თავს ვგრძნობთ ყველაზე ლამაზ ქალად, როცა ჩვენს დანახვაზე შვილები სიხარულით გამორბიან ჩასახუტებლად და მუხლებზე შემოგვეჭდობიან.
რა იქნება ცხოვრების წესად რომ გავიხადოთ – ვუყუროთ საკუთარ თავს ბავშვების თვალით? ჩვენი შფოთვა ისეთი წვრილმანების გამო, როგორიცაა ახალი ნაოჭები, გამოუძინებელი თვალები თუ რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი, ალბათ უკვალოდ გაქრება..
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია