• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Tuesday, March 10, 2026
inew.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ქმარი რომ არ დაეკარგა წარმოუდგენელი რამ მოიფიქრა.. თუმცა ალბათ იმ დროს ვერ იფიქრებდა როგორ დასრულდებოდა ეს ყველაფერი..

by inew
13 February 2023
in საზოგადოება
0
ქმარი რომ არ დაეკარგა წარმოუდგენელი რამ მოიფიქრა.. თუმცა ალბათ იმ დროს ვერ იფიქრებდა როგორ დასრულდებოდა ეს ყველაფერი..
0
SHARES
319
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ბედს ვერავინ გაექცევაო, – ნათქვამია. ისიც თქმულა, კაცი თვითონ სჭედს თავის ბედ-იღბალსო, მაგრამ…

ჩემი მამიდაშვილი გიორგი ძმასავით მიყვარს. მამა ადრე გარდაეცვალა და მამაჩემი დისწულს თავის შვილებში არ არჩევდა, ერთად გვზრდიდა.

სწორედ გიოზე ითქმის,  ბედმა არ გაუღიმაო… რას იფიქრებდა, თუ მეორე ოჯახიც დაენგრეოდა.

თუმცა, თავიდან გიამბობთ გიოს ამბავს.

სიყმაწვილეში დაოჯახდა. შვილი შეეძინა, დათუნა. მერე გიორგის ცოლმა მდიდარი საყვარელი გაიჩინა.

გიომ არაფერი იცოდა. უფროსებს ერიდებოდათ, გაემხილათ მისთვის ცოლის ღალატი. მე და ჩემი და-ძმა ვბობოქრობდით – რა აზრი აქვს ასეთი ოჯახის შენარჩუნებასო. ბოლოს, აღარ მომითმინა გულმა…

რაღა ბევრი გავაგრძელო და, ისინი მალევე გაშორდნენ… თიკამ ბავშვი გიოს დაუტოვა, თავად კი სტამბოლში წავიდა. მგონი, სასტუმროში მუშაობს…

მამიდაჩემმა აიჩემა, – თბილისელი რძალი არ გამომადგა, სოფელში უნდა ავარჩიო პატიოსანი, თავმდაბალი, ზრდილობიანი და გამრჯე გოგო, რომელსაც ჩემი შვილი ძალიან ეყვარებაო.

მოკლედ, ქმრის სანათესავოს ჩააკითხა ქართლის ერთ-ერთ სოფელში და სულ მალე ერთ ლამაზ გოგოს დაადგა თვალი. გიოსაც აჩვენა და ჩვენც – ყველას მოგვეწონა. დაქორწინდნენ და მალე გოგონაც გაუჩნდათ.

შვილის დაბადების შემდეგ ეს ჩვენი მშვიდი და საყვარელი თამო ძალიან შეიცვალა. საეჭვოდ გვეჩვენებოდა მისი გამუდმებული ოთახში ჩაკეტვა  და ბუტბუტი, თითქოს ერთსა და იმავეს გამუდმებით იმეორებდა.

თამოს მოყვანის დღიდან გიო ხშირად ვერ იყო კარგად. ერთი წლის შემდეგ კი თავის ისეთი ტკივილი დაეწყო, ლამის კედლებზე გადიოდა.

ექიმებმა დაასკვნეს, – ნევროზის ბრალია, დასამშვიდებლები დაალევინეთ და თანდათან გაუვლისო, მაგრამ რაც დრო გადიოდა, უარესად ხდებოდა. თან რაღაცნაირი უემოციო, არაადეკვატური გახდა.

კითხვებზე მანამ არ გვპასუხობდა, სანამ არ შევაჯანჯღარებდით. თითქოს ამ ქვეყანას არ იყო. უმეტესად ეძინა. აბა, ასეთს ვინ გააჩერებდა სამსახურში? დისტრიბუტორად მუშაობდა და მალე გამოუშვეს. საგონებელში ჩავვარდით.

ერთხელ თამო მშობლების მოსანახულებლად სოფელში წავიდა. მამიდამ მიხმო და თამოსა და გიოს საძინებელი დავათვალიერეთ.

ვიცი, ეგ არ არის მთლად კარგი საქციელი, მაგრამ მაშინ რომ ასე არ მოვქცეულიყავით, გიოს გაბრუების მიზეზსაც ვერ გავიგებდით…

კარადაში აღმოვაჩინეთ ლურჯ სატინაში გახვეული შავი სანთლები და ნაჭრის პატარა თოჯინა, რომელსაც შავი ფლომასტერით “გიო”  ეწერა. წარმოიდგინეთ, რა დაემართებოდა მამიდაჩემს!

მეც ცუდად გამიხდა გული, მაგრამ მალევე მოვედი გონს და ეს ყველაფერი ეკლესიაში წავიღე და  მოძღვარს რჩევა ვთხოვე. მან მეტეხის ეკლესიაში გამიშვა.

იქაური მოძღვრის  (იგი კვეთებულის ლოცვებს ატარებს) დარიგება უკლებლივ შევასრულე… შინ მობრუნებული თამო გამოტყდა. იმისათვის, რომ გიო სულ მის გვერდით ყოფილიყო, საშინელ რიტუალს ყოველდღე ატარებდა.

მას ოჯახში ვინღა გააჩერებდა? თამო სოფელში დაბრუნდა, გოგონაც წაიყვანა, რომელსაც თან გაჰყვა ჩვენი სული და გული.

გიო ახლა ერთ-ერთ მამათა მონასტერშია და აღდგომამდე იქ აპირებს დარჩენას. მონასტრიდან დაბრუნებული სრულიად ახალ და ჯანსაღ ქრისტიანულ ცხოვრებას დაიწყებს.

P.S. გთხოვთ, გამოაქვეყნოთ ეს წერილი, რადგან მსგავსი ამბები ძალიან გახშირდა ჩვენში.

მარიამი, თბილისი

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

ავტორი: მარინა ბაბუნაშვილი; კვირის პალიტრა

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

აქამდე ვიცოდი, რომ სიმართლე უმთავრესი და აუცილებელი იყო ადამიანთა ურთიერთობაში, მაგრამ როცა დედამ და ბებიამ დიდი ხნის საიდუმლო გამიმხილეს, მივხვდი, რომ ჯობდა ეს საერთოდ არ გამეგო..

Next Post

„გვიან მივხვდი, რომ საკუთარ ქმარს ასე არ უნდა მოვქცეოდი.. დიდი სისულელე ჩავიდინე და ამის გამო სასტიკად დავისაჯე..“

Next Post
„გვიან მივხვდი, რომ საკუთარ ქმარს ასე არ უნდა მოვქცეოდი.. დიდი სისულელე ჩავიდინე და ამის გამო სასტიკად დავისაჯე..“

„გვიან მივხვდი, რომ საკუთარ ქმარს ასე არ უნდა მოვქცეოდი.. დიდი სისულელე ჩავიდინე და ამის გამო სასტიკად დავისაჯე..“

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.