ის ხშირად მთვრალი ატარებდა მანქანას, ერთხელაც არ გაუმართლდა და თავის ძმაკაცთან ერთად ხრამში გადაიჩეხა როცა გრძნობა ჩნდება, ცხოვრება თითქმის თავიდან იწყება, გინდა საკუთარი წარსული დაივიწყო და მხოლოდ დღევანდელით იცხოვრო, მაგრამ ეს ადვილი არ არის, ადრე თუ გვიან, განვლილი გზა აუცილებლად შეგახსენებს თავს.
როდის დააბრუნეს ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი წარსულში და რით დამთავრდა მისი ისტორია, თავად ირინა გვიამბობს
– განვლილ ცხოვრებაში რა მოხდა?
– წარსულს ვერავინ გაექცევა და მოულოდნელად ისეთი ადამიანი დაგიგებს მახეს, ყველაზე კეთილმოსურნე რომ გეგონა.
დარწმუნებული ვიყავი, რომ წარსული სამუდამოდ მოვიშორე. ორი წელია გავთხოვდი, ჩემი მომავალი მეუღლე ერთ-ერთ წვეულებაზე გავიცანი. დათოს ერთი ნახვით შევუყვარდი. გრძნობა იმდენად ძლიერი იყო, რომ მხოლოდ ის მკითხა, გათხოვილი ვიყავი თუ არა. ერთი თვის ნაცნობობის შემდეგ დავქორწინდით.
დათოს არც მერე დაუწყია სულში ხელების ფათური, ორი წელი ისე ვიცხოვრეთ, პრობლემები არ გვქონია. დედამთილ-მამამთილმა ოროთახიანი ბინა გვიყიდა და მარტო ვცხოვრობდით.
თავიდან ცოტა დაძაბული ვიყავი, ვნერვიულობდი, სიმართლე არ გაეგო, მერე დავმშვიდდი და წარსულს საერთოდ მოვწყდი. ერთ საღამოს სამსახურიდან შინ დაბრუნებულს ჩემი „კეთილისმსურველი“ დაქალი მესტუმრა. ჩემს დაბრუნებამდე დათოს ძვირად ღირებული წითელი ღვინო და პროდუქტებით სავსე ცელოფნები დაელაგებინა სამზარეულო მაგიდაზე.
ფაქტობრივად, ყველაფერი გამზადებული იყო, მარტო სუფრაზე დაწყობა უნდოდა. გამაფრთხილა, შენმა დაქალმა დარეკა, ისრაელიდან გუშინ ჩამოსულა, მითხრა, შენი მეუღლე ჩემს ჩამოსვლას რომ გაიგებს, სიხარულით გაგიჟდებაო“.
დათოს ნათქვამმა მოსვენება დამიკარგა, ადგილს ვერ ვპოულობდი. იმ წუთებში რას არ მივცემდი, რომ ჩემი განვლილი ცხოვრება სუფთა ყოფილიყო. ჩემი ძვირფასი დაქალი ანი ათი წლის წინ გათხოვდა ისრაელში ვიღაც ებრაელ მდიდარ მამაკაცზე.
გამიხარდა, მშვიდად ცხოვრებას შევძლებდი, მაგრამ, როგორც ჩანს, მოჰბეზრდა ოჯახური იდილია, ახლა კი ჩემი სიმყუდროვის დასანგრევად ჩამობრძანდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ანი დათოს ყველაფერს დაწვრილებით მოუყვებოდა.
– რატომ არ წახვედით იმ ღამეს სახლიდან?
– აზრი არ ჰქონდა, რადგან ჩემი ოჯახის მონახულება ისურვა, აუცილებლად თავისას გაიტანდა, სხვა დროს მოვიდოდა, საერთოდ ხომ არ გავემგზავრებოდი ქალაქიდან?! ანი საღამოს ათ საათზე გვესტუმრა.
დათო გასაყიდი საქონელივით შეათვალიერა, ირონიულად ჩაიღიმა და მითხრა: „გილოცავ, კარგი გემოვნება გქონია“… ყოველგვარი მორიდებისა და დაპატიჟების გარეშე ოთახების დათვალიერება დაიწყო.
ისე იქცეოდა, როგორც საკუთარ სახლში. მისაღები ოთახის კართან დადგა და შემაქო: – ყოჩაღ, „ არ მეგონა, თუ ასეთი მზრუნველი და ოჯახზე თავდადებული ქალი დადგებოდი.
ფერი მეცვალა და ვუთხარი: „ანი, გთხოვ, წარსულს ხაზი გადაუსვი“. თითქოს არც გაუგონია, მხიარულად წაიღიღინა: „მოგონებების ზღვა“… საუბარი რომ არ გაეგრძელებინა, სასწრაფოდ სუფრასთან მივიპატიჟე.
ანი უფრო მეტად ენაწყლიანი გახდა: „ლამაზმანო“, ეს იმას გაუმარჯოს, ვინც წარსულს არ ივიწყებს და მეგობრობას აფასებს. ვიგრძენი, რომ მდგომარეობა იძაბებოდა, ღვინით სავსე ჭიქა სულმოუთქმელად გამოვცალე. ერთს მეორეც მივაყოლე.
ქმარი გაოცებული მიყურებდა, პირველად მნახა ასეთ მდგომარეობაში. ანიმ კვლავ განაგრძო: „გახსოვს, როგორ „ვგრიალებდით“ საუნაში. ის თუ გახსოვს, რესტორანში რომ დავთვერით და მიტოს სასტუმროში რომ წამოუგორდი“.
მივხვდი, რომ ჩემი ბედნიერება ბეწვზე ეკიდა. იმაშიც დარწმუნებული ვიყავი, რომ ისტერიკით ანის ვერ გავაჩუმებდი, პირიქით, უარესად „აჭიკჭიკდებოდა“. მინდოდა, როგორმე ჩემი ქმარი წამით გაგვშორებოდა.
მოვიმიზეზე, თითქოს სურათების ალბომი მინდოდა ჩემი დაქალისთვის მეჩვენებინა, სადაც ჩვენი ქორწილის კადრები იყო აღბეჭდილი. დათომ უკმაყოფილოდ შემომხედა, მაგრამ თხოვნის შესასრულებლად მაინც წავიდა.
ანის თვალცრემლიანმა მივმართე: „გთხოვ, ენას კბილი დააჭირე, ოჯახს ნუ დამინგრევ, დათო ძალიან მიყვარს, ჩვენ შვილი გვყავს!“.
– „ლამაზმანს“ რატომ გეძახდათ?
– ჩემდა სამწუხაროდ, ესეც წარსულის გადმონაშთია, ჩემი მეტსახელი იყო. ბიჭები ასე მიცნობდნენ. ჩემი ქმარი ალბომით ხელში შემოვიდა თუ არა, შეწყვეტილი საუბარი განაგრძო. ჩამოვედი, რომ ცოტა გავერთო, ახალი თავგადასავლები მინდა შენთან ერთად, ჩემო „ლამაზმანოო“. იმიტომაც გინდა ჩემი ოჯახი დაანგრიო-მეთქი.
რატომაც არა, ჩემზე უკეთესი რით ხარ? დაგავიწყდა, ჩემმა ბიძაშვილმა რამდენი გათრიაო? მისკენ არც კი ვიხედებოდი, თითქოს მიწა გამომეცალა, სიმწრისგან გავწითლდი. „ნაძირალა“, – მივაძახე, მას კი რეაქციაც არ ჰქონია, თითქოს არაფერი მომხდარა, გაიცინა და ღიღინი დაიწყო.
ბოღმამ საკუთარი თავის კონტროლი დამაკარგვინა, სულ დამავიწყდა ჩემი ქმარი, გულის ნადები ამოვხეთქე – „შენმა ბიძაშვილმა გონების დაკარგვამდე დამათრო და ამით მიაღწია თავისას, მერე კი მაშანტაჟებდა, მემუქრებოდა, რომ ყველაფერს ჩემს მშობლებს მოუყვებოდა“.
ვერ ვიტყვი, რომ წმინდა წყლის ანგელოზი ვიყავი, მაგრამ ყველაზე დიდი დანაშაული ის იყო, რომ ანის ავყევი. გიო მოგვიანებით გამომიტყდა, რომ მიზნის მისაღწევად სპირტიან ლიქიორს მასმევდა. გიო არასოდეს მყვარებია, მისი უზომოდ მეშინოდა.
– თუ გეშინოდათ, როგორ მოიცილეთ?
– გიომ თავი კი არ დამანება, უბედურმა შემთხვევამ დაუსვა წერტილი ჩვენს ურთიერთობას. ის ხშირად მთვრალი ატარებდა მანქანას, ერთხელაც არ გაუმართლდა და თავის ძმაკაცთან ერთად ხრამში გადაიჩეხა.
სწორედ მაშინ გადავწყვიტე, საბოლოოდ დამევიწყებინა წარსული და ბედნიერი მომავალი მომეწყო. საწოლ ოთახში შევედი და ავღრიალდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ კახა ჩემს წარსულს არ მაპატიებდა, განსაკუთრებით იმას, რომ ეს ყველაფერი დავუმალე.
როგორი მოსასმენია მამაკაცისთვის, რომ მისი საყვარელი ადამიანი ერთ დროს საუნის ხშირი სტუმარი იყო და ფულით გატუტუცებული მამაკაცების თითის დაქნევაზე აკეთებდა ყველაფერს. საკუთარი თავი შემძულდა იმ სულმოკლეობისთვის, რამაც სიმართლე არ მათქმევინა. ახლა ხომ ამ დღეში არ ვიქნებოდი?!
ვტიროდი და თან ჩემოდნებში ტანსაცმელს ვალაგებდი. იმდენად დამნაშავედ ვგრძნობდი თავს ქმრის წინაშე, რომ პირველად ჯვარნაწერი ბეჭედი მოვიხსენი და ჩარჩოში ჩასმულ ქორწილის სურათის გვერდით დავდე. დათო დიდხანს მეხვეწებოდა კარის გაღებას, ბოლოს იძულებული გავხდი, თხოვნა შემესრულებინა.
ოთახში შემოსული კინაღამ გაგიჟდა. ხელებში მეცა, ყველაფერი იატაკზე გადმოყარა. შემომხედე, აღარ გიყვარვარ? – იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გაიგე, შენ გვერდით ვეღარ ვიქნები. მე შენი ღირსი არა ვარ. მიყვარხარ და არ მინდა სინდისის ქეჯნა გაწუხებდეს-მეთქი.
ქმარმა მაპატია წარსული, მაგრამ მე მაინც ვიტანჯები. შეუძლებელია, ყველაფრის მეხსიერებიდან წაშლა. ყოველ ღამე ტირილით მეღვიძება.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია