• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, May 23, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ქმარს ხელი ვკარი, წაიქცა… ის ქამარი ხელიდან გამოვგლიჯე და არც კი ვიცი, რამდენ ხანს ვაკეთებდი ამას…“

by inew
28 February 2023
in საზოგადოება
0
„ქმარს ხელი ვკარი, წაიქცა… ის ქამარი ხელიდან გამოვგლიჯე და არც კი ვიცი, რამდენ ხანს ვაკეთებდი ამას…“
0
SHARES
1.5k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

სამწუხაროდ, ოჯახური ძალადობა არცთუ ისე იშვიათი შემთხვევაა ქართულ რეალობაში და თუ მკვლელობა არ მოხდა, როგორც წესი, ფაქტი არც ხმაურდება ხოლმე. “რას იტყვის ხალხი?!” – ძველებურად აქტუალური მდგომარეობაა ქართველი საზოგადოებისთვის.

ამბავი, რომელიც ახლახან მოხდა, ჩემმა პოლიციელმა მეგობარმა შემატყობინა: მართლაც, საჟურნალე ამბავი მოხდა ჩვენს უბანში და თუ გინდა, შეგახვედრებ “დამნაშავეს”, ოღონდ არ გამამხილო, რომ მე ჩაგაყენე საქმის კურსშიო…

მაშინვე პოლიციის განყოფილებაში გავიქეცი, სადაც დაკავებულის დაკითხვა მიმდინარეობდა. ჩემდა გასაოცრად, დამნაშავე ქალი იყო და მას ქმრის სასტიკად ცემაში დედამთილი სდებდა ბრალს.

როცა ყველა საბუთი გაფორმდა და ქალს წასვლის უფლება მისცეს, ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვიყავი და იმაშიც დავარწმუნე, რომ ასეთი ამბები უნდა გასაჯაროვდეს, რომ მხოლოდ მისმა ქმარმა კი არა, ვერც ერთმა კაცმა ვერ გაბედოს ცოლის ცემა.

აი, რა მიამბო 41 წლის ლიამ: – მძიმე ოჯახურ გარემოში გავიზარდე. მამაჩემი იყო მოძალადე და დედასთან ერთად, არც შვილებს გვინდობდა.

ბიჭზე მეოცნებეს, ოთხი ქალიშვილი ვყავდით და აშკარად, ვძულდით. დედას უჯიშოსა და უვარგისს ეძახდა. სხვა ქალებში დაწანწალებდა და ამას არც მალავდა. პირდაპირ ეუბნებოდა ცოლს: ვინც ბიჭს გამიჩენს, იმას შევიყვარებ და დავაფასებო.

არ ვიცი, რატომ უთმენდა დედა და არ მიდიოდა მისგან. ისე მწარედ მახსოვს მამის ხელი, მიკვირს, ნორმალურები რომ დავრჩით მე და ჩემი დები. სრულწლოვნები გავხდით თუ არა, მაშინვე წამოვედით სახლიდან და ვერც მამის მუქარამ დაგვაბრუნა, ვერც დედის თხოვნამ და ცრემლებმა.

დედას კარგა ხანს ვთხოვდით მიეტოვებინა მოძალადე ქმარი და ჩვენთან წამოსულიყო, მაგრამ ამბობდა, ოჯახს ვერ დავანგრევ, ხალხს არ ვალაპარაკებო.

მერე დედას სიმსივნე გაუჩნდა და გარდაიცვალა. ექიმთან მისვლაც არ ღირსებია, ტანჯვაში ამოხდა სული. ეჭვიც არ მეპარება, ის სიმსივნე მამის მძიმე მუშტებმა გაუჩინა, დაუნდობლად რომ ურტყამდა თავში.

მამაჩემმა კაცის სახელი შემაძულა და ნებით არასოდეს გავთხოვდებოდი, მაგრამ ჩემი ქმარი იმ სახლის მეპატრონის დისშვილი აღმოჩნდა, სადაც მე და ჩემი დები ოთახს ვქირაობდით. მოვეწონე და ნებით რომ არ დავთანხმდი ცოლობაზე, მომიტაცა.

არც კი ვიცი, რატომ დავრჩი მასთან. მძიმე ხასიათი რომ ჰქონდა, მალევე გამოავლინა, მაგრამ არც მე დავუთმე და გავაფრთხილე, არც ეცადო ჩემზე ძალადობას, თორემ ყველაფერზე წამსვლელი ვარ-მეთქი. დამიჯერა და რამდენიმე წელიწადი თითქოს დამთმობიც გახდა, მაგრამ დედამისი არ ასვენებდა და ჩემს გასაგონად აღიზიანებდა:

უნებისყოფო ხარ და ცოლი თავზე დაისვიო… არადა, არასოდეს არაფერი მიკადრებია ქმრისთვის ზედმეტი. ცოლისა და დედის მოვალეობასაც პირნათლად ვასრულებდი. ორი ბიჭი შეგვეძინა. თინეიჯერები რომ გახდნენ, მამას ყველაფერს აღარ უჯერებდნენ და ხშირად კამათობდნენ.

ახლაც, საშინელი გინებისა და მტვრევის ხმა შემომესმა: ჩემი ქმარი თხუთმეტი წლის ბიჭს ქამრით მისდევდა და მოკვლით ემუქრებოდა. წინ გადავუდექი და გაცოფებულმა მე გადამიჭირა ის ქამარი: შენ რომ მიგიშვი შენს ჭკუაზე, იმიტომ მიბედავენ შენი შვილები ამდენსო… ვითომ მისები არ ყოფილიყვნენ.

სიმწრით გონება დამებინდა და ქმარს ხელი ვკარი. რაღაცას წამოედო და წაიქცა. ის ქამარი ხელიდან გამოვგლიჯე და არც კი ვიცი, რამდენ ხანს ვურტყამდი გამეტებით. თან, ბოლო ხმაზე გავკიოდი: ხომ გაგაფრთხილე, რომ ჩემზე ხელის აწევას არასოდეს გაპატიებდი და რატომ ვერ შეიგნე-მეთქი…

ისევ ბავშვებმა იყოჩაღეს და გამაკავეს, თორემ შეიძლებოდა მართლა მომეკლა. ხელი მოსტყდა და “სასწრაფომ” საავადმყოფოში წაიყვანა. მე კი დედამთილმა დამაბეზღა და აქ წამომიყვანეს. რომც დამიჭირონ, ქმართან გამჩერებელი აღარ ვარ.

მოვკიდებ ჩემს ბიჭებს ხელს და დავბრუნდები სოფელში, სადაც დაკეტილი სახლი გვაქვს. მამაჩემიც გარდაიცვალა კარგა ხნის წინ. შვილებს იმას არ გადავატანინებ, რაც დედამ მე და ჩემს დებს გაგვიკეთა…

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

ინგა ჯაყელი ჟურნალი “გზა”

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„პირველი იმედგაცრუება მაშინ განვიცადე, როცა მომავალ ქმარს შევხვდი.. თუმცა მერე მივხვდი, რომ ეს მხოლოდ კოშმარის დასაწყისი იყო..“

Next Post

„შურისძიების წყურვილმა იმდენად დამაბრმავა, რომ საყვარელი კაცის ასე სასტიკად დასჯა გადავწყვიტე..“

Next Post
„შურისძიების წყურვილმა იმდენად დამაბრმავა, რომ საყვარელი კაცის ასე სასტიკად დასჯა გადავწყვიტე..“

„შურისძიების წყურვილმა იმდენად დამაბრმავა, რომ საყვარელი კაცის ასე სასტიკად დასჯა გადავწყვიტე..“

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In