• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Friday, March 13, 2026
inew.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ქორწილი უკვე დაგეგმილი გვქონდა, როდესაც საცოლემ მიმატოვა.. პირადპირ მომახალა, ადამიანს ასეთი შანსი ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ ეძლევა და ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებო..

by inew
20 December 2022
in საზოგადოება
0
ქორწილი უკვე დაგეგმილი გვქონდა, როდესაც საცოლემ მიმატოვა.. პირადპირ მომახალა, ადამიანს ასეთი შანსი ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ ეძლევა და ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებო..
0
SHARES
747
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მყავს შეყვარებული, უფრო სწორად, საცოლე, რომელსაც ორი წელი ვხვდებოდი. დაქორწინებას არც ერთი ვჩქარობდით, რადგან თამთა სტუდენტი იყო, მეც ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა და ვფიქროდით, ცოტა მყარად რომ დავდგებოდით ფეხზე, მერე შეგვექმნა ოჯახი.

ბოლოს შევთანხმდით, რომ თამთა დაამთავრებდა თუ არა უნივერსიტეტს, იმ ზაფხულს მოგვეწერა ხელი. მაგრამ, ზაფხულში ეს საქმე ვერ მოვაგვარეთ, რადგან თამთამ მაგისტრატურაში ჩააბარა.

ბოლოს დავთქვით, ძველით ახალ წელს გადაგვეხადა ქორწილი და სექტემბრიდან ორივე ამის სამზადისში ვიყავით.

ზუსტად 31 დეკემბერს კი ჩემმა საცოლემ გამომიცხადა, 10 იანვარს ამერიკაში უნდა ვიყო, სწავლის გასაგრძელებლად მივდივარო. არ ვიცი, მართალი თქვა თუ მომატყუა, მაგრამ, როგორც საუკეთესო სტუდენტს, მაგისტრატურამ გაუწია რეკომენდაცია და ამერიკის რომელიღაც უნივერსიტეტიდან თანხმობა მოსულა.

მერე ჩვენი ქორწილი-მეთქი? – ვკითხე შოკირებულმა. ასეთი შანსი ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ ეძლევა და ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებ. ორ-სამ წელიწადში ჩამოვალ და ქორწილზე მერე ვილაპარაკოთო.

ამ პასუხმა ყველაფერი ნათელი გახადა. ესე იგი, არ ვუყვარვარ. მართალია, ცდუნება დიდია, მაგრამ ამერიკაში წასვლის გამო მთელი შენი ცხოვრება შეცვალო – ეს ჩემთვის მიუღებელია.

პროტესტი რომ გამოვთვქვი, ნიშნის მოგებით მკითხა, – შენ რომ ყოფილიყავი ჩემს ადგილას, როგორ მოიქცეოდიო. მე ვუთხარი, არ წავიდოდი-მეთქი.

ირონიულად გაიცინა და მითხრა, ამას ახლა ამბობ, თორემ, ერთი წუთითაც არ დაფიქრდებოდი, ისე გაიქცეოდიო.

არადა, გულწრფელად გეუბნებით, თამთას ნამდვილად ვერ ვანაცვალებდი ვერსად წასვლას.

თვითონაც კარგად იცის, რომ ორი-სამი წელი ის დროა, როცა ადამიანს შეიძლება ტვინი გადაუბრუნდეს, ან ვიღაც ისეთი შეხვდეს, საცოლე და საქმრო კი არა, ყველა დაივიწყოს. რატომ უნდა შევაგდოთ სასწორზე ჩვენი სიყვარული.

ხომ იცი, თვალი თვალს რომ მოშორდება, გულიც გადასხვაფერდება-მეთქი, – ვუთხარი. ამაზე თავხედურად მიპასუხა, ეტყობა, შენ შენი თვალისა და გულის იმედი არ გაქვსო.

მოკლედ, კარგა გვარიანი ჩხუბი გამოგვივიდა და შესაბამისად, „ძვირფასი“ ახალი წელი გამითენდა. მთელი კვირა ისე გავიდა, აღარ დამირეკავს.

გაჯიბრება არ მჩვევია, მით უმეტეს, თამთას მიმართ, მაგრამ, იმიტომ არ დავურეკე, იქნებ იგრძნოს, რომ ძალიან მატკინა გული და, სხვა თუ არაფერი, დამირეკოს და მომიბოდიშოს-მეთქი.

მაგრამ, როგორც ჩანს, ისე იყო მისი გული და გონება ამერიკით დაკავებული და წასვლის სამზადისით გართული, არც გავხსენებივარ. რვაში თუ ცხრაში კი ჩემი საცოლე ამერიკაში გაფრინდა, თან ისე, რომ არც დამემშვიდობა.

ძალიან მაინტერესებს, იქ მაინც თუ გავახსენდები და რამდენიმე დოლარს თუ გაიმეტებს ჩემთან დასარეკად. ჯერ ერთი, ისედაც განვიცდი, რაც მოხდა; მეორეც, საშინლად დამამცირა ყველას წინაშე.

ჩემი ოჯახის წევრებისთვის თვალი ვერ გამისწორებია, აღარაფერს ვამბობ მეგობრებზე, ჩვენი ქორწილისთვის რომ ემზადებოდნენ.

2 იანვრიდან, პრაქტიკულად, არავინ მინახავს – ყველას ვემალები და თავს ვარიდებ. რა უნდა ვუთხრა, ვის როგორ ავუხსნა, რაც მოხდა?!

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

დათო, 25 წლის.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„საბოლოოდ მრავალწლიანი უბედირების შემდეგ ერთი ბიჭი შემიყვარდა.. ქორწილის დღეც დავთქვით, ერთი კვირის შემდეგ ვიღაც ქალმა დამირეკა და მითხრა, – ჩაგივარდა კოვზი ნაცარში, ლამაზო, ოთო თავის ცოლ-შვილს დაუბრუნდაო.. თუმცა უბედურებები და უიღბლობები ჩემს ცხოვრებაში ამით არ მთავრდებოდა..“

Next Post

5 წლის ვიყავი, როცა დედა და მამა ერთმანეთს რომ გაეყარნენ.. მამას ამის შემდეგ თითქმის ყოველ წელს ახალი ცოლი მოყავდა.. მერე მივხვდი, რომ დედა მთელი 10 წელი ელოდა მამაჩემს, თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.. იმდენად შეიცვალა, რომ რაც ხდება იმას ვერანაირად ვერ ვეგუები..

Next Post
5 წლის ვიყავი, როცა დედა და მამა ერთმანეთს რომ გაეყარნენ.. მამას ამის შემდეგ თითქმის ყოველ წელს ახალი ცოლი მოყავდა.. მერე მივხვდი, რომ დედა მთელი 10 წელი ელოდა მამაჩემს, თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.. იმდენად შეიცვალა, რომ რაც ხდება იმას ვერანაირად ვერ ვეგუები..

5 წლის ვიყავი, როცა დედა და მამა ერთმანეთს რომ გაეყარნენ.. მამას ამის შემდეგ თითქმის ყოველ წელს ახალი ცოლი მოყავდა.. მერე მივხვდი, რომ დედა მთელი 10 წელი ელოდა მამაჩემს, თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.. იმდენად შეიცვალა, რომ რაც ხდება იმას ვერანაირად ვერ ვეგუები..

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.