• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, July 4, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ყველაფერი უწყინარი თამაშით დაიწყო.. საბოლოოდ იქამდე მივედი, რომ ცოლიან კაცებს ვწერდი და ვაშანტაჟებდი” – როგორ სძალავდა ფულს ოჯახის წევრებს და რის გამო მიატოვა 3 შვილი ქართველმა დედამ

by inew
15 November 2022
in საზოგადოება
0
„ყველაფერი უწყინარი თამაშით დაიწყო.. საბოლოოდ იქამდე მივედი, რომ ცოლიან კაცებს ვწერდი და ვაშანტაჟებდი” – როგორ სძალავდა ფულს ოჯახის წევრებს და რის გამო მიატოვა 3 შვილი ქართველმა დედამ
0
SHARES
986
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

“ჩემნაირი ქალი არც დედობის ღირსია და არც ცოლობის… ღამე ერთი-ორი საათით რომ დამეძინოს, ფსიქოტროპულ წამლებს ვსვამ. მეორე დღეს ისევ ფულის შოვნაზე ვფიქრობ…”

ყველაფერი უწყინარი თამაშით დაიწყო. რეპეტიტორთან მყოფ შვილს დერეფანში ელოდებოდა და დროის გასაყვანად სოციალურ ქსელში იქექებოდა…

სწორედ იქ ითამაშა რაღაც თამაში, ქულები დააგროვა და რამდენიმე ეტაპის გავლის შემდეგ ახალ ლეველზე გადასასვლელად სიმბოლურად 1 ლარის ჩარიცხვამ მოუწია. იმ თანხით 17 ლარი მოიგო და ასე დაიწყო ტრაგედიაც…

ახლა სამი შვილი ქმრის ოჯახში დატოვა და 10.000 დოლარზე მეტი ვალით დის სახლს შეაფარა თავი.

ამბავი, რომელსაც გიამბობთ, საქართველოს ერთ-ერთ დიდ ქალაქში ხდება. ემოციური აშლილობის მსხვერპლი, რომელიც თამაშდამოკიდებულებას ახლავს, მხოლოდ თავად კი არა, დედამისიც გახდა, რომელმაც ვალების გამო ბინა ბანკში ჩადო და ახლა ოჯახს გამოსახლება ემუქრება. ამის გამო მამამ ინსულტი მიიღო და დღემდე უგონოდაა…

ანა, 32 წლის: – სამი გოგონა მყავს და 6 თვეზე მეტია, არ მინახავს. ჩემი შვილების გარეშე განვლილ ყოველ დღეს ვითვლიდი, შემდეგ კი დინებას მივყევი…

ახლა ერთ რამეს ვნანობ, რატომ არ გავუმხილე მეუღლეს გასაჭირი. შემეშინდა, დავუმალე და მერე უკვე გვიან იყო…

თავდაპირველად, კვირაში 5 ლარს ვთხოვდი, მობილური ოპერატორები რაღაცას ურევენ, ასე სწრაფად ფული როგორ მეჭრება-მეთქი>? შემდეგ – კვირაში ორჯერ, სამჯერ…

მეუღლეს პატარა სურსათის მაღაზია აქვს და მის გამყიდველ გოგონას ვართმევდი ფულს, თან ხუმრობით ვაფრთხილებდი, ჩემს ქმარს არ უთხრა, მე თვითონ დაგიბრუნებ, ბოლო დროს გაწუწურაქდა, სამი შვილი რომ ჰყავს, არ ახსოვს-მეთქი.

თავიდან ისიც ქალურ სოლიდარობას მიცხადებდა, მაგრამ როცა რამდენჯერმე მივადექი, კიდევ მომეცი ფული და ყველაფერს ერთად დაგიბრუნებ-მეთქი, შეყოყმანდა, მაგრამ უარი მაინც ვერ მითხრა.

შემეშინდა, ქმარს არაფერი უთხრას-მეთქი, დაქალს გამოვართვი საჭირო თანხა და გამყიდველ გოგონას ვალი დავუბრუნე.

დაქალი მოვატყუე, თავი ხშირად მტკივა, რაღაც ცუდი სიმპტომები მაქვს და ტომოგრაფიისთვის 400 ლარი მჭირდება-მეთქი. მას ძალიან ვუყვარდი და შეშფოთდა, ამდენი ფული არა მაქვს, მაგრამ ოქროს სამკაულებს დავალომბარდებო…

თავიდან სინდისი მქენჯნიდა, შემდეგ თამაშის სიყვარულმა ყველაფერი დამავიწყა. ვატყუებდი მამამთილს, შენი პენსია საფულესთან ერთად ჩანთიდან ამომაცალეს-მეთქი; დედამთილს – წამალი გაუძვირებიათ და თანხის დამატება მჭირდება-მეთქი…

ოჯახში სიტუაცია დაიძაბა და ქმარი ისე მეჩხუბა, დედასთან წავედი, მაგრამ ბავშვები ტიროდნენ, დედას ითხოვდნენ და მალევე შემირიგდა.

ონლაინთამაშებში ერთი ბიჭი გავიცანი, ისიც მოთამაშე. მეფლირტავებოდა. მას ჩემზე მეტად ჰქონდა შეტოპილი, მაგრამ ამას ვერ ვამჩნევდი, დილა-საღამოს ვმესიჯობდით…

ერთხელაც ვუთხარი, აღარ მომწერო-მეთქი, ის კი მუქარაზე გადავიდა, თანხას თუ არ ჩამირიცხავ, ჩვენს მიმოწერას შენს ქმარს სოციალური ქსელის გვერდზე საჯაროდ გამოვუქვეყნებო. 1.000 ლარი ვისესხე და მივეცი.

შემდეგ შემეშვა, ეტყობა, სხვა იპოვა, უფრო ფულიანი, მე კი მისგან მიღებული “განათლება” სხვასთან გამოვიყენე – ცოლიან კაცებს ვწერდი და შემდეგ ვაშანტაჟებდი…

– ანუ ფულს სძალავდით? – დიახ, ანგარიშზე ვარიცხვინებდი… ერთხელ ქმართან მორიგი სკანდალის შემდეგ დედასთან წავედი. ფერწასული დამხვდა, ბანკი სახლს გვართმევსო…

ვალები მაქვს, ვერ ვიხდიდი, სახლი ჩავდე, საბერძნეთში უნდა წავეყვანე ერთ ქალს, მაგრამ დამსაქმებელს უთქვამს, ახალგაზრდა უნდა იყოს, 30 წლამდეო…

სინამდვილეში, დედას არ ენდნენ… დედას უნდოდა მე გავეშვი, მაგრამ ვუთხარი, ბავშვებს ვერ დავტოვებ-მეთქი. ჩემი დაც ვერ დაიყოლია და რძალს, ჩემი ძმის ცოლს მიადგა. მასაც ორი შვილი ჰყავს, მაგრამ სხვა გზა არ დაუტოვა…

ჩემი რძალი რამდენიმე თვე გზავნიდა ფულს, მაგრამ დედას მევალეები მაინც აკითხავდნენ და ბანკის ოფიცერიც ხშირად ურეკავდა. ერთ დღეს ჩემს ძმას მეგობარმა უთხრა, დედაშენი კაზინოდან გამოსული რამდენჯერმე ვნახეო.

– დედაც თამაშობდა? – დიახ, თავის მეგობრებთან ერთად. თურმე ვიღაც ბიჭმა დააწყებინა თამაში… ერთი სიტყვით, ჩემმა ძმამ ცოლი სამშობლოში დააბრუნა, ქირით გადავიდნენ და ჩვენთან ურთიერთობა გაწყვიტეს. ამ სიტუაციის შემყურე, მამას ინსულტმა დაარტყა და დღემდე გათიშული წევს.

დედა თითქოს გონს მოეგო, გამოსავალი იპოვა და იტალიაში წავიდა სამუშაოდ. იქიდან მამის მოვლისთვის საჭირო თანხასაც რიცხავს და ჩემს ძმას ქირის ფულსაც უხდის, მაგრამ სახლის გამოსყიდვას, ალბათ, ვერ შევძლებთ. ვერ გეტყვით, ამას როგორ ვხვდები, მაგრამ ვგრძნობ, რომ ისევ თამაშობს.

– თქვენ? – მეც ვერ შევეშვი… ძალიან ცოტა თანხით, მაგრამ მაინც ვთამაშობ. რომ არ ვითამაშო, ცუდად გავხვდები – სახსრებში მამტვრევს, გული მერევა, აგრესიული ვხდები, თავში თითქოს რაღაცები მისკდება…

როგორც კი ონლაინრუმში შევდივარ, ყველაფერი თავის ადგილას ლაგდება… ქმარი მთხოვდა დაბრუნებას, ამ სენს ერთად ვებრძოლოთო. უარი ვუთხარი. თამაIშის გამო სამი შვილი მივატოვე.

ბავშვები მენატრებიან, მაგრამ სკოლაში მივაკითხავ და შორიდან მოვესიყვარულები. ჩემნაირი ქალი არც დედობის ღირსია და არც ცოლობის…

ყველაფერი თამაშში გავცვალე. ნერვული სისტემა მოშლილი მაქვს. ღამე ერთი-ორი საათიYთ რომ დამეძინოს, ფსიქოტროპულ წამლებს ვსვამ. მეორე დღეს ისევ ფულის შოვნაზე ვფიქრობ…

– უცხოეთში წასვლაზე არ გიფიქრიათ?

– თურქეთში წასვლა მინდა, იქ არ არის სათამაშო ბიზნესი, მაგრამ ჩემთან საქმის დაჭერას ყველა ერიდება.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

ლალი პაპასკირი

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„პადიეზდთან 5-6 წლის ბიჭმა ხურდა მთხოვა.. დახმარების მთხოვნელს საერთოდ არ გავდა.. ფული მივეცი ვიფიქრე ლიფტისთვის უნდა მეთქი.. თუმცა იქვე კორპუსთან მაღაზიაში შევიდა.. შემეშინდა და შევყევი.. თუმცა იქ რაც მოხდა ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი იყო..“

Next Post

ახალგზარდა კაცმა ქუჩის ბავშვები რესტორანში დაპატიჟა. თუმცა იქ ისეთი რამ მოხდა, ყველა შოკირებიული იყო..

Next Post
ახალგზარდა კაცმა ქუჩის ბავშვები რესტორანში დაპატიჟა. თუმცა იქ ისეთი რამ მოხდა, ყველა შოკირებიული იყო..

ახალგზარდა კაცმა ქუჩის ბავშვები რესტორანში დაპატიჟა. თუმცა იქ ისეთი რამ მოხდა, ყველა შოკირებიული იყო..

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In