• მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
INew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ყური მოჰკრა რძლის ნათქვამს, – ორი ძმა გყავს, რძლებიც და ძმისშვილებიც. ახლა მათ მიხედონ დედაშენსო

by inew
3 January 2022
in საზოგადოება
0
ყური მოჰკრა რძლის ნათქვამს, – ორი ძმა გყავს, რძლებიც და ძმისშვილებიც. ახლა მათ მიხედონ დედაშენსო
0
SHARES
1.5k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ლამაზი გოგო იყო თინიკო. გათხოვდა და კიდევ უფრო დამშვენდა. სამი ვაჟი გააჩინა, მეუღლე მზრუნველი კაცი გამოდგა. ყველა მათ ოჯახს შეჰნატროდა. გავიდა დრო. უფროსი შვილები სტუდენტები იყვნენ, უმცროსი სკოლას ამთავრებდა, როცა თინას მეუღლე გარდაიცვალა.

როცა ბიჭები დაოჯახდნენ, სამივე შვილის ცალ-ცალკე დაბინავება გადაწყვიტა. უმცროსმა ზურიკომ დედასთან ცხოვრება არჩია. ტყუპი გოგო გაუჩნდა. რძალს უნდა მივეხმარო, ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, ტყუპის გაზრდა გაუჭირდებაო, თქვა თინამ და მართლაც, არ მოშორებია უმცროს შვილს და რძალს, სანამ გოგონები

სკოლაში არ წავიდნენ. შვილი შვილია, მაგრამ გული იმისკენ მიგიწევს, ვისზეც ამაგი გაქვს.

თინა ვერ ელეოდა ტყუპ შვილიშვილს. უფროსიც სთხოვდა და შუათანაც – ჩვენთან იცხოვრეო, მაგრამ უარისთვის მიზეზი არ ელეოდა. 70-ს რომ გადააბიჯა, ხშირად ავადმყოფობდა, გული აწუხებდა, ერთხელ ძალიან შეუტია.

საავადმყოფოში მაინც არ დაწვა – შინ მირჩევნია მკურნალობაო. ზურიკომ ექთანი დაიქირავა დედის მოსავლელად. ერთ საღამოს თინამ სრულიად შემთხვევით ყური მოჰკრა რძლის ნათქვამს,  ორი ძმა გყავს, რძლებიც და ძმისშვილებიც. ახლა მათ მიხედონ დედაშენსო.

– დედაჩემი ყველაფერში გვეხმარება, შვილები გაგვაზრდევინა… ახლა, როცა დაუძლურდა, სხვაგან გავუშვა? – უსაყვედურა ზურიკომ ცოლს.

– რატომ სხვაგან? უფროს შვილებთან გავუშვათ, ახლა მათაც შეიწუხონ თავი! – უკან არ იხევდა ქალი.

იმ საღამოს მის სანახავად მოსულ უფროს შვილს, გიგას სთხოვა დედამ, – ცოტა ხნით შენთან გადმოვალო. ზურიკომაც შვებით ამოისუნთქა, რომ მათ ოჯახში ასე იოლად მოგვარდა ყველაფერი.

როცა მოღონიერდა, უნდოდა, რძალს საოჯახო საქმეებში დახმარებოდა, მაგრამ ატყობდა, ვეღარ გამოსდიოდა. ფეხებში ედებოდა რძალს. ისიც წარამარა ეუბნებოდა: – დაჯექი, ნურაფერს აკეთებ, მაინც თავიდან გასაკეთებელია ყველაფერიო. უტაქტოდ ნათქვამი სწყინდა, მაგრამ არ იმჩნევდა.

იჯდა, ან ქსოვდა, ან კითხულობდა, ან თვლემდა. გრძნობდა აქაც ზედმეტი იყო. წუწუნი არ ჰყვარებია, არც არავისთან დაუჩივლია რამეზე, მაგრამ მოსანახულებლად მისულმა ნათესავმა დარდიანობა შეატყო, მიხვდა, რაც აწუხებდა ქალს და უთხრა:

–ეეჰ, ჩემო თინა, ქალიშვილი რომ გყოლოდა, ასეთ დღეში არ ჩავარდებოდიო. წარბი შეიკრა თინამ, – ჩემი ვაჟები ყურადღებას არ მაკლებენ, რძლებმაც და შვილიშვილებმაც აღარ იციან, რით მაამონო, – თქვა, მაგრამ თვალში კი ცრემლი გაუკრთა.

აღარ გააგრძელა ნათესავმა ამ თემაზე ლაპარაკი, მიხვდა, რომ ზუსტად ამოიცნო თინას სადარდებელი.

თინა ცდილობდა, ფეხებში არავის მოსდებოდა, როცა შინ არავინ იყო, ფანჯარასთან მიჯდებოდა და გამვლელ-გამომვლელს ათვალიერებდა, ასე ერთობოდა. ხშირად ჩასძინებია სავარძელში და შინ დაბრუნებული შვილიშვილების ხმაურზე გაღვიძებია.

ბებო, წადი, დაწექი, მაინცდამაინც უნდა გადმოვარდე მაქედანო, – სიცილით ეუბნებოდნენ ისინი… და ერთხელაც, ფიქრებში წასული თვალებდახუჭული თინა რძალს ჩაძინებული ეგონა და ქმარს შესჩივლა, – დედაშენი, სანამ ახალგაზრდა იყო, უმცროს შვილს არ მოშორებია, დაუძლურდა და ჩვენთან გადმოვიდა. აქ პანსიონატი მაქვს თუ თავშესაფარი, ვერ გამიგიაო.

ამის თქმა და გიგას აყვირება ერთი იყო – ეს მეორედ აღარ გაიმეოროო, თუმცა როცა შუათანა ძმამ, ლევანმა თქვა, – დედაჩემს ახლა მე წავიყვანო, არ შეწინააღმდეგებია.

ყველაზე თავაზიანი ლევანის ცოლი გამოდგა, არადა სწორედ ყველაზე ნაკლები ამაგი მათ შვილებზე ჰქონდა. რძალი ბანკში მუშაობდა და შინ გვიან ბრუნდებოდა. ლევანი თავის საადვოკატო ბიუროში ძალიან დაკავებული იყო, ამიტომაც მომვლელი დაუქირავეს.

იგი დილიდან საღამოს შვიდ საათამდე იყო თინასთან, ბოლოს, მარტოობის შიში დასჩემდა თინას, ამიტომ მომვლელის წასვლის შემდეგ სულ საათს დასცქეროდა, შინაურების მოსვლამდე დარჩენილი დრო საუკუნოდ ეჩვენებოდა.

ერთხელ, ლევანის შვილებს მეგობრები ეწვივნენ. შაბათი დღე იყო. შაბათ-კვირას მომვლელი ქალი არ მოდიოდა. შვილი და რძალი მუშაობდნენ. შვილიშვილებმა სთხოვეს: – ბებო, შენს ოთახში გაგიყვანთ, აქ უნდა ვიცეკვოთ, ვიმხიარულოთო.

კი, ბებო, ხელს არ შეგიშლითო, – უთხრა თინამ და თავის ოთახში განმარტოებული კიდევ ერთხელ მიხვდა სიბერის აუტანლობას. მეორე დღეს, კვირას, რძალს ესტუმრნენ მეგობრები. თინა ზრდილობისთვის მოიკითხეს, მერე კი სამზარეულოში ყავას მიუსხდნენ.

კვლავ ჩაესმა უსიამოვნო სიტყვები – აუუ, შენ რა ბედი გაქვს. სანამ პატარები გყავდა, არ მოგხმარებია, უმცროსს და უფროსს გადაჰყვა, დაბერდა და “პასილკასავით” გამოგიგზავნესო.

ამას რძლის სიტყვებიც უმალ მოჰყვა, – ლევანის დედაა და სად გავუშვა? თანაც არაფერს აშავებს, თავისთვისააო. იმ ღამეს თვალი ვერაფრით დახუჭა. სულ ერთი ფიქრი დასტრიალებდა თავს, ყველასთვის ზედმეტი ბარგად ვიქეციო.

როდის ჩაეძინა, აღარ ახსოვს. გაღვიძებულს ყველა წასული დახვდა. მომვლელი ქალი სამზარეულოში ფუსფუსებდა. თინამ თავს ძალა დაატანა და ისაუზმა. იცოდა, მაინც არ მოასვენებდა მომვლელი და ათასნაირი კითხვით შეაწუხებდა.

მარტო ყოფნა უნდოდა, თავისთვის ფიქრობდა და შვილებისა და რძლების გამართლებას ცდილობდა. მეც ხომ მარტო ყოფნა მირჩევნია, რა გასაკვირია, რომ ახალგაზრდებსაც ასე უნდათო.

როგორც იქნა, შვიდი შესრულდა და მომვლელი ქალიც წავიდა. იგვიანებდნენ მისიანები. თინამ გარეთ გასვლა გადაწყვიტა, – სიარული არ მიჭირს, ჰაერს ჩავყლაპავ, პურსაც ვიყიდი და მალე დავბრუნდებიო.

ლევანს სამსახურში დაურეკეს. მეზობელი იყო, – დედაშენია ცუდადო. მაშინვე შინ გაჩნდა. დედა გარდაცვლილი დახვდა. მეზობლებმა უთხრეს, – ქუჩაში რომ დავინახეთ, გაგვიკვირდა, რამდენი ხანია, გარეთ არ გამოსულა. გაგვიხარდა, ვიფიქრეთ, გამოკეთდა და გასეირნება მოუნდაო.

მერე უცებ დაჯახების ხმა მოგვესმა. გავიხედეთ და ტროტუარზე ეგდო. გამვლელებიც და მძღოლიც ამბობდნენ, – წითელ შუქზე გადადიოდა გზაზეო.

რაღა თქმა უნდა, ოჯახი ძალიან შეაწუხა თინას სიკვდილმა. ერჩივნათ, დედას შინ მიებარებინა სული უფლისთვის. ახლა ხომ კარგა ხანს ექნებოდა ხალხს სალაპარაკო – მოხუცებული პურის საყიდლად გაუშვეს და მანქანამ დაარტყაო.

თინა, ვინ იცის, მერამდენე თავსაფრიანი დედაკაცია. სამყაროში ყველაფერი ტრიალებს, ბრუნავს. ალბათ, კაცთა ბედიც მეორდება, ან მათი ცხოვრება ემსგავსება ერთმანეთს. ისე კი, უნდა გვახსოვდეს, რომ სიბერე ყველას მოგვიკაკუნებს.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

Previous Post

დღეს ერთ მოხუცებული ბებო სალონში შემოვიდა, თანხა არ ეყო და დაღონებული უკან გაბრუნდა – უცებ ერთმა ახალგაზრდა გოგონამ თვალებით რაღაც მანიშნა

Next Post

ქმრისთვის ღალატის შესახებ არაფერი არ მითქვამს და ალბათ ვერც ვერასდროს ვეტყვი

inew

Related Posts

იამაყე, შენი ნამუშევრით: ახალგაზრდა მწერალი საზოგადოებას კარგად ყოფნის წესების საიდუმლოს ასწავლის…
საზოგადოება

11 January 2023
ერთი შეხედვით ეს პატარა გოგონას ჩვეულებრივი ფოტოა… მაგრამ ამ ფოტოს წყალობით ის ნამვილი ვარსკვლავი გახდა და მილიონობით ადამიანმა გაიცნო

23 December 2022
გოგონამ თავისი კივილით ყველა გააღვიძა… მშობლები ბავშვის ოთახისკენ გაიქცნენ, თუმცა ერთი წუთის შემდეგ მათ გონება დაკარგეს…

მამა შვილთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.. ფოტოზე ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ დაწერილმა კომენტარმა კი, ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა..

ახალგაზრდა დედამ მოყვა, თუ რა მეთოდით ზრდიდა შვილს… რამდენიმე საათში მას უკვე 3 მილიონზე მეტი მხარდამჭერი ჰყავდა.. ორიგინალური მიდგომა, რომელიც დიდ ყურადღებას იმსახურებს

მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემმა ცხოვრება დამინგრია ყველაფერში მაინც საწყალ დედაჩემს ვადანაშაულებ..
საზოგადოება

მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემმა ცხოვრება დამინგრია ყველაფერში მაინც საწყალ დედაჩემს ვადანაშაულებ..

23 December 2022
Next Post
ქმრისთვის ღალატის შესახებ არაფერი არ მითქვამს და ალბათ ვერც ვერასდროს ვეტყვი

ქმრისთვის ღალატის შესახებ არაფერი არ მითქვამს და ალბათ ვერც ვერასდროს ვეტყვი

Stay Connected test

  • 121 Followers
  • 67.7k Followers
  • 188k Subscribers
  • 23.7k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

27 October 2022
„შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

5 უძლიერესი ორ სიტყვიანი ლოცვა, რომელიც ძილის წინ აუცილებლად უნდა თქვათ

ქმარმა გაიგო, რომ ცოლი ღალატობდა და მას დაბადების დღეზე შოკისმომგვრელი სიურპრიზი მოუწო

24 November 2022
ნუ გაუწყრებით შვილებს, ნაცვლად ამისა დალოცეთ ისინი, ისე როგორც ილია გვმოძღვრავს: ”მშობლებსა და შვილებს შორის სიმშვიდე არ არის…”

29
პროდუქტები, რომლებიც წონის დაკლებაში მაქსიმალურად დაგეხმარებათ

4
საკვები, რომელიც დიაბეტის დროს ქვენს ორგანიზმს ძალიან დაეხმარება

2
ალუბლის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები, რომლებიც შესაძლოა აქამდე არ გსმენიათ

ალუბლის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები, რომლებიც შესაძლოა აქამდე არ გსმენიათ

0
იამაყე, შენი ნამუშევრით: ახალგაზრდა მწერალი საზოგადოებას კარგად ყოფნის წესების საიდუმლოს ასწავლის…

იამაყე, შენი ნამუშევრით: ახალგაზრდა მწერალი საზოგადოებას კარგად ყოფნის წესების საიდუმლოს ასწავლის…

11 January 2023
ერთი შეხედვით ეს პატარა გოგონას ჩვეულებრივი ფოტოა… მაგრამ ამ ფოტოს წყალობით ის ნამვილი ვარსკვლავი გახდა და მილიონობით ადამიანმა გაიცნო

ერთი შეხედვით ეს პატარა გოგონას ჩვეულებრივი ფოტოა… მაგრამ ამ ფოტოს წყალობით ის ნამვილი ვარსკვლავი გახდა და მილიონობით ადამიანმა გაიცნო

23 December 2022
გოგონამ თავისი კივილით ყველა გააღვიძა… მშობლები ბავშვის ოთახისკენ გაიქცნენ, თუმცა ერთი წუთის შემდეგ მათ გონება დაკარგეს…

გოგონამ თავისი კივილით ყველა გააღვიძა… მშობლები ბავშვის ოთახისკენ გაიქცნენ, თუმცა ერთი წუთის შემდეგ მათ გონება დაკარგეს…

23 December 2022
მამა შვილთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.. ფოტოზე ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ დაწერილმა კომენტარმა კი, ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა..

მამა შვილთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.. ფოტოზე ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ დაწერილმა კომენტარმა კი, ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა..

23 December 2022

Recent News

ADVERTISEMENT

Browse by Category

  • Uncategorised
  • კულინარია
  • მთავარი
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ურთიერთობები
  • ჯანმრთელობა

© 2023 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2023 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Don`t copy text!