• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Tuesday, July 1, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

შვილებმა ემიგრაციაში ნაპოვნი სიყვარული ვერაფრით ვერ მაპატიეს – არვიცი როგორ მოვიქცე

by inew
17 November 2022
in საზოგადოება
0
შვილებმა ემიგრაციაში ნაპოვნი სიყვარული ვერაფრით ვერ მაპატიეს – არვიცი როგორ მოვიქცე
0
SHARES
748
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

ჩვენი მკითხველებიდან ძალიან ბევრი ემიგრაციაში იმყოფება და საკმაოდ ხშირად ვიღებთ მათგან წერილებს. ეს წერილიც ერთ-ერთმა ემიგრანტმა გამოგვიგზავნა, რომელსაც შვილებმა ბედნიერება არ აპატიეს და ზურგი აქციეს.

“დავიბადე და გავიზარდე იმერეთის ერთ-ერთ სოფელში. წყნარი, დამყოლი და მორჩილი ვიყავი ყოველთვის. სულ მახსოვს დედაჩემის სიტყვები:”ვინც მოითმენს, ის მოიგებს” – მოგებისა რა გითხრათ, მაგრამ ვითმენდი, ვითმენდი ყველაფერს. დავდიოდი მშობლებისა და ძმების ხუშტურებზე.

მეგობრებთან ერთად არსად წასვლა არ შეიძლებოდა, სადმე დარჩენაზე ზედმეტი იყო ლაპარაკი. ყოველთვის სხვისი გამონაცვალი მეცვა და სკოლის ფორმა მარტო იმიტომ მიხაროდა, რომ ვიცოდი, ყველას ერთნაირი გვეცმებოდა.

სკოლა დავამთავრე და “პატრონს ჩავაბაროთო”, მამაჩემმა ბრძანა, „სწავლა რა ქალის საქმეაო“.

მაშინ ის პერიოდი იყო, ექიმის ოჯახი პრესტიჟულად რომ ითვლებოდა. თუ მათ ოჯახში შედიოდი რძლად, პატივიც იყო და ავტომატურად, სარფიან გათხოვებასაც ნიშნავდა.

ჩემი მომავალი მეუღლე ჩემზე 6 წლით უფროსი იყო. არ გამიპროტესტებია, ან რა აზრი ჰქონდა? ჩემს მხარეს მაინც არავინ დაიჭერდა, ბედს დავნებდი.

არაფერი გვიჭირდა, სანამ დედამთილ-მამამთილი ახალგაზრდები იყვნენ და შეეძლოთ ჩვენი რჩენა.

სამი შვილი გავაჩინე. ჩემი ქმარი ნასწავლი იყო, ისიც ექიმის პროფესიით, თუმცა ქეიფი და დროსტარება უფრო უყვარდა, ვიდრე საქმე და ოჯახი.

დედამთილ-მამამთილის გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი თავზე დაგვენგრა. ფინანსურად ძალიან გაგვიჭირდა, ბავშვები პატარები იყვნენ და მათ სარჩენად თუ რამე გაგვაჩნდა სახლის

გარდა, ყველაფერი გავყიდეთ. ჩემმა მეუღლემ სმას მოუმატა, დაიწყო კონფლიქტები, ფიზიკურადაც მისწორდებოდა ბავშვების თვალწინ, არც მაშინ ამოვიღე ხმა. ან ვისთვის მეთქვა?! ჩემი ძმების იმედი არც ახლა მაქვს, იტყოდნენ, შენი ბრალი იქნებოდაო. საზღვარგარეთ მეგობრის დახმარებით, ნასესხები ფულით წამოვედი.

გული გავიგლიჯე, მაგრამ დღესა და ღამეს ვასწორებდი, რომ ჩემს შვილებს არაფერი მოკლებოდათ.

არაფერი მეთაკილებოდა. დღე რომ მოხუცს ვუვლიდი, დილამდე რესტორნებში ჭურჭელს ვრეცხავდი ან კაფელს ვხეხავდი.

ჩემი შვილები დადგნენ ფეხზე, ქალაქში სამივეს ბინა ვუყიდე. დღეს უკვე თავისი ოჯახები აქვთ. გოგო გათხოვდა, ბიჭებმა ცოლები მოიყვანეს.

ჩემმა მეუღლემ მალევე გაიჩინა საყვარელი, თავისი ცხოვრება აქვს და ღმერთმა ხელი მოუმართოს.

ცხოვრება უცნაურია, ის რაც არ მიძებნია, თავისი ფეხით მოვიდა ჩემამდე. გადაკარგულში, ჩემი ქვეყნიდან ძალიან შორს ნამდვილი სიყვარული ვიპოვე.

უკვე ერთი წელია, ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ. ბედნიერი ვარ, მაგრამ შვილებმა ეს არ მაპატიეს. დიდხანს ვფიქრობდი, მეთქვა თუ არა მათთვის სიმართლე, მაგრამ დასამალი არაფერი მქონდა, მათ ასეთ რეაქციას კი ნამდვილად არ ველოდი.

“ამ ასაკში რამ აგაცანცარა, რაღა დროს შენი სიყვარულია, ხალხში თავი როგორ გამოვყოთ. რა თქვან შენმა შვილიშვილებმა, რომ ბებია გაგვითხოვდაო? აქ ჩამოდი და ჭკუას მოუხმე ან დაივიწყე რომ ვარსებობთო,”- გული ძალიან მეტკინა.

მთელი ჩემი ცხოვრება დაბადებიდან დღემდე ტანჯვა იყო. ჩემი სიხარული და ბედნიერება მხოლოდ ჩემი შვილები იყვნენ, რომელიც უფალმა მომივლინა ამ ცხოვრებაში გასაძლიერებლად, მაგრამ მათაც ზურგი მაქციეს.

მამას აპატიეს საყვარელი და ჩემი ბედნიერება მათ თვალში დანაშაულია.”

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…

ყურადღება: ფოტო პირობითია

მარინა 55 წლის

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

სურამელი ბიჭი, რომელსაც ორი დღეა ეძებდნენ, ბათუმში იპოვეს –

Next Post

ჩემი პატარა გოგონა ღამით დავაძინე და ისე გამოვეპარე – ემიგრანტის ემოციური წერილი

Next Post
ჩემი პატარა გოგონა ღამით დავაძინე და ისე გამოვეპარე – ემიგრანტის ემოციური წერილი

ჩემი პატარა გოგონა ღამით დავაძინე და ისე გამოვეპარე – ემიგრანტის ემოციური წერილი

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In