მე ვარ 24 წლის, ქმარი 29, ბავშვი 2, 3 წლის დაქორწინებული ვიყავით 6 წლის წინ კი ერთმანეთი გავიცანით. მე ვუყურებ მას და ვხედავ ჩემს დედამთილს. მასთან კი ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს.
ფაქტია, რომ ჩემი ქმარი ზარმაცია, ის ყოველთვის უსმენს დედის აზრს. დედამთილი მუდმივად ერეოდა ჩვენს ცხოვრებაში, აძლევდა რჩევებს, თუ როგორ და რა უნდა ექნა. ამ შემთხვევაში ჩემს აზრს არასოდეს ითვალისწინებდნენ.
ცხენივით უნდა მემუშავა. მის ვაჟს კი, როგორც მეფეს ისე უნდა მოვქცეოდი, თუმცა თავად მთელი დღე არაფერს აკეთებდა. პატარა შვილი გვყავს ახლა მეორეზე ვარ ორსულად და ასევე მაქვს საკუთარი მცირე ბიზნესი.
ერთ დღეს ჩემი დედამთილი კვლავ მოვიდა ბრძანებების გასაცემას. მე ეს არ მომეწონა და როგორც იქნა ხმა ამოვიღე მისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, მაგრამ პსუხი გავეცი ადრე ასე არასდროს მოვქცეულვარ. იმ დღიდან ყველაფერი ურესობისკენ წავიდა.
მუდმივი არეულობა, ქმარი მეუბნებოდა რომ მე არ ვარ ნორმალური, და რომ საერთოდ არაფერს წარმოვადგენ.
გადაწყვიტა დედამისთან წავეყვანე რათა ბოდიში მომეხადა შეურაწყოფისთვის, რაზეც დავთანხმდი. როდესაც მივედით დედამისმა სახლში არ შეგვიშვა და უთხრა
– ერთხელ რომ გაგერტყა ამდენს არ გაგიბედავდა, სად იპოვე საერთოდ ?! საშინლად გამლანძღა ამბობდა, რომ გაუნათლებელი გომბიო ვარ რაზეც ჩემს მეუღლეს საპასუხოდ არაფერი უთქვამს, არც კი დამიცვა, სულ ოდნავადაც კი..
ჩვენ მხოლოდ ჩუმად ვუსმენდით, სიტყვაც კი არ გვითქვამს. მე ორსულად ვიყავი ამ ყველაფრის მოსმენა ჩემთვის ორმაგად ემოციური და მტკივნეული იყო. ამ ყველაფრის შემდეგ მე არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი ქმართან და მის ოჯახთან.
საბოლოოდ გადავწყვიტე ჩემი მშობლებისთვის მეამბო ყველაფერი, რადგან სხვა გზა არ მქონდა.
მშობლები გვერდში დამიდგნენ, წამიყვანეს მათთან და დღემდე ზრუნავენ ჩემზე და ჩემს შვილებზე, ჩემი ყოფილი ქმრის ოჯახს კი არანაირი ურთიერთობა არ აქვთ მათთან. ისინი არც კი კითხულობენ ბავშვებს და არ ადარდებთ როგორ არიან.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..