• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Monday, May 19, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ჩემთვის საერთდ აღარ ჰქონდა მნიშვნელობა რამდენს მომისჯიდნენ ან რას მიზამდნენ.. მე ის უბრალოდ მოვკალი..“ – რა მიზეზით მოკლა ქალმა საკუთარი ქმარი, რომელიც უყვარდა

by inew
21 November 2022
in საზოგადოება
0
„ჩემთვის საერთდ აღარ ჰქონდა მნიშვნელობა რამდენს მომისჯიდნენ ან რას მიზამდნენ.. მე ის უბრალოდ მოვკალი..“ – რა მიზეზით მოკლა ქალმა საკუთარი ქმარი, რომელიც უყვარდა
0
SHARES
2.2k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

“წამოდგომა სცადა, მხოლოდ ეს სიტყვები მითხრა, – რას შვრები, მკლავო და ისევ წაიქცა. ეს ხმა ახლაც მესმის თითქოს, ძალიან უბედური ვარ”

“ციხიდან რომ გამოვედი, მესამე დღეს მის საფლავზე წავედი, დაღამებამდე იქ მარტო ვიყავი. ბევრი ვიტირე, ჩემს თავსაც ვტიროდი და მასაც. ორივეს დაგვენგრა ცხოვრება.”

“მინდა, ქალებს ვურჩიო თუ ოჯახში ჩხუბია, თუ მათზე ძალადობენ, ჯობია დაასრულონ ქორწინება და ცხოვრება დამოუკიდებლად გააგრძელონ. სხვა შემთხვევაში შეიძლება ჩემსავით მკვლელად ან მსხვერპლად იქცნენ”

დანაშაული თბილისში მოხდა. მან მეუღლეს დანით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელად ქცეულ ცოლს სახლიდან გაქცევა არ უცდია, პოლიცია მალე მოვიდა, ნინას ხელბორკილი დაადეს და პოლიციაში წაიყვანეს.

მართალია ბრალდებული აცხადებდა, რომ განზრახ მკვლელობა არ ჩაუდენია, ის სასამართლომ მაინც 108-ე -განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლა. წაყენებული მუხლი 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

მოსამართლემ ნინას სასჯელის მინიმუმ – 7 წელი მიუსაჯა. ნინამ სასჯელი სრულად მოიხადა, ამნისტიიით არ უსარგებლია, დღეს უკვე თავისუფალია.

ამბობს, რომ ძალიან გაუჭირდა ციხის კედლებს გარეთ ყოფნა, რადგან, ფაქტობრივად, თავიდან იწყებს ცხოვრებას. “რთული ურთიერთობების თავიდან დაწყება, ბევრმა ახლობელმა ზურგი მაქცია.” – გვითხრა დანანებით ნინამ, რომლის გვარსაც არ ვასახელებთ.

ნინა:

– ციხიდან გამოსული ადამიანისთვის ცხოვრების თავიდან დაწყება ძალიან რთულია. მიდიხარ ახლობლებთან და გრძნობ, რა ეჭვის თვალით გიყურებენ. ამიტომ კარგა ხანს სახლიდან საერთოდ არ გავდიოდი. ვიჯექი ჩემს ოთახში და ვტიროდი. ერთადერთი, ვინც გვერდიდან არ მშორდებოდა, დედაჩემი იყო.

და არ მყავს, რამდენჯერ მინატრია რომ მყოლოდა, რადგან ძმებთან ყველა წვრილმანზე ვერ ილაპარაკებ. ისინი დღემდე მსაყვედურობენ მომხდარს, ეს არ უნდა გაგეკეთებინა, კაცი მოკალი და თავიც გაიუბედურეო…

სამსახურის დაწყებაც ვერ მოვახერხე. ძნელია სხვის კისერზე ცხოვრება. ქსოვა ვიცი, ვქსოვ ქუდებს, კაშნეებს, წინდებს და ბაზრობაზე ვაბარებ. ცოტაა შემოსავალი, მაგრამ ჯიბის ფული მაინც მაქვს.

– მესმის გიმძიმთ, მაგრამ, იქნებ, გაიხსენოთ, რა მოხდა იმ ავბედით დღეს?

– მე და თენგოს ერთმანეთი სკოლიდან გვიყვარდა, მოგვიანებით ოჯახიც შევქმენით. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მერე ცხოვრება სულ აგვერ-დაგვერია. თენგომ სამსახური დაკარგა, ქუჩაში ჯართის შეგროვებით ვირჩენდით თავს.

დალევა დაიწყო, საშინელი სიმთვრალე ჰქონდა, ფიზიკურადაც კი ისე ციუდად ხდებოდა, ძლივს გამომყავდა მდგომრეობიდან. ვთხოვდი, ვემუდარებოდი, არ დაელია, მაგრამ ვერაფერი გავაგებინე. რომ გამოფხიზლდებოდა, მპირდებოდა, რომ აღარ დალევდა, მაგრამ მაინც იგივეს იმეორდებდა.

რაც ყველაზე საშინელება იყო, ეჭვიანობა დაიწყო. ყველაზე ეჭვიანობდა, ჩემს ძმაზეც კი. ამის გამო დაიწყო ჩვენი კონფლიქტები, რომელიც იქამდე მივიდა, რომ სასიკვდილოდ მცემდა. რაც დრო გადიოდა, ვხვდებოდი, ამდენის ატანა აღარ შემეძლო.

ერთხელ სახლიდანაც წამოვედი, მაგრამ მომაკითხა ჩემებთან და შერიგება მთხოვა. დამპირდა, რომ აღარ დალევდა, მეც ისევ შევურიგდი, ნეტავ არ შევიგებულიყავი, ისიც ცოცხალი იქნებოდა და მეც მკვლელად არ ვიქცეოდი.

– ნამდვილად თქვენ მოკალით?

– არ მინდოდა მისი მოკვლა, ნეტავ დროის დაბრუნება შეიძლებოდეს… იმ დღეს მისი მეგობარი იყო ჩვენთან სტუმრად. სუფრა გავუშალე, არაყს სვამდნენ. რომ დაითვრა, ჯერ მეგობართან მოუვიდა კონფლიქტი, იჩხუბეს, აგინეს ერთმანეთს.

საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა, ჩავერიე, ჩემს ქმარს ვეუბნებოდი, ჩხუბი შეეწყვიტა. მეგობართან შენიშვნა იუკადრისა, მისი თანდასწრებით დამიწყო ცემა. მალე მისი მეგობარი წავიდა, სახლში ჩვენ ორნი დავრჩით.

მაგიდას ვალაგებდი სამზარეულოში, ამ დროს უცებ ისევ გინებით წამოხტა და ჩემს საცემრად წამოვიდა. ძლიერად დამარტყა, წავიქეცი, მერე არაფერი მახსოვს. გონზე რომ მოვედი, დავინახე თავზე მედგა და გინებას აგრძელებდა.

ძლივს წამოვდექი. ცოტა ხანს მომეშვა და სამზარეულოდან გავიდა. მე იქვე დავრჩი, ისევ იქურობის მილაგება გავაგრძელე, ხელში პურის საჭრელი დანა მეჭირა, რაღაცას ვჭრიდი. ამ დროს ის ისევ შემოვიდა ოთახში და ისევ ჩემს საცემრად გამოიწია, შეშინებულმა ინსტიქტურად მოვიქნიე დანა, რომელიც ხელში მეჭირა…

ძირს დაეცა.. შოკში ვიყავი, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ყვირილით მეზობლებთან გავიქეცი, დაჭრილია და დამეხმარეთ-მეთქი, ვთხოვე სასწრაფოში დაერეკათ, ისევ უკან შემოვბრუნდი, მის დახმარებას ვცდილობდი.

ვტიროდი და ვეძახდი, ცოცხალი ხარ-მეთქი? მან წამოდგომა სცადა, მხოლოდ ეს სიტყვები მითხრა, – რას შვრები, მკლავო და ისევ წაიქცა. ეს ხმა ახლაც მესმის თითქოს, ძალიან უბედური ვარ. ვცადე წამომეწია, მაგრამ ვერ ავწიე, ვიდექი და ვტიროდი, ვცდილობდი გადამერჩინა, მაგრამ ვერ შევძელი…

მერე აღმოჩნდა, რომ დანა გულში მოხვდა. მის წინ ვიდექი, როცა პოლიცია მოვიდა. ხელბორკილები დამადეს და განზრახ მკვლელობის ბრალდება წამიყენეს. ეს არ იყო განზრახ მკვლელობა, მე მისი სიკვდილი არ მინდოდა. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა, უბრალოდ მისი გაუთავებელი ლოთობის გამო გვქონდა კონფლიქტები.

ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა რას მომისჯიდნენ. მე ის მოვკალი… ამდენი წელი გავიდა, მაგრამ მომხდარს. დღემდე საშინლად განვიცდი.

– ციხიდან გამოსვლის შემდეგ მისი ოჯახის წევრებს ხომ არ შეხვედრილხართ?

– არა, როგორც მითხრეს, დედამისი გარდაცვლილა. ციხეში სულ მასზე ვფიქრობდი, ძალიან მებრალებოდა… ციხეში პირველი წლები განსაკუთრებულად მძიმე იყო.

ხშირად მესიზმრებოდა, ცხადშიც სულ თვალწინ მედგა ის უბედურება, რაც დატრიალდა. ვერ ვიძინებდი, წამოვჯდებოდი და სულ ვტიროდი. ვლოცულობდი მისი სულისთვის. მერწმუნეთ, ძალიან ვნანობ… იქ მოხვედრამდე, არასდროს მიფიქრია, რომ ციხეში ასე ნელა გადიოდა დღეები, საუკუნეს ჰგავდა ყოველი დღე ჩემთვის…

თითქოს დრო გაჩერდაო. იქაც ვქსოვდი, ვკერავდი და გულს ამას ვაყოლებდი. ციხეში ხშირად იყო კონფლიქტები პატიმარ ქალებს შორის, მაგრამ მე არასდროს ჩავრეულვარ, კონფლიქტს ვერიდებოდი.

– მის საფლავზე ხომ არ მისულხართ?

– ციხიდან რომ გამოვედი მესამე დღეს მის საფლავზე წავედი, დაღამებამდე იქ მარტო ვიყავი. ბევრი ვიტირე, ჩემს თავსაც ვტიროდი და მასაც. ორივეს დაგვენგრა ცხოვრება.

– ახლაგაზრდა ხართ, ოჯახის შექმანზე არ ფიქრობთ??

– ჩემი ახლობლები მეუბნებიან, ოჯახი უნდა შექმნაო, მაგრამ ალბათ ვეღრ გავბედავ.. დღეს ბევრს ლაპარაკობენ, ოჯახში ძალადობაზე, ვიცი, რომ ბოლო ხანს არაერთი ქალი გახდა ამ ძალადობის მსხვერპლი, მე ცოცხალი გადავრჩი, მაგრამ ეს  სიცოცხლეა?!

მინდა, ქალებს ვურჩიო თუ ოჯახში ჩხუბია, თუ მათზე ძალადობენ, ჯობია დაასრულონ ქორწინება და ცხოვრება დამოუკიდებლად გააგრძელონ. სხვა შემთხვევაში შეიძლება ჩემსავით მკვლელად ან მსხვერპლად იქცნენ.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

თეა ხურცილავა; წყარო: გზა კვირისპალიტრა..

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

უკვე ოთხი წელია, ქმარს გავშორდი.. სულ სამჯერ თუ ვიქნები ოფიციალურ პაემანზე ნამყოფი.. ბოლო პაემანზე ის ბიჭი არ მეშვებოდა, კოცნა უნდოდა…

Next Post

უკვე თითქმის 10 წელია ცოლ-ქმარი ვართ და ქმარს შიშველიც კი არასოდეს ვუნახივარ… ძალიან მერიდება ამის დაწერა მაგრამ უნდა ვთქვა…

Next Post
უკვე თითქმის 10 წელია ცოლ-ქმარი ვართ და ქმარს შიშველიც კი არასოდეს ვუნახივარ… ძალიან მერიდება ამის დაწერა მაგრამ უნდა ვთქვა…

უკვე თითქმის 10 წელია ცოლ-ქმარი ვართ და ქმარს შიშველიც კი არასოდეს ვუნახივარ… ძალიან მერიდება ამის დაწერა მაგრამ უნდა ვთქვა…

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In