• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Monday, May 19, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

by inew
4 June 2024
in საზოგადოება
0
“ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”
0
SHARES
161
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

ეს ამბავიც ძალადობაზეა და იმ საშინელ რეალობაზე, რომელშიც უამრავ ქალს უწევს ცხოვრება.

ორიოდე თვის წინ ქალბატონმა, რომელმაც ჩვენთან გადაწყვიტა თავის სატკივარსა და უდიდეს ტრაგედიაზე საუბარი, ერთადერთი ოცდაათი წლის ვაჟი დაკარგა და ისე დაასაფლავა, ვერც იტირა და ვერც იდარდა:

უბედური ცოლი ვიყავი და კიდევ უფრო უბედური დედა გამოვდექი. მომავალმა ქმარმა ისე მომიტაცა ჩვიდმეტი წლის ასაკში, არც ვიცნობდი. მეზობლის ქორწილში მოვწონებივარ და ორიოდე კვირაში ყაჩაღებივით დამხვდნენ გზაში ის და მისი მეგობრები.

ბევრი ვეხვეწე მშობლებს: ნუ დამტოვებთ ამ უცხო კაცთან-მეთქი, მაგრამ არ გამიგონეს: განატაცებსა და მობრუნებულს ვინღა შეგირთავს? შენი ბედი ეგ ყოფილა და უნდა შეეგუო მომხდარსო. ორი თვის შემდეგ გავიგე, რომ სანდროს მესამე ცოლი ვიყავი.

მაშინ გამიკვირდა მე უბედურს, თორემ მოგვიანებით, როცა თავისი ხასიათი გამოამჟღავნა და მთვრალმა ლამის სასიკვდილოდ მცემა, კი მივხვდი, რატომაც არ გაუჩერდნენ ცოლები.

იმათ ალბათ, პატრონიც უვარგოდათ, ჩემებმა კი რამდენჯერ მნახეს ნაცემ-დალურჯებული და თანაგრძნობის ნაცვლად, დამემუქრნენ: ქმრის ოჯახიდან წამოსვლა არც იფიქროო. ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გამიმეტეს და ამიტომაც, ყველანაირი კავშირი გავწყვიტე დედ-მამასთან და ძმებთან..

ერთადერთი შვილი ქორწი­ნე­ბიდან მეშვიდე წელიწადს გამიჩნდა. მანამდე სამჯერ მომწყდა მუცელი, რადგან ქმარი მცემდა და ექიმამდე არ მიშვებდა.

სახლში დედამთილ-მამათილიც გეყოლებოდათ. ისინი არაფერს ეუბნებოდნენ შვილს?!

სანდროს სატანა ჰყავდა სულში ჩასახლებული და არც დედ-მამას დაინდობდა. ეშინოდათ მისი და ჩუმად იყვნენ. შვილიც მამას დაემსგავსა და რამდენჯერ მათქმევინა, რომ იცოდეთ: ნეტავ, შენც მუცელში გამწყალებოდი და დედობა არ მღირსებოდა-მეთქი…

მეშვიდე კლასში იყო, ქურდობისთვის რომ დაიჭირეს: მასწავლებელს მოჰპარა იმ დღეს აღებული ხელფასი. მართალია, დაინდეს და ციხეში არ გაუშვიათ, მაგრამ იმ დღის შემდეგ სკოლაში აღარ უვლია, ქუჩა-ქუჩა დაწანწალებდა.

თექვსმეტი წლისამ ულამაზესი თოთხმეტი წლის გოგო მოგვაყენა კარს: ჩემი ცოლია და არც ეცადოთ ჩვენს დაშორებასო. შემეცოდა პატარა გოგო და ვურჩიე, არ დარჩენილიყო გიოსთან:

მძიმე ხასიათი აქვს და არ გაგახარებს-მეთქი, მაგრამ შეყვარებული იყო და არ დამიჯერა. შვილი დამიპირისპირა: დედაშენი სახლიდან წასვლას მაძალებსო.

კმაყოფილი უცქერდა, შვილმა ლანძღვა რომ დამიწყო და ხელიც გამარტყა. არადა, ერთი თვეც არ იყო გასული, რაღაცაზე რომ იჩხუბეს და ისე სცემა, წინა კბილები დააყრევინა. არ იყო ღირსი, მაგრამ ჩუმად გამოვიძახე ექიმები და საავადმყოფოში წავაყვანინე. იქიდან კი აღარც დაბრუნებულა ჩვენთან. კიდევ კარგი, მას მაინც არ უგანა დედ-მამამ.

სანდრო ცოტა ხნით დააკავეს და მალე გამოუშვეს. თან, ამ დროს ჩემს ქმარს ინსულტი მოუვიდა და ისე მძიმედ იყო, ვერ გადავარჩინეთ.

ვაღიარებ, რომ ვერც ქმარი ვიტირე. არ მიყვარდა, არც ჩემს პატივისცემას იმსახურებდა და იმიტომ. შვილი რომ მას დაემსგავსა და უფრო უარესიც გამოდგა, ამიტომაც შემძულდა ქმრის სახელიც და საგვარეულოც. მართალი ყოფილა: `

მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამც არ უშველა. როგორ არ ვეცადე, მაგრამ შვილთან არაფერი გამივიდა. რასაც მამისგან `სწავლობდა~, ის შეისისხლხორცა და არავინ უყვარდა, არც ქურდობა იყო მისთვის უცხო და არც ყაჩაღობა. ოცდაათი წლისამ ორჯერ მოასწრო ციხეში ჯდომა.

რომ იჭერდნენ, მიხაროდა, მოსვენებული ვიყავი. დაბრუნდებოდა და თავიდან იწყებოდა ჩემი ტანჯვა: დებილს და ავადმყოფს მეძახდა. თუ რამე არ მოეწონებოდა, თავში მესროდა დამიზნებით, რაც ხელში მოჰყვებოდა. სიკვდილამდე ხუთი თვით ადრე ახალი ცოლი მოიყვანა.

შესახედავად კარგი იყო და ამით ატყუებდა გოგონებს.

შემეცოდა ის უბედური, მაგრამ არაფერი ვუთხარი: პირველი რძლის ქმედება გავიხსენე და აღარ მოვინდომე კვლავ ჩემზე გადმოენთხია ორივეს ბოღმა.

ორ კვირაში მოუვიდათ ჩხუბი. ქალის კივილის ხმა რომ გავიგონე, ვერ მოვითმინე და შევვარდი მათ საძინებელში. ყელში ქამარი წაეჭირა და ახრჩობდა საბრალო გოგოს. დავეჭიდე და მოვაშორე. გამწარებულმა იმ ქამრით გვცემა ორივე და სახლიდან გამოგვყარა.

გოგო იმ ღამეში გაიქცა თავისიანებთან. გათენებამდე მოცვივდნენ მამამისი, ბიძა და ბიძაშვილები, ჩემმა უნამუსო შვილმა კი მათაც რომ გინება დაუწყო, ისე სცემეს, ტვინში სისხლი ჩაექცა და რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ხომ ერთადერთი შვილი მომიკლეს და არ ვუჩივლე იმ ხალხს. როგორც დაზარალებული მხარის ერთადერთმა მოწმემ, ჩემი შვილი დავადანაშაულე მომხდარში და პოლიციასაც მეტი რა უნდოდა, მაშინვე დახურეს საქმე.

შვილი ისე დავასაფლავე, ცრემლი არ გადმომვარდნია. ახლაც ჩემი თავი მეცოდება და ამას უფრო ვდარდობ: რა დავაშავე, რომ ასეთი უბედური ცოლი და დედა გამოვდექი, რატომ გამიმეტა ამისთვის ღმერთმა?!.

P.შ. სიმართლე გითხრათ, ზემოთ თქმულისთვის კომენტარის გაკეთებაც კი მიჭირს. მხოლოდ იმას თუ ვიტყვი, რომ მოძალადეებთან არაფრის ფასად არ უნდა დავრჩეთ არც თავად და არც სხვები უნდა გავიმეტოთ ამისთვის.

უფრო მეტიც: მგონი დროა, კანონს გადავხედოთ და მოძალადეების მიმართ სასჯელი ერთი-ორად გავამკაცროთ.

გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და დააკომენტარეთ სტატია..

ყურადღება: ფოტო პირობითია

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

კაცმა საყვარელი ქალი ცოლად მოიყვანა, მეორე დღეს კი გამოუტყდა რომ 5-ჯერ იყო გათხოვილი, ქმარი გაოცდა, ქალწული იყავი და რანაირადო? აი რა უთხრა ქალმა…

Next Post

5 უძლიერესი ორ სიტყვიანი ლოცვა, რომელიც ძილის წინ აუცილებლად უნდა თქვათ

Next Post
5 უძლიერესი ორ სიტყვიანი ლოცვა, რომელიც ძილის წინ აუცილებლად უნდა თქვათ

5 უძლიერესი ორ სიტყვიანი ლოცვა, რომელიც ძილის წინ აუცილებლად უნდა თქვათ

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In