30 წლის მაია სრულიად შემთხვევით გავიცანი, როდესაც ექიმთან კონსულტაციაზე მივედი. როცა გაიგო რომ ჟურნალისტი ვარ, მთხოვა მისი ისტორია მკითხველისთვის მომეყოლა. მას ძალიან სჭირდება თქვენი რჩევა და დახმარება.
მაია:
ჩემი ქმარი ჯარისკაცია. თინეიჯერობისას ვფიქრობდი, რომ არასდროს გავხდებოდი ჯარისკაცის ცოლი. ,,არასდროს თქვა არასდროს.” მე და ნიკოლოზმა ერთმანეთი კინოში გავიცანით.
ფილმის საყურებლად მარტო მივედი, ის კი გოგონასთან ერთად პაემანზე იყო. გვერდიგვერდ ვისხედით. მისი შეყვარებული საპირფარეშოში რომ გავიდა, მკითხა შეიძლება პოპკორნი მაჭამოო? ისე გავუწოდე, არც გამიხედავს მისკენ.
მერე მკითხა ფილმი მოგწონსო? ვუპასუხე, რომ უკეთესებიც მინახავს. მის მზერას ვგრძნობდი, ინტერესით მაკვირდებოდა.
მისი შეყვარებული რომ დაბრუნდა, ჩემთვის ყურადღება აღარ მოუქცევია. ფილმი დამთავრდა, შუქები აინთო და მეც წამოვდექი.
უეცრად მომიბრუნდა და შეყვარებულის გასაგონად ნომერი მთხოვა. ენა ჩამივარდა, ჩანთას ხელი დავტაცე და გავიქეცი.
მეორე დღეს გაჩერებაზე ვიდექი და ავტობუსს ველოდებოდი, როდესაც მოპირდაპირე ქუჩის კაფედან ნიკა გამოვიდა , გზა გადმოჭრა, ჩემთან მოირბინა და მკითხა მიცანიო? რთულია თავხედი ადამიანების დავიწყება-მეთქი, ვუპასუხე. ბედისწერა ხარ ჩემიო, ჩაიხვია.
თავადაც არ ვიცი ნომერი როგორ დამტყუა. შეყვარებულები, რომ გავხდით სულ მეშინოდა რომ მალე მიმატოვებდა, მაგრამ ისე მოხდა რომ შევუღლდით.
ცხოვრების დიდ ნაწილს ჯარში ატარებს, მეც სამსახურში თავით ვარ გადავარდნილი. ერთი თვის წინ უმძიმესი პაციენტი მოიყვანეს საავადმყოფოში.
როგორც დედა განსაკუთრებვულად უვლის სუსტი ჯანმრთელობის შვილს, ისე ექიმიც გადართულია რთულად სამკურნალო პაციენტზე. გეგასთან დიდ დროს ვატარებდი, მინდოდა მორალურადაც გამეძლიერებინა და მხარში დავდგომოდი.
განსაკუთრებული თანაგრძნობის განცდა იმან გამიღვივა, რომ უმცროსი დის გარდა არავინ ჰყავს. მისი და – მარიამი, სკოლის შემდეგ სულ აკითხავს და ცდილბს, ძმასთან ერთად დიდი დრო გაატაროს. მარისაც ყურადღევას ვაქცევდი.
თავადაც ვერ მივხვდი გეგა როდის შემიყვარდა, თუმცა ის ვიცი, რომ ძალიან ძალიან ძლიერად მიყვარს. ვერ ვიტყვი, რომ ქმრისადმი გრძნობები გამინელდა.
ორივე მიყვარს, მაგრამ სხვადასხვანაირად. არც ერთის დათმობა არ შემიძლია. ვერ გავშორდები ნიკას, მაგრამ ვერც გეგას გაშვებას შევძლებ. არ ვიცი რა ვქნა. ძალიან დაბნეული ვარ.
მალე ჩემი ქმარი ჯარიდან ბრუნდება. გეგასთვის ჯერ არ მითქვამს, რომ მიყვარს, მაგრამ ვიცი რომ გრძნობს. მირჩიეთ რამე. როგორ მოვიქცე?
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია