სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც რჩევას ითხოვს. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
რუსთავი: “გამარჯობა. ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ. ჩემს შვილს შეუყვარდა გოგო, რომელიც კომპიუტერით გაიცნო.
ჰოდა, შეყვარებულმა მხოლოდ რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ გაუმხილა: ქართველი არა ვარო.
ის მართლმადიდებელი ქურთი გახლავთ და მისი ოჯახის წევრებიც ქრისტიანული წესით არიან მონათლულები.
რა თქმა უნდა, როცა მისი წარმომავლობის შესახებ გავიგეთ, ოჯახის წევრებმა ჩემს შვილს ვთხოვეთ, – შეეშვი, სხვა მოძებნე-თქო.
თითქოს, დაგვიჯერა და დაშორდნენ კიდეც, მაგრამ ახლა გავიგეთ, რომ ისინი ერთმანეთს ჩუმ-ჩუმად ისევ ხვდებიან.
თქვენი აზრი მაინტერესებს: როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილას? სიმართლე გითხრათ, პირადად
მე, მათი ამბავი უკვე ღმერთს მივანდე.
ვატყობ, ერთმანეთი ძალიან უყვართ და არ მინდა, ამ საქმეში ცუდად ჩავერიო და წლების შემდეგ შვილმა მისაყვედუროს:
რას მერჩოდი, სიყვარული რატომ დამაკარგვინეო?! გთხოვთ, მირჩიეთ, როგორ მოვიქცე”.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია