მყავს ცოლი, რომელიც საშინლად მძულს და 10 წელია, მყავს საყვარელი, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს. ჩემი ცოლის საშინელმა ხასიათმა და საქციელმა მიმიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ საყვარელი გამეჩინა.
ეს შემთხვევით არ მომხდარა. ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ მომეძებნა ქალი, რომელიც ჩემი ცოლისგან განსხვავებული იქნებოდა და მასთან თავშესაფარი მეპოვა. კარგა ხანი მოვანდომე ასეთი ქალის პოვნას. ის მაშინ 35 წლის იყო, გაუთხოვარი..
თვეების განმავლობაში ვცდილობდი მისი გულის მოგებას. თავიდან მიცილებდა – ცოლიანი კაცი არ შემიყვარდება, შემეშვიო, მაგრამ მე მაინც ვეძალებოდი. მეუბნებოდა, – აქამდე კაცი არ მყოლია, ქალწული ვარ, გათხოვება, ოჯახი მინდაო, მაგრამ არ ვუჯერებდი.
არა, იმას კი ვუჯერებდი, გათხოვება რომ უნდოდა, რადგან ყველა ქალი მაგაზე ოცნებობს, მაგრამ იმას არ ვუჯერებდი, რომ ქალწული იყო..
როგორც იქნა, ჩემსას მივაღწიე, თავი შევაყვარე და ურთიერთობაზეც დავითანხმე. როცა დავრწმუნდი, რომ მისთვის პირველი მამაკაცი ვიყავი, მის მიმართ გრძნობა გამიათმაგდა. ბინა ვუქირავე, მოვუწყვე და მართლაც ბედნიერად ვგრძნობდი თავს.
5 წლის წინ, ჩემი ინიციატივით შვილიც გამიჩინა. ამის შემდეგ ბინა ვუყიდე და ასე ვთქვათ, მეორე ოჯახი შევქმენი. უფროსი შვილი უკვე 22 წლისაა, ის უცხოეთში სწავლობს და ცხოვრობს. შენ მხოლოდ მე და ჩემი ოფიციალური ცოლი ვართ (მასთანაც 1 შვილი მყავს). ხან ერთთან ვარ, ხან – მეორესთან.
თუმცა, პირველმა მეორეს არსებობის შესახებ არ იცის. ისეთი თავდაჯერებულია, რომ ამბობს – ჩემზე კარგს მაინც ვერსად ნახავ და არ ვეჭვიანობო.
ქცევიდან დაწყებული ჩაცმის სტილით დამთავრებული მისი ყველაფერი მაღიზიანებს. მასთან ყოფნა ჩემთვის ჯოჯოხეთში ყოფნის ტოლფასია, მაგრამ გამბედაობა არ მყოფნის, რომ შინიდან წამოვიდე და მას გავეყარო. ვიცი, შვილს ძალიან ვატკენ გულს და ამას ვერიდები. არადა, ვიტანჯები.
იმ ქალის გვერდით ყოფნა, რომლის დანახვა არ გინდა, მასთან ქმრის მოვალეობის შესრულება, საშინელებაა. სულ იმის ფიქრში ვარ, როგორ მოვიკრიბო გამბეადობა და როგორ წამოვიდე შინიდან. ვთვლი, რომ მსხვერპლი ვარ. იქნებ ვცდები და თქვენ სხვანაირად ფიქრობთ? სიამოვნებით მოვისმენდი თქვენს აზრს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..