ყოველთვის მომთხოვნი ვიყავი ადამიანების მიმართ, რა სიკეთესაც გავცემდი, იგივეს მიღება მინდოდა, მაგრამ ასე აწყობილი რომ არაა ცხოვრება, ეს ისედაც ვიცოდი. ამასთან ერთად, საკმაოდ ფრთხილიც გახლდით.
როცა ცოლის მოყვანის ასაკი მომივიდა, თავსატეხი გამიჩნდა, ვისზე გამეკეთებინა არჩევანი, რომ კარგი ცოლობა გაეწია. ისე, ნათქვამია, „თვალი ჭამს და თვალი სვამსო“, ამიტომ, რაღა გასამტყუნი ვიყავი, რომ ცოლად ლამაზი გოგოს მოყვანა მომენდომებინა?!
არც მე ვიყავი ურიგო შესახედავი და ქალების ყურადღება არც მაკლდა. მაკა ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი, მართლა თვალისმომჭრელად ანათებდა, ისეთი ლამაზი იყო, მეც მიმიზიდა, ბუნებრივია და თუ დამიჯერებთ, ერთი ნახვით შემიყვარდა.
მერე გავიგე, რომ ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა და მათგან ზოგიერთს მაკას მოტაცების მცდელობაც კი ჰქონია. ეს რომ გავიგე, მოსვენება დავკარგე და რადგან მაკასაც მოვწონდი, ბევრი აღარ მიფიქრია, მოვიტაცე.
გავიდა წლები, ამ ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდი, რაც ჩემი ცოლი ქალობაში შევიდა, კიდევ უფრო გალამაზდა. ის მუდამ ყურადღების ცენტრში იყო და იმის მიუხედავად, გათხოვილი ქალი იყო, კაცები მაინც უჟუჟუნებდნენ თვალებს.
მაკა მე არ მეუბნებოდა, მაგრამ ვამჩნევდი, რომ ძალიან სიამოვნებდა კაცების ყურადღება, რაც მე მაგიჟებდა. აქედან გამომდინარე, უფრო ეჭვიანი გავხდი და არცთუ უსაფუძვლოდ.
ამის გამო ურთიერთობა მართლა დაგვეძაბა და სულ ვეჩხუბებოდი, მით უმეტეს, როცა ტელეფონი ურეკავდა, ის კი ზოგჯერ თიშავდა, ზოგჯერ კი გაურკვევლად წაიბუტბუტებდა და მერე ეტყოდა, სხვაგან მოხვდიო. დავასკვენი, რომ მას საყვარელი ჰყავდა და ამის დამტკიცება მინდოდა.
ეჭვი და სიბრაზე გულზე ლოდივით მედო და როდის ვიფეთქებდი, არ ვიცოდი. მინდოდა, სანამ რამეს გამიბედავდა და თავს მომჭრიდა, მანამდე გამეგო ყველაფერი, მაგრამ ვერ ვამტკიცებდი, ვიდრე საკუთარი თვალით არ ვნახე ჩემი ცოლი სხვა კაცის მკლავებში.
მიჭირს, გადმოგცეთ, რაც მაშინ ვიგრძენი. ოთხი დღით სამსახურიდან მივლინებით გამიშვეს, მაგრამ ისე მოხდა, დროზე ადრე მომიწია დაბრუნება. თან, ეკლებზე ვიჯექი, გული ცუდს მიგრძნობდა და ისედაც არ მინდოდა ჩემი ცოლის მარტო დატოვება.
მივლინებიდან მესამე დღეს დავბრუნდი და სახლში რომ შევედი, დილა იყო. ბავშვები სკოლაში იყვნენ წასული და კარი გასაღებით გავაღე.
ვიფიქრე, ცოლს მოულოდნელად დავადგები თავზე-მეთქი. როცა ჩემს საძინებელს მივუახლოვდი, იქიდან მაკას კისკისი გამოდიოდა, გამიკვირდა, ნეტავი, რაზე იცინის-მეთქი და როცა კარი შევაღე, დავინახე როგორ ეჯდა უცხო მამაკაცს კალთაში ნახევრად შიშველი და როგორ ეალერსებოდა. კინაღამ გავგიჟდი.
ჯერ იმ კაცს ვეცი და ისე გავმწარდი, მუცელში დანა გავუყარე, კიდევ კარგი არ მოკვდა ის წყეული. ჩემს ცოლს კი ერთი მაგარი სილა გავარტყი და სახლის დატოვება მოვთხოვე. მინდოდა, მისთვის დედობის უფლებაც ჩამომერთმია.
ამას ნამდვილად იმსახურებდა, რადგან საკუთარ სახლში, ჩემს საძინებელში და ბავშვების ოთახის გვერდით სხვა კაცთან განცხრომის უფლებას აძლევდა თავს. ეს უბედურება არ მაკმარეს და ციხეში მიკრეს თავი, ცოლის საყვარელის დაჭრის გამო.
კიდევ კარგი, ერთ წელზე მეტი არ მომიხდა ციხეში ყოფნა და მალევე გამოვედი. უპირველესად სახლის გაყიდვა მომიხდა, რადგან ყველამ იცოდა, ცოლმა რქები რომ დამადგა და იმ უბანში აღარ დამედგომებოდა.
ბავშვები ახლა დედამისთან იზრდებიან, ის ქალბატონი კიდევ ორჯერ გათხოვდა. ახლა კი, მგონი, კიდევ ახალი საყვარელი გაუჩენია. არ ვიცი, რა ვქნა, არ მინდა, ჩემი შვილები უნამუსო დედის გვერდით იზრდებოდნენ.
როგორ მოვიქცე, იმას ვფიქრობ. ბოლო დროს დავრწმუნდი, რომ საჭირო არაა ლამაზი ცოლი გყავდეს, ჯობია, ნაკლები გარეგნობა ჰქონდეს და ადამიანი იყოს, ყოველ შემთხვევაში, გარეთ რომ გავა, ყველა იმას არ დაუწყებს ყურებას და მერე თავის სილამაზე თავში არ აუვარდება, ჩემი ყოფილი ცოლივით.
მე მართლა დამღუპა ეკას სილამაზემ და უკვე ისე ვარ, ყველა ლამაზი ქალი ნამუსგარეცხილი მგონია. არაა საჭირო მაცდური სილამაზე. ამიტომ, თუ კიდევ გავრისკავ და ცოლს ოდესმე მოვიყვან, დანამდვილებით ვიცი, რომ ის ლამაზი არავითარ შემთხვევაში არ იქნება.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია.. წყარო: თბილისელები
ლევანი, 31 წლის.