მწერალმა ჯარიდ უილსონმა თავის ბლოგზე გულახდილი აღიარება გამოაქვეყნა – აღმოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, მრავალი წელია ცოლი ჰყავს, კვლავ ხვდება ქალს. და ეს შეხვედრები მას აბედნიერებს! “მინდა ვაღიარო: მე ვხვდები ქალს, თუმცაღა ცოლიანი ვარ”.
ის შესანიშნავია. ლამაზი, ჭკვიანი, გამჭრიახი, ძლიერი და მისი რწმენა განუზომელია.
მომწონს მასთან ერთად კაფეში, კინოში, გამოფენებზე სიარული და იმის ხშირად გამეორება, თუ რა ლამაზია. ვერ ვიხსენებ, ბოლოს როდის გავბრაზდი მასზე თუნდაც ხუთი წუთით. როგორც არ უნდა ჩაიაროს ჩემმა დღემ, მისი ღიმილი ყოველთვის მამხნევებს.
ხანდახან სიურპრიზებს მიკეთებს, რაღაც განსაკუთრებულს მიმზადებს. ყოველ ჯერზე ბედნიერებისგან ცას ვეწევი, რომ შევხვდი მისნაირ ქალს, მიუხედავად იმისა, რომ ცოლიანი ვარ.
შენც უნდა სცადო და მიხვდები, რომ შენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. რასაკვირველია, მე ვიგულისხმე, რომ ქალი, რომელსაც სულ ვხვდები, ჩემი ცოლია. აბა, შენ რა იფიქრე?
თუ ცოლი მოიყვანე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრება დამთავრდა. მე მინდა განვაგრძო ცოლთან ერთად პაემნებზე სიარული, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დაქორწინებულები ვართ. არ მიქრება სურვილი, კვლავ დავიპყრო მისი გული მხოლოდ იმიტომ, რომ ერთხელ მითხრა “მე თანახმა ვარ”.
ხშირად ვხედავ, რომ ურთიერთობები ხუნდება, რადგან მეუღლეები აღარ ცდილობენ, ყოველდღე ხელახლა შეიცნონ ერთმანეთი. თუ განაგრძობთ შეხვედრებს, პაემნებზე სიარულს, ყოველ ჯერზე რაღაც ახალს გაიგებთ ერთმანეთზე. რატომ უნდა შეწყვიტოთ ეს? ეს არ უნდა დასრულდეს არასდროს.
განცდა, თითქოს მუცელში პეპლები დაფარფატებენ, როგორც პირველ პაემანზე, შეიძლება, ორი წლის მერეც დაგეუფლოთ. ყოველდღე ისე უნდა იქცეოდეთ, თითქოს ეს-ესაა გაიცანით ერთმანეთი და მაშინ თითოეული თქვენთაგანი იგრძნობს ურთიერთობებში მკვეთრ ცვლილებებს..
მუდმივი ურთიერთობა, ინტერესები, ერთმანეთთან შთაბეჭდილებების გაცვლა, ურთიერთინტერესი წარმატებული კავშირის გასაღებია. არავის არ სურს ისეთ ადამიანთან ერთად ყოფნა, რომელიც მის მიმართ ინტერესს არ იჩენს.
გირჩევთ, არ შეწყვიტოთ თქვენი ცოლის პაემნებზე დაპატიჟება, კვლავ და კვლავ მოიპოვეთ მისი გული და დაიხსომეთ, რომ პაემნები არ მთავრდება მას მერე, რაც ის წარმოთქვამს: “მე თანახმა ვარ”.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…
ყურადღება: ფოტო პირობითია