„არ ვიცი, თქვენგან რა მინდა ან ამ ყველაფერს აქ რატომ ვწერ, მაგრამ უბრალოდ, გულის გადაშლა მინდა ვინმესთვის“ – წერს 16 გოგონა სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში.
დღეს პრობლემები შემექმნა ნათესავთან, სთორის გამო. დედაჩემის ყურამდეც მივიდა, საკმარისად მეჩხუბა და ისიც მითხრა, რომ ხვალ უარესი გელოდებაო.
არ ვიცი, რას მიზამს, დამარტყამს თუ გამლანძღავს ან შესაძლოა, ტელეფონიც ნახოს. არ ვიცი, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ დავიღალე, ძალიან დავიღალე.
მამაც მკაცრი მყავს. ეზოში 10-ის ნახევრამდე ვარ, როცა ჩემი ტოლები მაგ დროს გამოდიან ან უფრო გვიან, ფანჯრიდანაც ვერ ვუყურებ, მიშლის, რომ თურმე მაინც და მაინც ვინმე ბიჭს ვუყურებ და ვინმე ბიჭი მიყვარს.
აქედან გამომდინარე მიხვდებით ალბათ თქვენც, შეყვარებულზე და მეგობარ ბიჭზე რა რეაქცია ექნება. უზომოდ ბევრი შეზღუდვით ვცხოვრობ.
ერთი და მყავს, გათხოვილია დიდი ხანია უკვე და მას რომ ველაპარაკები მშობლების ხასიათზე, – მე რომ მანდ ვარ, მაშინ არ იქცევიან მასეო და არც ჩემ დას სჯერა არაფერი.
თვითონ მაგას უარესები გამოატარეს. ძალიან არეულად ვწერ ვიცი, რაზედაც ბოდიშს გიხდით. 16 წლის ვარ და ბავშვობიდან დღემდე მარტო ის მახსოვს, რომ ოჯახში ყოველთვის ჩხუბი იყო და არის. აღარ მინდა ჩემს მშობლებთან ერთად ცხოვრება.
დავიღალე, ვეღარაფრს ვუძლებ. ძალიან სუსტი ვარ, გათხოვება მინდა. არც შეყვარებული მყავს, არც არავინ მიყვარს. მადლობა ყველა თქვენგანს, ვინც ბოლომდე წაიკითხა ჩემი ეს სისულელე“. – წერს გოგონა ანონიმურად.
„გათხოვება გამოსავალი კი არა, უარესი ნაბიჯი იქნება შენს ცხოვრებაში, 16 წლის ხარ და გირჩევ, სწავლაზე იფიქრე მეტი, განვითარდი პიროვნულად და ნახავ, რამდენს მიაღწევ ცხოვრებაში.
შეიძლება მშობლების საქციელი სიმკაცრედ გეჩვენება,მაგრამ ნორმალური და ბედნიერი ადამიანი რომ იყო, ის უნდათ.
34 წლის ვარ, შენი ასაკიც გამოვლილი მაქვს, კარგად მესმის შენი, მაგრამ მშობლებს არ ვამტყუნებ და იცი, რატომ? იმიტომ, რომ ზუსტად თინეიჯერობის ასაკში, გონების ნაცვლად ხუშტურებს არიან აყოლილი გოგო-ბიჭები და სწორედ რომ მშობლების თავსატეხი და გამოსასწორებელია მერე, შვილების დაშვებული შეცდომები.
ასე რომ, ემოციებს გონება დაამატე და ისე იაზროვნე, წარმატებებს და ბედნიერებას გისურვებ“
„ამ ეტაპზე რაც შეგიძლია, რომ გააკეთო, ისწავლე, კარგად და საფუძვლიანად ისწავლე. ყველანაირად მოემზადე, რომ რაც შეიძლება, სწრაფად შეძლო დამოუკიდებლად გადასვლა და ცხოვრება.
მშობლებს ვერ შეცვლი, აზრი არ აქვს, შენ უნდა მოახერხო იმდენი, რომ სწრაფად შეძლო ცალკე გადასვლა და ცხოვრება. სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა კონტროლის ქვეშ ცხოვრებაზე უარესი არა მგონია“. – წერენ კომენტარებში.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია