58 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული კალათბურთელი დიკემბე მუტომბო, რომელიც NBA-ის დიდების დარბაზის წევრი იყო. ინფორმაციას ხნის NBA-ის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ლეგენდარულ სპორტსმენს ტვინის სიმსივნე ჰქონდა.
დიკემბე მუტომბო NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო. მან წლის საუკეთესო მცველის ჯილდო 4-ჯერ მოიპოვა. მან კალათბურთის გულშემატკივრებს, სხვადასხვა მიღწევის გარდა, თავი გამორჩეული ჟესტით დაამახსოვრა – მუტომბო ეფექტური დაფარების შემდეგ მეტოქეს გახედავდა და თითს გაიქნევდა.