• მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
INew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ძმებმა და რძლებმა შემომითვალეს, არ გაბედო ფეხის მოდგმაო, შვილი კინაღამ მომიკლეს და კიდევ აქეთ მემდუროდნენ

by inew
13 January 2023
in საზოგადოება
0
ძმებმა და რძლებმა შემომითვალეს, არ გაბედო ფეხის მოდგმაო, შვილი კინაღამ მომიკლეს და კიდევ აქეთ მემდუროდნენ
0
SHARES
3.6k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

რატომ შეიძლება მოსიყვარულე დედმამიშვილებს შორის გაჩნდეს ბზარი? მიზეზი ათასნაირია… მერიმ გულისტკივილით მიამბო თავისი ამბავი. დალხინებით არ უცხოვრია. მეუღლე მძიმე ხასიათისა გამოდგა.

მერი უკვე 52 წლისაა, უფროსი ვაჟი დაცოლშვილებული ჰყავს. იგი კარგა ხანია სოფლიდან ქალაქში ჩამოვიდა და უმცროს ვაჟთან ერთად ქირით ცხოვრობს. ურჩევნია, აქ მომჭირნედ იცხოვროს, ვიდრე სოფელში, ქმრის გვერდით. “ალბათ იმიტომ დავისაჯე, რომ სიყვარულს ზურგი ვაქციე და გარიგებით გავთხოვდი”, – მეუბნება მერი. თუმცა, მას ახლა გაცილებით მეტი სათქმელი ძმებზე აქვს, რომლებთანაც ურთიერთობა საბოლოოდ გაწყვიტა.

– ოჯახში უმცროსი მე ვიყავი. უფროს ძმებს თვალებში შევციცინებდი, ისინიც მანებივრებდნენ, ჩემს თავს იფიცებდნენ ხოლმე. პატარაობიდანვე მესმოდა, როგორ ანაწილებდნენ მშობლები მთელ ავლადიდებას. უფროსი ძმის იყო სახლ-კარი, შუათანას ცალკე უშენებდნენ დიდ სახლს. მე თითქოს შვილი არ ვიყავი.

დედა ამბობდა, – მერი გათხოვდება და წავა, მისი პატრონი მიხედავსო. გამოდის, რომ გათხოვებამდე უპატრონო ვიყავი და მშობლები სამადლოდ მზრდიდნენ. მაინც არასოდეს გამომიხატავს უკმაყოფილება. უმაღლესი სასწავლებელი რომ დავამთავრე, შემომიჩნდნენ, გათხოვების დრო გაქვსო…

ერთი სამტრედიელი ბიჭი მიყვარდა. დედაჩემმა ყურმოკვრით იცოდა, რომ იმერელი მომწონდა. კარგა ხანს იქოთქოთა, კახელი ვერ შეეგუები იმერელს, ყველამ თავისი კუთხისა უნდა შეირთოსო. მერე ჩვენი ერთი თანასოფლელი გამირიგეს, – მდიდარი და მშრომელი კაციაო და მეც დავემორჩილე მშობლებისა და ძმების ნება-სურვილს.

იგი 11 წლით უფროსია ჩემზე. ერთად ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთი თვე მახსოვს მშვიდი და კარგი, შემდეგ სულ ლანძღვა-გინებას ვისმენდი. როცა მოთმინების ფიალა ამევსო, ავდექი და წამოვედი. მანამდე კი შვილების გამო ჩუმად ვიტანდი შეურაცხყოფას.

ჩემმა უფროსმა ძმამ, სკოლის მოსწავლე ვიყავი, ცოლი რომ შეირთო. რატომღაც ამითვალწუნა რძალმა და ძმამაც გამიუცხოვა. სიგიჟემდე მიყვარდა ჩემი ძმისწული თიკო. ყურადღებას არ ვაქცევდი რძლის ოფოფებს და ძმის შეჭმუხნილ წარბებს.

ბავშვის აკვანს ჩემთან ვიდგამდი და ღამე, როცა ატირდებოდა, საჭმელს ვუმზადებდი. თიკო ისე მომეჩვია, როცა ვერ მხედავდა, ტირილით სკდებოდა. ჩემი რძალი ჩემს დახმარებას ისე იღებდა, თითქოს ვალდებული ვიყავი, მისი შვილისთვის დედასავით მომევლო.

მერე გავთხოვდი და ოჯახიდან წავედი. ჩემმა რძალმა კი, ახლა თიკოსთან დაიწყო ჩემი დამუშავება. შუათანა ძმამაც შეირთო ცოლი. თითქოს რძლებმა პირი შეკრეს ჩემს წინააღმდეგ.

ათასში ერთხელ, როცა მშობლებს ვესტუმრებოდი, ისე ამიბზუებდნენ ცხვირს, რომ ნელ-ნელა იქ მისვლის სურვილი დამაკარგვინეს. ოდესღაც გულღია და მხიარული გოგო საკუთარ თავში ჩავიკეტე. შინ უხიაკი ქმარი მხვდებოდა, მშობლებთან აღარ მიმესვლებოდა, აბა, რაღა გამახარებდა? ჩემი ერთადერთი სინათლე შვილები იყვნენ.

გავიდა დრო. თიკო გათხოვდა. დიდი ქორწილი გადაუხადეს მშობლებმა. ალბათ, ხალხის შერცხვათ და მეც დამპატიჟეს. სამწუხაროდ, არ გაუმართლა ჩემს ძმისშვილს. მისი ქმარი ერთ წელიწადში ავარიაში მოჰყვა და დაიღუპა. ჩვილი ბავშვი დარჩა, ამიტომ მშობლებთან დაბრუნდა.

მართალია, მშობლებთან და ძმებთან ხშირი ურთიერთობა აღარ მქონდა, მაგრამ ჩემს შვილებს უყვარდათ ბებია-პაპა და თიკო, ისინი მიდიოდნენ ხოლმე მათ სანახავად. ერთ დღეს უმცროსი ძმის შვილები მესტუმრნენ. ჩემს უმცროს ბიჭს მათი დანახვა ძალიან გაუხარდა, დავტრიალდი და სუფრა გავუშალე.

ორი საათის შემდეგ აიჩემეს, მეზობელ სოფელში მივდივართ და ხვიჩაც (ჩემი შვილი) მიგვყავს, იქ ერთი ჩვენი ძმაკაცის ქორწილის მეორე დღეა და გველოდებიანო. არ მინდოდა, რომ ხვიჩა წასულიყო, მაგრამ ჩემმა ქმარმა – გაუშვი, დროა კაცებში გაერიოსო. მეც ნება მივეცი, ბიძაშვილებს გაჰყოლოდა…

ბიძაშვილებმა კი მიტოვებულ შენობაში მოტყუებით შეიყვანეს და წიხლებით შესდგნენ, – გამოტყდი, სად წაიღე თიკოს ოქროულობაო. თურმე წინადღეს, ხვიჩა რომ ესტუმრა, სწორედ მაშინ “დაკარგა” ოქროულობა, რომელიც პატარა ქისაში ჰქონია გამოკრული.

ჩემმა რძალმა დაიბარა მაზლიშვილები და ხვიჩას წინააღმდეგ გააქეზა. გათენებისას დასისხლიანებულმა ხვიჩამ რომ შემოაღო ჭიშკარი, კინაღამ ადგილზე გავთავდი. გულშემოყრილი მივვარდი შვილს.

მანაც აღარ დამიმალა – ოქროს მოპარვას მაბრალებენო. ხვიჩას ძლიერი ტვინის შერყევა ჰქონდა, კარგა ხანს დასჭირდა მკურნალობა. ჩივილი მინდოდა, მაგრამ ვისთვის მეჩივლა ძმისშვილებისთვის? ცოტა რომ გამოკეთდა, წავედი ძმებთან.

მინდოდა, ყველაფერი გამერკვია. ყველა ერთად დავიბარე. ჩემი რძალი, ვითომც არაფერიაო, ისე “გამომიტყდა” – აღარ მახსოვდა, ოქროულობის ქისას მე შევუცვალე ადგილი, ლარნაკიდან ამოვიღე და უჯრაში ჩავდე, რომ უცხო თვალი არ მიეზიდაო.

ამის გაგონებაზე ცუდად გავხდი. რძალმა წლების განმავლობაში საჩხუბრად ვერ ამიყოლია. ამიტომ ადგა და შვილებით გამწარება მომინდომა. ოქროულობა გადამალა, მერე კი მაზლიშვილებთან ხვიჩა “დააბეზღა” – ქვრივ გოგოს სამკაულები მოჰპარაო. აბა, ამის პატიება როგორღა შემეძლო?

ჩემი მშობლები კი დუმდნენ. თითქოს წუხდნენ, მაგრამ ხმას ვერ იღებდნენ. გულდათუთქული გამოვტრიალდი, ერთი კი ვუთხარი, – ჩემი ფეხი აქ არ იქნება-მეთქი. გამოხდა ხანი და მშობლები ერთმანეთის მიყოლებით გარდაიცვალნენ. მამაზე როგორღაც მოვახერხე იქ მისვლა და ჭირისუფლობა, დედის სიკვდილის ამბავი კი ნათესავისგან შევიტყვე.

მინდოდა, ბოლო გზაზე გამეცილებინა დედა, მაგრამ ძმებმა და რძლებმა შემომითვალეს, – აქ არ გაბედო ფეხის შემოდგმაო. რას მემართლებოდნენ, ვერ გავიგე. შვილი კინაღამ მომიკლეს და კიდევ აქეთ მემდუროდნენ.

ვიცოდი, ის ქალბატონი ჩემს დანახვაზე ერთ ამბავს ატეხდა და სხვებსაც აიყოლიებდა. ამიტომ ისევ მიცვალებულს ვეცი პატივი, სასაფლაოზე წავედი და იქ დავემშვიდობე დედას, რომელმაც, ჩემდა სამწუხაროდ, ვერაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მის შვილებს ერთმანეთი ჰყვარებოდათ…

კვირის პალიტრა, ავტორი: მარინა ბაბუნაშვილი

Previous Post

გაიგეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნით ეშმაკი ხართ თუ ანგელოზი

Next Post

როგორ გახდა პატარა სოფლის 80 მცხოვრები ერთ დღეში მილიონერი

inew

Related Posts

იამაყე, შენი ნამუშევრით: ახალგაზრდა მწერალი საზოგადოებას კარგად ყოფნის წესების საიდუმლოს ასწავლის…
საზოგადოება

11 January 2023
ერთი შეხედვით ეს პატარა გოგონას ჩვეულებრივი ფოტოა… მაგრამ ამ ფოტოს წყალობით ის ნამვილი ვარსკვლავი გახდა და მილიონობით ადამიანმა გაიცნო

23 December 2022
გოგონამ თავისი კივილით ყველა გააღვიძა… მშობლები ბავშვის ოთახისკენ გაიქცნენ, თუმცა ერთი წუთის შემდეგ მათ გონება დაკარგეს…

მამა შვილთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.. ფოტოზე ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ დაწერილმა კომენტარმა კი, ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა..

ახალგაზრდა დედამ მოყვა, თუ რა მეთოდით ზრდიდა შვილს… რამდენიმე საათში მას უკვე 3 მილიონზე მეტი მხარდამჭერი ჰყავდა.. ორიგინალური მიდგომა, რომელიც დიდ ყურადღებას იმსახურებს

მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემმა ცხოვრება დამინგრია ყველაფერში მაინც საწყალ დედაჩემს ვადანაშაულებ..
საზოგადოება

მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემმა ცხოვრება დამინგრია ყველაფერში მაინც საწყალ დედაჩემს ვადანაშაულებ..

23 December 2022
Next Post
როგორ გახდა პატარა სოფლის 80 მცხოვრები ერთ დღეში მილიონერი

როგორ გახდა პატარა სოფლის 80 მცხოვრები ერთ დღეში მილიონერი

Stay Connected test

  • 121 Followers
  • 67.7k Followers
  • 188k Subscribers
  • 23.7k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

27 October 2022
„შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

5 უძლიერესი ორ სიტყვიანი ლოცვა, რომელიც ძილის წინ აუცილებლად უნდა თქვათ

ქმარმა გაიგო, რომ ცოლი ღალატობდა და მას დაბადების დღეზე შოკისმომგვრელი სიურპრიზი მოუწო

24 November 2022
ნუ გაუწყრებით შვილებს, ნაცვლად ამისა დალოცეთ ისინი, ისე როგორც ილია გვმოძღვრავს: ”მშობლებსა და შვილებს შორის სიმშვიდე არ არის…”

29
პროდუქტები, რომლებიც წონის დაკლებაში მაქსიმალურად დაგეხმარებათ

4
საკვები, რომელიც დიაბეტის დროს ქვენს ორგანიზმს ძალიან დაეხმარება

2
ალუბლის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები, რომლებიც შესაძლოა აქამდე არ გსმენიათ

ალუბლის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები, რომლებიც შესაძლოა აქამდე არ გსმენიათ

0
იამაყე, შენი ნამუშევრით: ახალგაზრდა მწერალი საზოგადოებას კარგად ყოფნის წესების საიდუმლოს ასწავლის…

იამაყე, შენი ნამუშევრით: ახალგაზრდა მწერალი საზოგადოებას კარგად ყოფნის წესების საიდუმლოს ასწავლის…

11 January 2023
ერთი შეხედვით ეს პატარა გოგონას ჩვეულებრივი ფოტოა… მაგრამ ამ ფოტოს წყალობით ის ნამვილი ვარსკვლავი გახდა და მილიონობით ადამიანმა გაიცნო

ერთი შეხედვით ეს პატარა გოგონას ჩვეულებრივი ფოტოა… მაგრამ ამ ფოტოს წყალობით ის ნამვილი ვარსკვლავი გახდა და მილიონობით ადამიანმა გაიცნო

23 December 2022
გოგონამ თავისი კივილით ყველა გააღვიძა… მშობლები ბავშვის ოთახისკენ გაიქცნენ, თუმცა ერთი წუთის შემდეგ მათ გონება დაკარგეს…

გოგონამ თავისი კივილით ყველა გააღვიძა… მშობლები ბავშვის ოთახისკენ გაიქცნენ, თუმცა ერთი წუთის შემდეგ მათ გონება დაკარგეს…

23 December 2022
მამა შვილთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.. ფოტოზე ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ დაწერილმა კომენტარმა კი, ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა..

მამა შვილთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.. ფოტოზე ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ დაწერილმა კომენტარმა კი, ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა..

23 December 2022

Recent News

ADVERTISEMENT

Browse by Category

  • Uncategorised
  • კულინარია
  • მთავარი
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ურთიერთობები
  • ჯანმრთელობა

© 2023 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2023 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Don`t copy text!