• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Tuesday, July 1, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

წერილი დედას – “მიყვარხარ, მაგრამ სამწუხაროდ პატიება არ შემიძლია”

by inew
3 January 2022
in საზოგადოება
0
წერილი დედას – “მიყვარხარ, მაგრამ სამწუხაროდ პატიება არ შემიძლია”
0
SHARES
662
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

“ვიცი, ჩემთან შეხვედრა გინდა, ლაპარაკი და მოფერება, მაგრამ უკვე სამი წელია, თავს ვებრძვი და ვერა და ვერ ვახერხებ საკუთარი თავი დავიყოლიო – მიდი, ელაპარაკე, ის ხომ დედაშენია, მან გაგაჩინა-მეთქი.

ამის გაფიქრებაზე ისევ სიბრაზე მიპყრობს – მან ხომ მიმატოვა, სხვაზე იოლად გამცვალა. რა ვქნა, დედა, ვერ გპატიობ, ასე იოლად რომ დამტოვე. მართალია, მამას გადაულოცე ჩემი თავი, მაგრამ მე ხომ დამკარგე, ხომ მომიცილე?

არადა, დედობა იმან გამიწია, ვისაც არ გავუჩენივარ. წლების განმავლობაში მამაჩემის მეორე ცოლი მეგონა დედა და ძალიან ბედნიერი ვიყავი.

გამოჩნდი და თავზარი დამეცა. მამაც და დედაც (დედას ვეძახი ჩემს გამზრდელს), მეგობრებიც და ჩემი მოძღვარიც მეუბნებიან: “შეუნდე, აპატიე, ის ხომ შენი დედაა. ვინც შენდობა არ იცის, დიდ ცოდვაში დგამს ფეხს, ვისაც სიყვარული არ შეუძლია, უბედურიაო.

მე ძალიან მიყვარხარ და მაინც ვერაფრით გპატიობ. დრო სჭირდება ყველაფერსო, – ეგეც მითხრეს. და თუ დროს შეუძლია ბევრი რამ, იქნებ შევძლო და მოვიდე შენთან”.

ეს წერილი 20 წლის გოგონამ მომიტანა და მთხოვა, გამომექვეყნებინა, მერე კი თავისი ამბავიც მიამბო.

თანაკლასელები “ლამაზების დედოფალს” ეძახდნენ ლალის. ბევრს მოსწონდა. მან კი თემო არჩია და შეიქმნა ტკბილი ოჯახი. წელიწად-ნახევრის შემდეგ ლალი მიხვდა, რომ ბედნიერი არ იყო. მას სხვა შეუყვარდა. ქმრის გულისტკენას არ დაეძებდა, მაგრამ 7 თვის ანი როგორ უნდა მიეტოვებინა.

შეყვარებულები გერმანიაში აპირებდნენ საცხოვრებლად გადასვლას. ბავშვი იქ სრულიად ზედმეტი იყო. უცხოეთიც რომ არ ყოფილიყო, ისედაც ატყობდა ლალი, რომ მის მიჯნურს, რომელიც სულ მალე მეუღლე გახდებოდა, არ ეჭაშნიკებოდა “სხვა კაცის” შვილი.

ცოტა ხანში, მან ახსნა-განმარტებაც მიაყოლა: ანი მამას უნდა დაუტოვო, ჩვენ იქ ბავშვს ვერ ვიყოლიებთ, არ მინდა, ამის გამო პრობლემები შემექმნასო და ლალიმაც იოლად დათმო შვილი.

ყველაფერი უცებ მოხდა.

– მე სხვა მიყვარს, ჩვენი შეუღლება შეცდომა იყო! – უთხრა ქალმა ქმარს.

– ბავშვი ჩემთან დარჩება! – იყო თემოს პასუხი.

– ასეც ვაპირებდი! – თქვა და კარი გაიხურა, რომლის მიღმა ყველაზე ძვირფასი არსება დარჩა.

გერმანიაში სამი წელი დაჰყვეს, მერე საფრანგეთში გადაინაცვლეს. ლალი არ მუშაობდა, თუმცა ქმარი მართლაც არაფერს აკლებდა.

თემომ ლალის წასვლიდან 2 წელიწადში ცოლი შეირთო. ნებისმიერი კაცისთვის მძიმე ასატანია ცოლის სახლიდან წასვლა, მით უმეტეს, თუ ცოლ-ქმარს მანამდე ძალიან უყვარდა ერთმანეთი, მაგრამ თემო იმ კაცების რიცხვს არ მიეკუთვნებოდა, დარდით რომ დეპრესიაში ვარდებიან.

ერთადერთი, რაც ძალიან უნდოდა, ის იყო, რომ მის საყვარელ გოგონას თბილი, მზრუნველი და მოსიყვარულე ქალი ჰყოლოდა გვერდით, რომელიც დედის მაგივრობას გაუწევდა. მალე იპოვა კიდეც. დანახვისთანავე მიხვდა, რომ თამარი სწორედ ის ადამიანი იყო, ვისაც ეძებდა. დედინაცვალი დედად იქცა.

ორი შვილი შეეძინათ, მაგრამ თამარი განსაკუთრებით თბილად ანის ექცეოდა. ამას ასე ხსნიდა – ხომ იცით, სიყრმის შვილი სულ სხვანაირად უყვართ მშობლებსო. უცხოებთან და ახალ ნაცნობებთან ყოველთვის მალავდა, რომ ანი მისი ღვიძლი შვილი არ იყო.

როცა ლალი მეუღლესთან ერთად საქართველოში დაბრუნდა, ანი 17 წლის იყო. ლალიმ შვილის ნახვა მალევე მოისურვა, მაგრამ მისგან სასტიკი უარი მიიღო. თამარი შეხვდა კიდეც ლალის და უთხრა, რომ გოგონა ძალიან განიცდიდა “ციდან ჩამოვარდნილი დედის” გამოცხადებას.

სთხოვა, – აცალე, ამასთან შეგუებას დრო სჭირდებაო. ლალიმაც გაითვალისწინა მისი რჩევა. მას შემდეგ სამი წელი გავიდა, მაგრამ ანიმ ვერა და ვერ გადადგა დედისკენ ნაბიჯი… იქნებ, ამ ნაბიჯად ეს წერილი გამოდგეს..

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

სიყვარული ბრმაა, ჩემმა მეუღლემ და დედამთილმა ჩემი ბინის წართმევა მოისურვეს

Next Post

რა წერილი დაწერა ცოლისგან გაბეზრებულმა ქმარმა – თქვენი ქმარი არ წერს ასეთ ბარათებს?

Next Post
რა წერილი დაწერა ცოლისგან გაბეზრებულმა ქმარმა – თქვენი ქმარი არ წერს ასეთ ბარათებს?

რა წერილი დაწერა ცოლისგან გაბეზრებულმა ქმარმა – თქვენი ქმარი არ წერს ასეთ ბარათებს?

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In