• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, January 9, 2026
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

,,აბორტის ფული მაგიდაზე დამიდო დედამისმა, სახლიდან გავაგდე და ის ფულიც სახეში მივაყარე. ბიჭს ცოლი მოაყვანინა… ორსულობის გამო, დედაჩემმა მცემა კიდეც, მამაშენი მოგკლავსო” – 1 000 დოლარად გაყიდული ჩვილის დედის ემოციური აღსარება

by inew
8 January 2026
in საზოგადოება
0
,,აბორტის ფული მაგიდაზე დამიდო დედამისმა, სახლიდან გავაგდე და ის ფულიც სახეში მივაყარე. ბიჭს ცოლი მოაყვანინა… ორსულობის გამო, დედაჩემმა მცემა კიდეც, მამაშენი მოგკლავსო” – 1 000 დოლარად გაყიდული ჩვილის დედის ემოციური აღსარება
0
SHARES
521
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

“ამ ამბის მოყოლა თამუნა მუსერიძის ემოციურმა ვიდეო მიმართვამ გადამაწყვეტინა. ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მინდა მეც გიამბოთ ჩემზე. სულ მეშინია, მეც არ აღმოვჩნდე ერთ დღეს მსგავსი პრობლემის წინაშე და ამას რომ ვაანალიზებ, არ მაქვს პასუხი, არ ვიცი, მაშინ რას გავაკეთებ.

ბევრჯერ მიფიქრია, მე თვითონ დამეწყო ჩემი ბიოლოგიური შვილის მოძებნა, მაგრამ რომ ვაანალიზებ ყველაფერს, მერე ისევ ვჩერდები, ვხვდები, ამდენი წლის შემდეგაც არ ვარ ამისთვის მზად. ამდენი წლის მერეც ვცდილობ გავამართლო ჩემი თუ ჩემი ოჯახის გადადგმული ნაბიჯი. ზოგჯერ ვბრაზდები, ზოგჯერ ვამბობ სხვა გზა არ იყო-მეთქი. ზოგჯერ ვფიქრობ, ეს ნაბიჯი რომ არ გადამედგა, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება. ძნელია, როცა სულ შიშით გიწევს ცხოვრება და არ იცი, რა იქნება ხვალ.

მინდა ჩემი ისტორია გიამბოთ, ოღონდ ერთს გთხოვთ, ამ სტატიის ქვეშ უარყოფით კომენტარებს ნუ დაწერთ, ეს არის ერთი ჩვეულებრივი გოგონას ამბავი, რომელიც ძალიან განიცდის მომხდარს და რომელსაც სინდისი აწუხებს.

მას შემდეგ, რაც ამდენ ამბავს ვისმენ, საერთოდ მოსვენება დავკარგე. ვხვდები იმასაც, რომ ეს მარტო მე არ ჩამიდენია და ჩემსავით ბევრი გოგონა აიძულეს გაეშვილებინა თავისი პატარა, თუმცა ახლა ვხვდები, რომ ეს ჩემი სისუსტის ბრალი იყო. იმ საზოგადოების ბრალი იყო, რომელ საზოგადოებაშიც ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ”, – გვიამბობს ატირებული ქალი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, მაგრამ თავისი ემოციები და ჩვილის გასხვისების საოცარი ისტორია გაგვიზიარა.

– გვიამბეთ თქვენზე.

– ცოტა შორიდან დავიწყებ. გავიზარდე ტრადიციულ ქართულ ოჯახში, სამი და ვართ და მშობლები მზრუნველობას არ მაკლებდნენ. სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი და რომ დავამთავრე, თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე. მშობლებმა ბინა დამიქირავეს, მაშინ ეკონომიკურად ძალიან ჭირდა და ჩემთან ერთად ბინაში ჩემი თანაკურსელი გოგო ცხოვრობდა. ჩვენ ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით. რადგან ბინის ცალკე დაქირავების საშუალება არც მის მშობლებს ჰქონდათ, ერთად ვიქირავეთ და თანხასაც ვიყოფდით.

მშობლები იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდნენ. ეს გოგოც იმერელი იყო, ჩვენს მშობლებს საერთო ნაცნობებიც აღმოაჩნდათ და მშვიდად იყვნენ. სოფლის პროდუქტებს გვიგზავნიდნენ და ძირითადად, ამით გაგვქონდა თავი, მაშინ ფულის შოვნა იოლი არ იყო. საბურთალოზე, კერძო სახლში, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, კიდევ რამდენიმე ოთახი იყო გაქირავებული და იქაც სტუდენტები იყვნენ.

რამდენიმე ადამიანმა იცის ეს ამბავი და შეიძლება ამოიცნოს კიდეც ჩემი ისტორია, მაგრამ ესეც აღარ არის უკვე პრობლემა, მინდა ეს განცდები, რაც სულს მიფორიაქებს, გიამბოთ.

ამ ნაქირავებ ბინაში ყოფნის დროს გავიცანით ბიჭი, რომელიც იმავე ეზოში ცხოვრობდა. ისიც სტუდენტი იყო, რაიონიდან იყო ჩამოსული. დედამისი ვაგზალზე ვაჭრობდა და სახლში ღამით მოდიოდა. ისიც კარგად მიცნობდა. დავუახლოვდით ერთმანეთს და შემიყვარდა. ბიჭი ცოლობას მპირდებოდა, მეგონა მასაც ძალიან ვუყვარდი.

მეოთხე კურსზე ვიყავი, მისგან ფეხმძიმედ რომ დავრჩი.

მერე გავიგე, რომ მისი ოჯახი ჩვენი ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, განსაკუთრებით დედამისი.

შეყვარებულმა რომ გაიგო, ორსულად ვიყავი, სერიოზულად ვიჩხუბეთ, აბორტის გაკეთება მომთხოვა, ამის გამო დავშორდით ერთმანეთს.

ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ვიყავი, ისე განვიცადე ეს ამბავი, არაფრის გაგონება და მოსმენა არ მინდოდა. დედამისმა სასწრაფოდ დააცლევინა ის ნაქირავები ბინა და სხვაგან გადავიდნენ. ძალიან შეურაცხყოფილი ვიყავი მისი ქცევებით, ვიჯექი სახლში და ვტიროდი. არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. ვერც სახლში, ჩემებთან ვამბობდი ამ ამბავს, რადგან ვიცოდი, ჩემი ოჯახი ამ ფაქტს არ შეეგუებოდა და დიდი კონფლიქტები მელოდა წინ.

როცა დავრწმუნდი, ის ბიჭი არ დაბრუნდებოდა, ბავშვის მოშორებაზე ბევრჯერ მეც ვიფიქრე, მაგრამ ვერც ეს გადაწყვეტილება მივიღე. ამ ყველაფრის მიუხედავად, ისე მიყვარდა, გულის სიღრმეში ვფიქრობდი, რომ ისევ გამოჩნდებოდა და შევურიგდებოდი, მაგრამ ასე არ მოხდა, მაშინ არც მობილური ტელეფონები იყო, მოკლედ არ მქონია მასთან კავშირი.

კარგა ხანს ჩემს მეგობარ გოგოსაც არ ვეუბნებოდი ფეხმძიმობის ამბავს. მესამე თვეში ვიყავი რომ ვუთხარი და მანაც ძალიან ინერვიულა, დამპირდა, რომ მოძებნიდა ამ ბიჭს და თვითონ დაელაპარაკებოდა, მამშვიდებდა, რომ ის არ დამტოვებდა და ცოლად მომიყვანდა. იმ წელს ამთავრებდა სწავლას ის ბიჭი. ჩემმა მეგობარმა ჯერ დედამისი გამოძებნა ბაზარში და მას უამბო, თუ როგორ განვიცდიდი ამ ამბავს. მეორე დღეს, ეს ქალი ბინაში მოვიდა, მოითხოვდა გავყოლოდი და აბორტს გამიკეთებდა, მაგრამ ვერ დამიყოლია.

მერე მაგიდაზე დამიდო ფული და მითხრა, ასე ჯობია შენთვის, შვილიანად გათხოვება უფრო გაგიჭირდებაო. ისიც კატეგორიულად თქვა, ჩემი შვილი პასუხისმგებლობას ვერ აიღებსო. მაშინ სახლიდან გავაგდე, სახეში მივაყარე ის ფულიც. არაფრის გაგონება არ მინდოდა.

მერე ვიღაც ნათესავი მოაგზავნა, ისიც აბორტის გაკეთებას მთხოვდა, მაგრამ კატეგორიული უარი ვთქვი. ვინ იცის, რამდენი ცრემლი დამიღვრია. სახლიდანაც გავიქეცი, ძალიან დასტრესილი ვიყავი, არაფრის გაგონება არ მინდოდა, არც ჩემს მეგობარ გოგონას ვიკარებდი ახლოს. რომ გავაანალიზე ყველაფერი, მერე გადავწყვიტე, როგორმე ნაყოფი მომეცილებინა, ორ ადგილას მივედი, მაგრამ უარი მითხრეს, ნაყოფი დიდიაო. ეშინოდათ, რამე არ მომსვლოდა. ვეუბნებოდი, ხელს მოგიწერთ-მეთქი, მაგრამ უარი მითხრეს. მზად ვიყავი მომკვდარიყავი, ოღონდ მომეცილებინა.

გაირკვა, რომ ჩემი დაქალი ჩემს სოფელში ჩავიდა და ეს ამბავი დედაჩემს უამბო. ახლაც თვალწინ მიდგას დედაჩემის განრისხებული სახე, რომ ჩამოვიდა და ჩხუბი დამიწყო. რომ იტყვიან, სისხლი გადმოდიოდა თვალებიდან, მლანძღავდა, მცემა კიდეც, ისიც მოითხოვდა ნაყოფი სასწრაფოდ მომეცილებინა. მამაშენი მოგკლავსო.

მოკლედ დიდი ამბები იყო, სასწრაფოდ წამიყვანა ექიმთან, მასაც უმტკიცებდნენ მოკვდება, აბორტი არაფრით არ შეიძლებაო, მაგრამ ჯიუტად იმეორებდა, მოკვდეს, ეს ბავშვი არ უნდა გაჩნდესო. ყველამ უარი თქვა აბორტზე. იმას ვნატრობდი, ამ ფეხმძიმობას გადავყვებოდე-მეთქი.

– გააჩინეთ პატარა?

– სწავლის თავი სად მქონდა, აკადემიური ავიღე, ორსული ხომ არ ვივლიდი უნივერსიტეტში, ეს ამბავი გახმაურდებოდა. მეცხრე თვეში ვიყავი, როცა დედამ თბილისიდანაც წამიყვანა, კახეთში, სადაც დედაჩემის ბიძაშვილი იყო გათხოვილი. ეს ქალი მარტო ცხოვრობდა, მისი ქმარი რუსეთში იყო სამუშაოდ წასული. მთელი ორსულობა სრული ტანსაცმელი მეცვა და ვიზუალურად ძალიან არ მეტყობოდა. ძალიან არ გამზრდია მუცელი.

საქმის გარჩევებიც იყო, იმ ბიჭსაც სთხოვდნენ, რომ მე ცოლად მოვეყვანე, მაგრამ მალე გავიგე, რომ თურმე დედამისმა სასწრაფოდ ცოლი მოაყვანინა, ოღონდ ჩემზე არ ექორწინა. გადაწყდა, შვილი უნდა გამეჩინა და ბავშვს გააშვილებდნენ.

კახეთში ისე ვიმშობიარე, რომ ეს ამბავი მამაჩემს არც გაუგია. მამაჩემი ძალიან მკაცრი იყო, რომ გაეგო, შეიძლება ტყვიაც ესროლა ჩემთვის.

კახეთის სამშობიაროში ვიმშობიარე და დაიბადა გოგონა, რომელიც იქ დავტოვეთ. ვიცი, რომ ეს ბავშვი გააშვილეს. ამ საქმეში ვინც იყო ჩარეული, იმან იპოვა წყვილი, რომელსაც შვილი უნდოდა და გაყიდეს.

1990-იანი წლები იყო, მგონი 1000 დოლარი აიღეს. მე იმ ფულს არ შევხებივარ, ის ფული დედაჩემმა იმ ნათესავს გაუნაწილა.

ჩვენს სოფელში ბევრს არ გაუგია ეს ამბავი, მამაჩემი ისე გარდაიცვალა, რომ არაფერი იცოდა. რამდენიმე ახლობელმა იცის მხოლოდ.

– მერე სხვა ოჯახი შექმენით?

– მაშინ მოტაცებაც ხშირი იყო. ჩვენს სოფლელ ბიჭს ვუყვარდი ძალიან და ცოლობას მთხოვდა, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, მე არც მიყვარდა და ამ ამბის შემდეგ მას ვერ გავყვებოდი. მან მაინც მომიტაცა, მაგრამ არ დავრჩი, მაშინ იმ ბიჭს ვუთხარი ქალიშვილი რომ არ ვიყავი და ორი დღის მერე სახლში დავბრუნდი… გავიდა წლები, სწავლა არ დამიმთავრებია, ამიტომ ფიზიკურად ვმუშაობდი, ბაზარში ვვაჭრობდი, ძალიან ბევრს ვშრომობდი. იქ გავიცანი ჩემი ქმარი. მეუღლესთან გაშორებული იყო, პირველი ქორწინებიდან შვილი ჰყავდა და მისი ცოლი გავხდი. მასთან ორი შვილი მყავს და ნორმალური ოჯახი გვაქვს, კარგი შვილები. უფროსი დაოჯახებულია და ორი შვილიშვილი მყავს, მეორე, გოგონა მყავს, მასაც ჰყავს შეყვარებული და მალე ექნება ქორწილიც. ძალიან კარგი ბიჭია ჩემი სასიძო, კარგი ოჯახი აქვთ.

რამდენიმე წელი ემიგრაციაშიც ვიყავით ისრაელში მე და ჩემი ქმარი, ყველანაირი პირობები შევუქმენით მათ და დავბრუნდით. ყველაფერი მაქვს, მოსიყვარულე მეუღლე, შვილები, შვილიშვილები, ძალიან კარგი რძალი, მაგრამ ბოლო პერიოდია განსაკუთრებით მოსვენება დავკარგე.

ამდენი გაშვილებული ბავშვის ამბის მოსმენის შემდეგ სულ ვფიქრობ, იქნებ ჩემი შვილიც მეძებს. იქნებ მათ შორის რომელიმე ჩემი შვილია. ის ახლა უკვე 45 წლის იქნება.

არ ვიცი, რა გარემოში გაიზარდა. არასდროს დავინტერესებულვარ მისი ადგილსამყოფლით და მისი ცხოვრებით. ერთი ვიცი, რომ თავის დროზე, როცა ის გააშვილეს, ამბობდნენ, რომ შეძლებულ ოჯახს მიაშვილეს. ჩემმა ქმარმა და არც ჩემმა შვილებმა არ იციან ეს ამბავი. ამდენი წლის მერე რომ მოხდეს სასწაული და ეს ამბავი გახმაურდეს, არ ვიცი, ამას რა მოჰყვება. ალბათ არც შვილები და არც მეუღლე არ მაპატიებს ამას და შეიძლება ყველაფერი თავზე ჩამომემხოს. ამიტომ, არც მიცდია მისი მოძებნა.

როგორ მაინტერესებს, მასზე ყველაფერი მინდა ვიცოდე, მაგრამ მეშინია. ხშირად ვათვალიერებ გვერდს “ვეძებ” და სათითაოდ ყველა ამბავს ვკითხულობ, ვათვალიერებ ფოტოებს, იქნებ რომელიმე რამეთი მივამსგავსო ჩემს შვილს- მეთქი. არ ვიცი, როგორია, როგორ ცხოვრობს, რა გამოიარა. იქნებ მასაც საერთოდ არ უნდა ამდენი წლის მერე ჩემი მოძებნა. მე გაორებული ვარ. არ ვიცი, რა მინდა, არც ის ვიცი, ეს ამბავი ჩემმა შვილებმა რომ გაიგონ, როგორ მოიქცევიან. ამიტომ, მესმის იმ ქალების, რომლებიც ჩემს დღეში არიან. რომლებიც თავის დროზე საზოგადოების და ოჯახების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მსხვერპლები გახდნენ. მიფიქრია იმაზე, მე რომ არ გადამედგა ეს ნაბიჯი და ჩემს შვილთან ერთად სადმე გადავსულიყავი, რა მოხდებოდა. ალბათ ყველა მაქცევდა ზურგს და არ ვიცი, შევძლებდი თუ არა მის გაზრდას. მაშინ სხვა დრო იყო, ყველა სხვის აზრს უწევდა ანგარიშს, ეს დიდ სირცხვილად ითვლებოდა.

– თქვენ ახლა რატომ გადაწყვიტეთ ამ ამბის მოყოლა?

– როგორც აღვნიშნე, გაშვილებული ბავშვების შესახებ ხშირად ვათვალიერებ ჯგუფს, ყველა გოგოს ისტორიას დაბეჯითებით ვისმენ. ვინ იცის, რამდენჯერ გამივლია გულში იქნებ ჩემი შვილიც მეძებს-მეთქი, მაგრამ როცა ამაზე ვიწყებ ფიქრს, რომ შეიძლება მართლა გამოჩნდეს, მაშინვე მეწყება უარყოფა, არ მინდა ეს მოხდეს. არ ვიცი, რატომ.

ამიტომ კარგად მესმის თამუნა მუსერიძის დედის, ეს რაღაცნაირი გრძნობაა, შიშიც ახლავს, არ ვიცი, როგორ ავხსნა ეს ყველაფერი. შეიძლება ოჯახისგან უარყოფის შიშიცაა.

ისიც მესმის, რომ ამ ბავშვებსაც უნდათ გაიგონ ბიოლოგიური მშობლების ვინაობა. პატარაა საქართველო და მართლა შეიძლება შეხვდნენ ერთმანეთს და-ძმები, ან მათი შვილები და აუცილებელია იცოდნენ წარმომავლობა. უბრალოდ, მინდა ყველა გასაგონად ვთქვა, ნუ დაადანაშაულებთ ჩემნაირ დედებს. მაშინ სულ სხვა დრო იყო, უქმროდ ბავშვის გაჩენის გამო აუცილებლად ტალახს გესროდნენ. ახლა არც ჩემი მშობლები არიან ცოცხლები და მათი სრულად დადანაშაულებაც არ იქნება სწორი. მთავარი შეცდომა მე დავუშვი, როცა მეგონა ვუყვარდი და დავუშვი ასეთი რამ მომხდარიყო.

ჩემს შვილს ბოდიშს ვუხდი, რომ ვერ შევძელი მისი მიღება და გაზრდა.

იმაზეც მიფიქრია, რომ მოხდეს სასწაული და გამოჩნდეს ჩემი გოგონა, მერე რა მოხდება. შეიძლება მოძებნა გენეტიკური მამა, მასაც სხვა ოჯახი აქვს შექმნილი როგორც ვიცი, მან შეიძლება უთხრას, რომ მისი არსებობის ამბავი არ იცოდა, არადა, ძალიან კარგად იცოდა და თვითონ მაიძულებდა მომეშორებინა ნაყოფი. ამიტომ ნუ ენდობით ასეთ მამებსაც, რომლებიც ხელს მხოლოდ ქალების დასადანაშაულებლად გაიშვერენ. მარტო ქალების ბრალი არ არის. არც იმ ზღაპრების მჯერა, რომლებიც ამბობენ, რომ მათ შვილები მოჰპარეს. ბევრი ახლა ასე ფუთავს ამ ამბავს, არადა, ყველამ იცის, რომ მაშინ თავისუფლად ყიდდნენ საკუთარ შვილებს. ეს არის მწარე რეალობა. მინდა მივმართო ჩემს შვილს, მაპატიე, ამდენი წლის მერეც არ ვარ მზად შენს მისაღებად. იმედი მაქვს, რომ კარგი ადამიანი ხარ, კარგი ოჯახი გაქვს. ალბათ ჯობია ასე გავაგრძელოთ და ეს ამბავი ასე ბოლომდე საიდუმლოდ დარჩეს.

წყარო: კვირის პალიტრა 

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

,,ჩემს ქმარს ბავშვის ძიძამ გაუჩინა შვილი, რაც ჩემს ოჯახში მოხდა, სერიალის კარგ სცენარისტსაც არ დაესიზმრებაო“ – გაუბედურებული ქალის მონათხრობი

Next Post

ვალუტის კურსი შეიცვალა – რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს?

Next Post
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ პენსიონრებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო!

ვალუტის კურსი შეიცვალა - რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს?

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
  • რემონტის შემდგომი დალაგება
  • ოფისების დალაგება
მანქანის ქიმწმენდა
დასუფთავების კომპანია
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In