ოჯახის მეთაურობა მამაკაცის პირდაპირი მოწოდებაა.
თითქმის ყველა ქალი მამაკაცისგან ორ რამეს ელის:
პირველ რიგში, გადაწყვეტილების მიღების უნარი (ანუ სიმტკიცე) და მათზე პასუხისგებლობის აღება.
ხანდახან მამაკაცს, რომელსაც საქმიანი და აქტიური ცოლი ჰყავს, ჰგონია, რომ მისგან ქალი სრულ მორჩილებასა და თანხმობას ელის, მაგრამ ეს ასე არ არის.
ქალის დირექტიული ქცევა შესაძლოა მამაკაცის სისუსტით გამოწვეული რეაქციაა, სინამდვილეში კი ის ქმრისგან სიმტკიცეს ელის და ფიქრობს: “რაიმე სახის გადაწყვეტილება მაინც მიიღე”.
იყო ოჯახის მეთაური, პასუხისმგებელი პირი – მამაკაცის პირველი მოწოდებაა:
“ქმარი ცოლის თავია, როგორც იესო ტაძრის მთავარი, ის ხომ სხეულის მხსნელია”.
მეორე, რაც ნებისმიერ ქალსა და ცოლს სურს – ეს ყურადღებიანი, მამაკაცის მხრიდან მის მიმართ მზრუნველი დამოკიდებულებაა.
ქალის ბუნებაში ხომ ღვთისგან ჩადებულია ძლიერი მამაკაცის მხრებისკენ სწრაფვა, ადამიანისკენ, რომელსაც მასზე ზრუნვა, მისი დამშვიდება და თანადგომა შეუძლია.
თუ ის მამაკაცში ამას ვერ იპოვის, მისი ქმედება აღარ შეესაბამება ქალის ბუნებასა და დანიშნულებას. ამის გამო იტანჯება, როგორც ქალი, ისე მისი ქმარი.
ერთის მხრივ, სიმტკიცე და პასუხისმგებლობა, მეორეს მხრივ კი, სინაზე და ყურადღება – ეს არის გასაღები საყვარელი ქალის გულის მოსაგებად.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასებე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია