ლაგოდეხი-თბილისის გზაზე ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი მანქანა შეეჯახნენ – არის მსხვერპლი.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ავტომობილში მყოფი ერთი პირი. ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაშავებულის შესახებაც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.