ალბათ, ადრე თუ გვიან, ყველა ფიქრობს იმაზე, თუ როგორ უნდა დაიწყოს ცხოვრება ნულიდან. ზოგიერთისთვის საკმარისია ნებისყოფა მოიკრიბოს და პირველი ნაბიჯი გადადგას.
ზოგს კი ამ გადაწყვეტილების მიღება მანამდე არ შეუძლია, სანამ არ შეხვდება ადამიანს, რომელიც მას ამაში დაეხმარება.
ჩვენი დღევანდელი ისტორიის გმირი ქმარმა ყველაზე რთულ დროს მიატოვა, დედამთილმა კი შვილის ნახვა აუკრძალა. როგორ მოახერხა ნატალიამ ამ ყველაფერთან გამკლავება, ქვემოთ წაიკითხავთ:
- როგორ დავიწყოთ ცხოვრება სუფთა ფურცლიდან
როცა ავარიაში მოვყევი, ჩემმა ქმარმა მითხრა სიტყვები – მე ცხოვრება უნდა
გავაგრძელო, შენ კი მომავალო არ გაქვსო… კი, დიდხანს დავრჩი საავადმყოფოში, მერე ეტლში ჩავჯექი და სახლში წავედი. განსაკუთრებული მოვლა მჭირდებოდა, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ, ადრე თუ გვიან, ეს ტანჯვა დამთავრდებოდა.
ჩემი ქმარი სხვაგვარად ფიქრობდა. სინანულით და რაღაც ზიზღით შემომხედა. ამან თავი კიდევ უფრო საშინლად მაგრძნობინა, მაგრამ ყველაფერს გავუძელი. მჯეროდა, რომ ოდესმე ცხოვრების ნულიდან დაწყებას შევძლებდი.
შემთხვევის შემდეგ დედამთილმა შემომთავაზა, ჩემი ქალიშვილი თავისთან წაეყვანა. დავთანხმდი, რადგან მარგოს ზრუნვა სჭირდებოდა და არ მინდოდა ჩემს ქალიშვილს ასეთ საშინელ მდგომარეობაში ვეყურებინე. როცა გამომწერეს, ჯერ კიდევ ზედმეტად დათრგუნული ვიყავი ბავშვის სახლში წასაყვანად.
ნელ-ნელა დავიწყე გონზე მოსვლა და უამრავ პრობლემას შევეჩეხე, მაგალითად, სამუშაოსა და ფულის ნაკლებობას. ადრე ტექსტილის ფაბრიკაში ვმუშაობდი, ახლა ეს შეუძლებელი იყო.
- მნიშვნელოვანი შეხვედრა
საღამოობით სახლთან ახლოს პარკში ან ეზოში ვზივარ. ერთხელ იქ შემთხვევით შევხვდი ალექსის, რომელიც ჩემი ძველი ნაცნობია. ადგილობრივ რედაქციაში მუშაობს. ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით, მაგრამ როცა გავთხოვდი, ჩვენი კომუნიკაციაც გაწყდა.
ალექსი შოკში ჩავარდა, როცა ჩემი ამბავი შეიტყო. ჩაიზე დავპატიჟე, ვისაუბრეთ და მან რედაქციაში ნახევარ განაკვეთზე მუშაობა შემომთავაზა. სახლიდან მუშაობა შესაძლებელი იყო და ძალიან ბედნიერი ვიყავი.
ალექსი ჩემთან ხშირად მოდიოდა, რათა ჩემთვის საქმის სპეციფიკა ესწავლებინა. ის ჩემ მიმართ ყურადღებასა და მზრუნველობას იჩენდა, მრცხვენოდა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, თან მომწონდა.
რაღაც მომენტში მან ყველაფერი აღიარა: „უნივერსიტეტში მომწონდი, მაგრამ როცა გათხოვდი, მივხვდი, რომ ეს დასასრული იყო. არ მინდოდა შენს ცხოვრებაში შემოსვლა, ამიტომ უბრალოდ გავქრი. მაგრამ ახლა, როცა აქ ვარ, შენს გვერდით, მინდა ვაღიარო, რომ ჩემი გრძნობები არსად წასულა”.
- ახალი ცხოვრება
ამ აღიარებამ ამაფორიაქა… არ მინდოდა რაღაცების დაჩქარება, მაგრამ რაც უფრო მეტად ვიყავი ალექსის გვერდით, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ის იდეალური მამაკაცი იყო. რამდენიმე თვის შემდეგ ხელი მოვაწერეთ და ერთად დავიწყეთ ცხოვრება.
ალექსის წყალობით საბოლოოდ შევძელი ჩემი ქალიშვილის წამოყვანა დედამთილისგან და გამოჯანმრთელება. ნელ-ნელა ფეხებში მგრძნობელობა დამიბრუნდა. ძალიან მტკიოდა, მაგრამ ვვარჯიშობდი, თითქოს იმედი ჩამესახა…
დაიწყო რეაბილიტაციის ხანგრძლივი პერიოდი. ვმუშაობდი დისტანციურად, ვზრუნავდი ჩემს ქალიშვილზე, ალქესი კი ჩვენი პატარა ოჯახისთვის ბევრს მუშაობდა.
ცხოვრება ნელ-ნელა გაუმჯობესდა, ყველაფერი კარგად იყო და ერთ დღესაც ჩემი ყოფილი ქმარი დაბრუნდა… მან პატიება მტხოვა, მითხრა, რომ მისი ერთადერთი სიყვარული ვიყავი და ამას გვიან მიხვდა. მე კი ვუთხარი, რომ მე ცხოვრებას ვაგრძელებდი, მას კი მომავალი არ ჰქონდა…
კარი ცხვირწინ მივუხურე და სახლში შემოვედი სადილის გასაკეთებლად. ეს ისეთი სამარცხვინო იყო მისგან… მაგრამ ცხოვრება გრძელდება!
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..