აშშ დოლარი გამყარდა და 2.6982ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6974 ლარი იყო. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.08 თეთრით გაუფასურდა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1512 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1595 ლარს შეადგენს. შესაბამისად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.83 თეთრით გამყარდა.
თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0627 ლარს შეადგენს.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.24 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.6275 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 9 იანვარს შევა ძალაში.


