• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, May 9, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ამათ სახლში უბრალოდ მოსამსახურე ვარ.. ჩემ ჭკუაზე სკამსაც კი ვერ გადავდგავ.. მათ ჭკუაზე უნდა ვიარო.. არვიცი როგორ მოვიქცე..“

by inew
6 March 2023
in საზოგადოება
0
„ამათ სახლში უბრალოდ მოსამსახურე ვარ.. ჩემ ჭკუაზე სკამსაც კი ვერ გადავდგავ.. მათ ჭკუაზე უნდა ვიარო.. არვიცი როგორ მოვიქცე..“
0
SHARES
1.2k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

ტრადიციულ ქართულ ოჯახებში, სადაც ორი-სამი თაობა ერთად ცხოვრობს, ბევრი პრობლებაა, რომელზეც ხმამაღლა საუბარს ერიდებიან. ამიტომ ძალიან გახშირდა სოციალურ ქსელებში ანონიმურად ოჯახური ურთიერთობების შესახებ საუბარი.

დიასახლისები ვინაობის გამხელის გარეშე უფრო თამამად ყვებიან, თუ რა სირთულეების წინაშე დგანან ყოველდღიურად და რამდენის მოთმენა უწევთ. ჩვენი მკითხველის წერილიც მორიგ ოჯახურ უთანხმოებას ეხება:

“უკვე 6 წელია გავთხოვდი, ამ ხნის მანძილზე 6-ჯერ არ ვყოფილვართ მე და ჩემი მეუღლე სადმე განმარტოებით, თუნდაც დასასვენებლად.

ვცხოვრობ დედამთილთან და მამამთილთან ერთად.

ვერ ვიქნები უმადური, გვეხმარებიან, ბევრი რამ არ არის ჩვენი საზრუნავი, მაგალითად, კომუნალურები, საჭმელი, მაგრამ არის რაღაცები, რისი მოთმენაც აღარ შემიძლია.

უკვე ისე მიჭირს ფსიქოლოგიურად, ამაზე ვერავისთან ვისაუბრებ ხმამაღლა. ვებრძვი ჩემს თავს. ყოველთვის იმას ვაკეთებ, რასაც ჩემი დედამთილი და მამამთილი მეუბნებიან, მორჩილად ვითმენ ყველაფერს, მაგრამ ეს შინაგანად მანგრევს.

ვერ ვისწავლე არას თქმა, მაშინ, როცა არ მინდა ჩემი სურვილის წინააღმდეგ წავიდე. მითხარით უმადური ვარ? უსამართლოდ ვბრაზდები იმაზე, როცა მაგალითად საკუთარი ნივთები არასდროს არ მხვდება თავის ადგილას? მეტიც, შეიძლება, რომ ასე უკითხავად გადამიყარონ, ან აიღონ გადაინახონ სადმე და მერე ვეღარ ვიპოვო.

ბავშვების ნივთებიც კი: საწოლი, სკამ-მაგიდა, ჭოჭინა ყველაფერი თითქმის ახალი, შენახული მქონდა ერთ პატარა ოთახში, რომელსაც სათავსოდ ვიყენებთ. მეგობარმა ბავშვი გააჩინა და შევპირდი, რაც მაქვს ყველაფერს მოგცემ-თქო, ვიცოდი, რომ მქონდა, სად გააქრეს, ცამ ჩაყლაპა, თუ მიწამ ვერსად ვეღარ მივაგენი.

რომ კითხავ, ხელებს ასავსავებენ და ერთმანეთს შესჩერებიან, არ გვახსოვსო. როგორ შეიძლება, ასეთი რამ არ გახსოვდეს?!

ბავშვის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი უკვე დაპატრავებული, თუ კი რამ შენახული მქონდა, ჩემმა დედამთილმა ყველაფერი ჩემს მაზლისშვილს მისცა. კი არ მენანება, უბრალოდ, რა უფლებით?! ხომ შეიძლება მკითხო?! ასე არაფრად რომ არ მაგდებენ, ამაზე მეშლება ნერვები, თან ვერც ვერაფერს ვეუბნები.

ჩემი დედამთილის ტრადიციის მიხედვით, ახალ წელს სოფელში მივდივართ ხოლმე და რამდენიმე კვირით ადრე, სანამ წავალთ ვიწყებთ სახლის ძირფესვიანად დალაგებას. მეც, თავისდავად, ჩართული ვარ და ვეხმარები, უბრალოდ, წინა დღეებში, რადგან პატარას ვირუსი ჰქონდა მაღალი სიცხეებით, იმდენად ვინერვულე არაფრის კეთება არ შემეძლო, შესაბამისად ვერ მივეხმარე.

თავად დაიწყეს დალაგება, მანამდე, რაც მოვასწარი, ჩემი და ბავშვების ნივთები გადავმალე, რომ ტრადიციულად „შემთხვევით“ სადმე არ გამქრალიყო.

საღამოს ოთახში ვარ და მესმის ჩემი მამათილოს ხმა, „ყველგან მაგის ნივთებია, ამოვსებულია სახლი, რათ უნდა ამდენი რამე გადაყაროსო, ერთი შეიხედე აბაზანაშიც თაროზეც კი ადგილი არ არისო“. რა თქმა უნდა, ჩემზე იყო საუბარი. ვერ ვხვდები რა დავუშავე, რას მერჩიან.

ჩემს ქმარს რომ ვუთხარი: „ნეტა რას იგონებ, იქნებ ჩემზე ლაპარაკობდნენო“, სიმწრით გამეცინა, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, რომ თავი მოვიტყუო.

სახლში უკვე იმდენად დაძაბული ვარ, ვინმემ შენიშვნა არ მომცეს, შეიძლება არც ჭამა გამახსენდეს, არც თaვის მოწესრიგება, რადგან უნდა დავულაგო, დავურეცხო საჭმელი გავუმზადო.

ვიცი, პირველ რიგში მე ვარ დამნაშავე, რადგან თავს ვხრი, მაგრამ ჩემს ქმარზეც ძალიან მწყდება გული, რადგან ყველაფერს ხედავს და ჩემი დაჩაგვრის საშუალებას აძლევს. არასდროს მისმენს, როდესაც რამეს შევჩივლებ, „ხო კარგი, მესმის მართალი ხარ“- ეს არის მისი პასუხი, ამ ყველაფრის გამოსასწორებლად, ან ჩემს მხარდასაჭერად კი არაფერს აკეთებს.

მგონია, რომ მოსამსახურე ვარ ამათ სახლში. ჩემი თავისთვის ვეღარ ვიცლი. ქალს აღარ ვგავარ. ჩემი დედამთილი კი კოსმეტოლოგებსა და ძვირიან თავის მოვლის საშუალებებს არ იკლებს.

სახლში ჩემს ჭკუაზე სკამსაც კი ვერ გადავაადგილებ. მათ ჭკუაზე უნდა ვიარო, რადგან მათ სახლში ვცხოვრობ, ამას კი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს ჩემი დედამთილი, რომ მისი და თავისი ქმრის შრომით შეძენილია და ჩვენ ჩვენით უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი ჭერი გვქონდეს.

ბავშვი რომ გავაჩინე, მათი პირველი შვილიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად ყოველთვის მყარად იყვნენ, ექვს თვემდე, სანამ დედაჩემმა და მამაჩემმა ფული არ მომცეს, საწოლი ვერ ვუყიდე.

ნელ-ნელა მოთმინების ფიალა ივსება. ხანდახან მინდა, რომ ბავშვებს ხელი მოვკიდო და გავქრე, რომ აღარასდროს დავინახო ესენი, მაგრამ წასასვლელიც არსად მაქვს.

ბოლო იმედი მაქვს, რომ ჩემი ქმარი გონს მოეგება და თვალებს გაახელს. ჩემი ერთადერთი სურვილი, ცალკე გადასვლა და ჩემს ქმარ-შვილთან ერთად ცხოვრებაა.”

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

ნია, 26 წლის

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„დედამისი საქვეყნოდ, ბოლო ხმაზე ღრიალებდა, შვილი ამ ბოზმა დედაკაცმა მომიკლაო..“

Next Post

„თუ ჩემი დედამთილი სახლში სამზარეულოს ვერ ვეკარები.. არაფერი არ გამომდის ნერვიულობისგან და ისიც სულ შენიშვნებს მაძლევს და მსაყვედურობს.. არვიცი რა გავაკეთო..“

Next Post
„თუ ჩემი დედამთილი სახლში სამზარეულოს ვერ ვეკარები.. არაფერი არ გამომდის ნერვიულობისგან და ისიც სულ შენიშვნებს მაძლევს და მსაყვედურობს.. არვიცი რა გავაკეთო..“

„თუ ჩემი დედამთილი სახლში სამზარეულოს ვერ ვეკარები.. არაფერი არ გამომდის ნერვიულობისგან და ისიც სულ შენიშვნებს მაძლევს და მსაყვედურობს.. არვიცი რა გავაკეთო..“

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In