მინდა, ჩემს შეცდომაზე მოგიყვეთ, ადამიანზე, რომელიც 12 წლის წინ ქმრად ავირჩიე. 3 წელი გავატარეთ ერთად.ეს ადამიანი მაწამებდა.
თუკი ქმარმა ცოლს რამე შეიძლება დაუშავოს, ყველაფერს ერთად აკეთებდა. არც ცემას ერიდებოდა, არც სიტყვიერ შეურაცხყოფას, არც ცილისწამებას. მიზეზი ყოველთვის ეჭვიანობა იყო.
ვეწინააღმდეგებოდი, როგორც შემეძლო. ვეუბნებოდი, რომ მშობლებთან დავბრუნდებოდი, მაგრამ მაშინვე მემუქრებოდა, აღმიწერდა, ჩემს ერთადერთ ძმას როგორ მოკლავდა ისე, რომ პოლიციას ვერაფერი გაეგო.
ერთ ზაფხულს ქობულეთში წამიყვანა. ვიცოდი, ეჭვიანობით იქაც არ მომასვენებდა, ამიტომ პლაჟზე კაბით დავჯექი, წყალშიც არ ჩავსულვარ, მას ველოდებოდი ქოლგის ქვეშ.
საღამოს ამის გამო ამიშარდა, გამოპრანჭული დაჯექი პლაჟზე, რომ კაცებს მოსწონებოდიო. ნაქირავებ სახლში ჩემი ცემა ვერ გაბედა, სამაგიეროდ, დილით ოთახის კარი გადაკეტა, გასაღები ჯიბეში ჩაიდო და წავიდა.
ასე ოთახში გამოკეტილი დამტოვა ზუსტად ორი დღე. ჩანთაში მედო ორცხობილების ორი შეკვრა და ორიც – მზესუმზირა. ოთახში რომ შევედით, სახლის დიასახლისს წყლით სავსე გრაფინი ედო მაგიდაზე და ის ორი დღე ასე გავატარე.
ქმარმა ქალებში კარგად რომ ინავარდა, მერე გამიღო კარი. გამიღო კი არა, გააღო და შემოვიდა, რომ დრონატარებს დაესვენა.
იმას, რაც დახვდა, ალბათ ვერც წარმოიდგენდა.ათი კაცის ძალა მომეცა,ვეფხვივით ვეცი, იატაკზე დავაგდე და ძალიან ვცემე! ღმერთმა იმით დამიფარა, რომ ხელში ბასრი საგანი არ მომხვდა, თორემ დავარტყამდი.
როგორც სახლის პატრონმა მითხრა, ნადირივით ვბღაოდი. ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ დამსვენებლები და სახლის პატრონიც დროულად მოვიდნენ და სადისტი ქმარი ხელიდან გამომგლიჯეს. ის ისე გაიქცა, როგორც მხდალ ადამიანებს სჩვევიათ.
სახლის პატრონმა ბოდიშები მიხადა, ოთახი რომ დაკეტილი იყო, უნდა მომეკითხეთ, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, დასასვენებლად ჩამოყვანილ ცოლს ასეთ დღეში თუ ჩააგდებდა, ასეთი რამ არც მსმენიაო.
მან და მისმა ქმარმა მანქანაში ჩამსვეს და მშობლებთან მიმიყვანეს. მათ იმ დღეს გაიგეს, რა ტანჯვაში ვიყავი. ჩემი ძმა იმ არაკაცს ეძებდა, რომ პასუხი მოეთხოვა. ის კი იმალებოდა, დედის კალთას ამოეფარა, რომ საკადრისი პასუხი არ მიეღო,
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია