• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Tuesday, July 1, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ამის გამო ხელით გამოიწია და სულ გამორჩენის ქალი მეძახა, არვიცი რა დავაშავე ამის ფასი

by inew
18 March 2023
in საზოგადოება
0
ამის გამო ხელით გამოიწია და სულ გამორჩენის ქალი მეძახა, არვიცი რა დავაშავე ამის ფასი
0
SHARES
5k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

ნუთუ მირაჟი იყო ჩვენი ურთიერთობა? რატომ განელდა სიყვარული? მეკითხება ირმა და შემდეგ თავისი ცხოვრების შესახებ მიამბობს: ნიკა მეგობრის ოჯახში გავიცანი. მაშინვე თვალი დამადგა და მოსვენება აღარ მომცა.

5 თვის მერე ვიქორწინეთ. ძალიან მიყვარდა და მეგონა, სიკვდილამდე გვეყვარებოდა ერთმანეთი. ბავშვები უკვე მოსწავლეები იყვნენ, როცა სამსახური დაკარგა. მე კონსერვატორია მქონდა დამთავრებული, მაგრამ იმ გაჭირვების დროს ვის უნდოდა მუსიკა? ნიკა სმას შეეჩვია. ისე გაიხურავდა კარს, არც მკითხავდა, საჭმელი ჰქონდათ თუ არა ბავშვებს.

რამდენჯერმე ვუსაყვედურე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ისევ მე ვიმარჯვე და ნამცხვრების ცხობა დავიწყე. იმდენს ვშოულობდი, რომ ბავშვები მშიერი არ მყოლოდა. მერე ნიკას რამდენიმე მეგობარმა რუსეთში გადაწყვიტა მუშაობის დაწყება.

ნიკაც წავიდა. მალევე გავიგე, რომ საყვარელი გაეჩინა და მისგან ბავშვიც შესძენოდა, მაგრამ რა მექნა? დავცარიელდი, ვეღარაფერს ვგრძნობდი ნიკას მიმართ.

მე რომ ფეხზე მყარად ვმდგარიყავი, უარს ვიტყოდი მის გამოგზავნილ ფულზე, მაგრამ ბავშვებს ჩემი სიამაყის გამო ვერ დავღუპავდი. მეგობრები მანუგეშებდნენ, საყვარელს რას დაეძებ, ნიკა ფულს მაინც გიგზავნის, სხვები კი უკვალოდ იკარგებიანო.

გავიდა დრო და ახალი შემზარავი რამ გამაგებინეს ქართველებს ადგილობრივებთან ჩხუბი მოსვლიათ და სამი კაცი, მათ შორის მძიმედ დაჭრილი ნიკაც საავადმყოფოში მოათავსესო. არ შემეძლო ბავშვების დატოვება, დედაც ლოგინად მყავდა ჩავარდნილი, დედამთილმა ერთი ამბავი დამაწია რომელ კაცს არ ჰყოლია საყვარელი, რატომ არ მიდიხარ ქმართანო.

აზრი არ ჰქონდა დავას. ნიკას რომ რამე მოსვლოდა, მისიანები მე დამადანაშაულებდნენ. ნიკა როგორც კი პალატაში გადმოიყვანეს და რეაბილიტაციის სამკურნალო კურსი დაუნიშნეს, მაშინვე თბილისში წამოვედი.

იქ ყოფნის დროს მისი საყვარელი ლუდმილაც მოდიოდა. ისე იქცეოდა, თითქოს მე, “ვიღაცა”, მათ ცხოვრებაში დაუკითხავად შევჭრილიყავი. მერე, ნიკას მეგობრებმა ურჩიეს, რომ ჩემი იქ ყოფნის დროს მაინც არ ევლო იმ ქალს საავადმყოფოში და ჩემს წამოსვლამდე აღარ გამოჩენილა.

თბილისში დაბრუნების შემდეგ დედა ორ კვირაში გარდაიცვალა. ნიკა გამოჯანმრთელდა, მაგრამ ჩამოსვლა არ მოინდომა. დამირეკა, მგზავრობა არ შეიძლება ჩემთვისო. მაშინღა დაბრუნდა, როცა რუსეთში ქართველთა ბიზნესს საფრთხე შეექმნა. ჩვენი ბიჭი მეცხრე კლასში იყო, გოგონა კი – მეშვიდეში.

ნიკა აქ ისევ უსამსახუროდ იყო. შეგნებულად არ ვახსენებდი მის რუს ცოლ-შვილს. არც ნიკა ახსენებდა მეორე ოჯახს. ამჯერად უკვე არა მიშავდა, კერძოდ ვამეცადინებდი მოსწავლეებს და ერთ-ერთ მუსიკალურ სასწავლებელშიც მქონდა საათები. ნიკა აქეთ მთხოვდა სიგარეტისა და “ეზოს ბიჭებთან ჩასაჯდომად” სასმლის ფულს.

ერთხანს ვაძლევდი, მერე კი საყვედური შევაპარე. გაბრაზდა, მაგრამ რა გაბრაზდა, ხელით გამოიწია, სულ ანგარებიანი და გამორჩენის ქალი მეძახა. მერე კარი გაიჯახუნა და წავიდა. გავიგე, ვიღაც ბარის მეპატრონე ქალთან გადაბარგებულა. ბევრჯერ მიფიქრია, როდის დავკარგე ნიკას სიყვარული? როცა რუსეთში წავიდა და საყვარელი გაიჩინა?

როცა დედაჩემის სიკვდილის შემდეგ გვერდით არ დამიდგა, თუ მაშინ, აქ დაბრუნებულმა ისევ რომ მიღალატა. მახსენდება კიდევ ერთი ეპიზოდი რუსეთიდან დაბრუნებულმა ტოტალიზატორში დაიწყო თამაში. ერთხელ, 20 ლარი ისეთი საზეიმო სახით გადმომცა აჰა, ბავშვებს ამ ფულით ხორცი უყიდეო, თითქოს ერთი თვის სამყოფს მაძლევდა.

მერე გოგონას ფილტვების ანთება დაემართა. ნიკას შევჩივლე. მხრები აიჩეჩა, რა ვქნა, არა მაქვს, იქნებ შენ “გააჩალიჩოო”. სხვა რა გზა მქონდა! მოსწავლეს წინდაწინ მოვთხოვე ფული. იმავე საღამოს, სარეცხს ვრეცხავდი.

ჩემი ქმრის შარვლის ჯიბიდან სამი 50-ლარიანი გადმოვარდა. ეზოდან ნასვამი რომ ამოვიდა, ვერ მოვითმინე და ფული დავანახე, ეს საიდან გაქვს-მეთქი. გაგიჟდა, როგორ ბედავ და ჯიბეში ხელს მიფათურებო? ისევ მე დავთმე.

იმ ბარის მეპატრონე ქალთან კარგა ხანს იყო, მერე კი დედამთილმა კვლავ საყვედურებით ამავსო ასე როდემდე უნდა იყოთ, ცოდო არ არიან ბავშვებიო? არადა, მას ბავშვები კი არა, საკუთარი შვილი ენაღვლებოდა. ნიკას ახლობლები მის ყოველ საქციელს ამართლებდნენ მისი ცოლი სულ “ფულს” გაიძახის, მასაც მოჰბეზრდა და სხვასთან წავიდაო.

როცა ახლობლები ასეთ დათვურ სამსახურს უწევენ, რა გასაკვირია, რომ ოჯახზე გული აიყარა?! ახლა კი, თურმე ინფარქტი მოსვლია და დედამთილსაც კვლავ გავახსენდი. სურვილი არ გამიჩნდა არც ნიკას ნახვის, არც მისი მოვლისა, მაგრამ მერე, როცა ყველაფერი ავწონ-დავწონე, საკუთარი თავისა შემეშინდა.

ნიკასგან არაერთგზის გულნატკენს ჯერ სიძულვილი მომერია, მერე თითქოს დავცარიელდი. არადა, რა დამიშავეს შვილებმა, მოხუცმა მამამ, მეგობრებმა და ნათესავებმა… მოძღვარს გადავუშალე გული.

მითხრა: როცა მიტევებას შეძლებ, ეს სიცარიელე ისევ აივსება სიყვარულითა და სიკეთით, რისთვისაც ადამიანი ამ ქვეყანას ევლინებაო. მეც ვეცდები მივუტევო ნიკას უამრავი შეცდომა და გულისტკენა, რადგან მინდა, საკუთარი თავი დავიბრუნო.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

წყარო: კვირის პალიტრა..

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

მამას 24 წლის შემდეგ გაახსენდა ჩემი არსებობის შესახებ

Next Post

ჩემი საქმროს შვილები საშინლად მექცეოდნენ…

Next Post
ჩემი საქმროს შვილები საშინლად მექცეოდნენ…

ჩემი საქმროს შვილები საშინლად მექცეოდნენ...

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In