“პსჟ”-ს მწვრთნელს ლუის ენრიკეს კვარაცხელია განსაკუთრებულად მოსწონს და შეუცვლელად ათამაშებს.
თითქმის ყველა შემტევი იცვლება ხვიჩას გარდა, ამის მიზეზი კი ქართველის მოედანზე ბოლომდე თავდადებაა.
როგორც ცნობილია, ენრიკეს ხვიჩას შემტევი უნარების გარდა, მისი დაცვითი უნარებიც აკვირვებს და მოსწონს ის ფაქტი, თუ როგორ ეხმარება დაცვას ყოველთვის კვარაცხელია.
როგორც ენრიკე ამბობს, ის გაკვირვებულია კვარაცხელიას დაცვითი თამაშით და იმ თავდადებით, რასაც გადაღლილი კვარა მატჩის ბოლო წუთებზე ავლენს.
წყარო : Elnews.ge


