• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Sunday, March 15, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ამ განცხადებას საჯაროდ ვწერ, რადგან…“ – გიორგი ვაშაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

by inew
9 February 2025
in საზოგადოება
0
„ამ განცხადებას საჯაროდ ვწერ, რადგან…“ – გიორგი ვაშაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს
0
SHARES
962
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს გადარჩენის გზა ერთია – სრული გაერთიანება რეჟიმის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სიმბოლური ერთიანობა არ მუშაობს, პარტიული ბრძოლების დრო არ არის და გამოსავალს ის მხოლოდ ერთიანობაში ხედავს.

ვაშაძის განმარტებით, ერთიანობა სამი მთავარი კომპონენტისგან – პოლიტიკური პარტიები, საზოგადოება და ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილისგან უნდა შედგებოდეს.

„საქართველოს გადარჩენის გზა ერთია – სრული გაერთიანება რეჟიმის წინააღმდეგ!

ბევრი კითხვა ჩნდება, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესი, მაგრამ ჩემთვის ერთი რამ ცხადია – ცალკეული, დაქსაქსული ბრძოლა ცვლილებებს ვერ მოიტანს ამ ქვეყანაში. სიმბოლური ერთიანობა არ მუშაობს. პარტიული ბრძოლების დრო არ არის. გამოსავალს მე მხოლოდ ერთიანობაში ვხედავ.

ეს ერთიანობა უნდა შედგებოდეს სამი მთავარი კომპონენტისგან:

პოლიტიკური პარტიები – რომლებიც უნდა გაერთიანდნენ და ითანამშრომლონ საერთო მიზნის მისაღწევად;

საზოგადოება – რომელიც ამ ბრძოლის მთავარი ძალაა;

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ამ სამი კომპონენტის გარეშე ერთიანობა ვერ შედგება! ამ ერთობის გარეშე კი რთულად მესახება რეჟიმის დამარცხება მოკლე ვადაში.

თვითმარქვია რეჟიმი ყოველდღიურად ცდილობს საკუთარი ძალის დემონსტრირებას გიჟური და აგრესიული ქმედებებით, მაგრამ ეს ყველაფერი ერთ რამეს ამტკიცებს – ის იზოლაციაშია და დღითიდღე სუსტდება. ყველა მისი ნაბიჯი არის მცდელობა, გადაფაროს თავისი სისუსტე და დაგვაჯეროს, რომ ძლიერი მხარეა. სინამდვილეში მათ მხარეს არის 500-მდე დაქირავებული მოძალადე, ფული და პროპაგანდის მანქანა. რეალური ძალა ხალხშია – სიმართლე და ჩვენი ქვეყნის განვითარების სურვილი!

რეჟიმი დგას ძალადობასა და დეზინფორმაციის მანქანაზე – ეს არის მისი ბოლო ბერკეტი! ჩვენ ვებრძვით ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ პროპაგანდისტულ სისტემას, რომელიც 12 წელია წარმატებულად მუშაობს და ცდილობს საზოგადოება დაშინებული, დეზორიენტირებული დატოვოს, მაგრამ ერთიანი ძალისხმევით, ორგანიზებული, კოორდინირებული, საერთო სტრატეგიით შევძლებთ, დავამსხვრიოთ მათი სიცრუე.

სრული გაერთიანება მოიცავს: ერთიან სტრატეგიულ შტაბს/დღე და ღამე ერთად მუშაობას; ერთად გადაწყვეტილების მიღებას; ერთიან სტრატეგიას საინფორმაციო ომის წინააღმდეგ; ერთიან და კოორდინირებულ საპროტესტო ქმედებებს; ერთად მუშაობას პოლიტპატიმრების დასახსნელად და უსამართლოდ დაჯარიმებული ადამიანების დახმარებას.

ერთიანობით მივაღწევთ ხელახალ არჩევნებს და ერთიანი სიით გვეძლევა შესაძლებლობა რეჟიმზე გამარჯვების.

ჩვენი ერთიანობის სურათის ჩვენება კიდევ უფრო გააძლიერებს პროტესტს და მხარდაჭერას საერთაშორისო ასპარეზზე.

თუ ვინმეს კითხვა აქვს – როგორ უნდა შედგეს ეს ერთიანობა? სწორედ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ! და არა იმაზე, რატომ ვერ უნდა შედგეს ეს გაერთიანება.

ამ განცხადებას საჯაროდ ვწერ, რადგან პირისპირ კომუნიკაციით ამ საკითხზე ყველა რესურსი უკვე ამოვწურე.

დროა, ყველამ ღიად დააფიქსიროს თავისი პოზიცია ამ საკითხზე და თუ არ ეთანხმება, შემოგვთავაზოს გამარჯვების უკეთესი გზა.

გამოსავალი ერთია – ერთიანობა, რომელიც ბოლომდე მიიყვანს საქართველოს გამარჯვებამდე!

თავისუფლება რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარს!“,- წერს ვაშაძე.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

უმშვენიერესი გოგოა – ვინ არის ალექსანდრე თოფურიას ულამაზესი რჩეული?

Next Post

10 დღეში 7700-ზე მეტი მიწისძვრა! – რა შეიძლება გამოიწვიოს ამან რეალურად?

Next Post
10 დღეში 7700-ზე მეტი მიწისძვრა! – რა შეიძლება გამოიწვიოს ამან რეალურად?

10 დღეში 7700-ზე მეტი მიწისძვრა! - რა შეიძლება გამოიწვიოს ამან რეალურად?

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.