ახალციხეში, სოფელ ივლიტას ღვთისმშობლის ტაძარში ინახება გასაღები, რომელიც მრევლის რწმენით, ბავშვებს ლაპარაკის დაწყებაში ეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია „სამხრეთ კარიბჭე“ ავრცელებს.
ივლიტას ტაძრის მცველი, ვახტანგ ვარდიძის თქმით,ეკლესიის ბარძიმი, მრავალი წელი ყუთში ინახებოდა, რომელიც გასაღებით იკეტებოდა. ყუთი 1989 წლის აგვისტოში, ბარძიმთან და ტაძრის ხატებთან ერთად მოიპარეს. გასაღები კი დარჩათ, რადგან სხვაგან ინახებოდა.
მისივე თქმით, ბავშვობიდან უყვებოდნენ, რომ ბარძიმის ყუთის გასაღებით იმ ბავშვებს, ვისაც სმენა ჰქონდათ, მაგრამ ვერ ლაპარაკობდნენ, პირში ავლებდნენ, რომლებიც შემდეგ ლაპარაკს სწრაფად სწავლობდნენ.