• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, May 9, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ამ საშინელი სიმართლის გაგების შემდეგ, დედამთილმაც შემიძულა და ქმარსაც შეაძულა ჩემი თავი..

by inew
16 March 2023
in საზოგადოება
0
ამ საშინელი სიმართლის გაგების შემდეგ, დედამთილმაც შემიძულა და ქმარსაც შეაძულა ჩემი თავი..
0
SHARES
2.4k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

თათა ბავშვთა სახლში გაიზარდა. ოთხი წლის იყო, მეზობლებმა დედამისი პოლიციაში რომ დაასმინეს და ქალის დასჯა მოითხოვეს: დროზე მოაშორეთ ამ უზნეოს საბრალო ბავშვი, სანამ არა მარტო მის სულს, ფიზიკურ არსებობასაც საფრთხეს შეუქმნისო.. ქალი თავს მეძაობით ირჩენდა. ისიც კი არ იცოდა, თათა ვისი შვილი იყო და დროზე რომ მიმხვდარიყო ორსულობას, არც გააჩენდა ალბათ პატარას..

მამაკაცები სახლში მიჰყავდა. სვამდა და გალეშილი ორგიებს აწყობდა, რისი მოწმეც პატარა, შეშინებული გოგო იყო. დედა ხშირად სახლიდანაც აგდებდა და მეზობლები რომ ხედავდნენ სადარბაზოში, დახურულ კართან ჩაძინებულს, დედამისს ამიტომაც უჩივლეს.

ბავშვთა სახლში ნამდვილად არ იყო იდეალური პირობები, მაგრამ იქაურობა მაინც სამოთხედ მოეჩვენა და შეიყვარა, რადგან არც არავინ სცემდა, საჭმელიც ჰქონდა და საწოლიც. დედას კარგა ხანს არ გახსენებია და ამას არც დარდობდა. პირიქით, თავადაც ცდილობდა სასტიკი დედის დავიწყებას.

დედა მაშინ მივიდა, თოთხმეტი წელი რომ შეუსრულდა და მისი სახლში წაყვანა მოინდომა: მოვხუცდი, ავად ვარ და პატრონობა მჭირდება. იმიტომ გაგაჩინე, რომ მომხედო და მიპატრონოო…

ქალი მართლაც, მძიმედ იყო დაავადებული და ორმოცი წლის ასაკში ასი წლის დედაბერივით გამოიყურებოდა. რადგან მამაკაცები აღარ ეკარებოდნენ, წამოზრდილი შვილის ჩაგდება უნდოდა მათ ხელში…

არც თათამ გაიკარა და არც სახელმწიფომ ანდო შვილი. ქალი მალე გარდაიცვალა. თექვსმეტი წლის თათა მისი ერთადერთი ჭირისუფალი გახლდათ. ვერ შეძლო და დედის უკანასკნელ გზაზე გაცილებაზე უარი ვერ თქვა..

გოგონამ ინტერნატი წარჩინებით დაამთავრა და პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩააბარა. ძალიან უნდოდა მასწავლებლად დაბრუნებულიყო იმ ბავშვთა სახლში, სადაც თავად გაიზარდა და სხვა პატარებისთვის მიეცა ის სითბო და სიყვარული, ასე რომ სჭირდებოდა მარტო დარჩენილს…

თათას შესახებ წლების წინ დავწერე ერთ-ერთ ჟურნალში. მერე ისე მოხდა, რომ მისი კვალი დავკარგე და აღარ ვიცოდი, როგორ წარიმართა გოგონას ბედი. რამდენიმე დღის წინ, ქუჩაში ახალგაზრდა ქალმა შემაჩერა და მორიდებით მკითხა: თქვენ ხომ ის ჟურნალისტი ხართ, ჩემზე რომ დაწერეთ და მკითხველისგან გამოგზავნილი უამრავი საჩუქარი მომიტანეთო?

გავიხსენეთ ძველი ამბები, მერე კი ვკითხე: როგორ ხარ-მეთქი? უნიფორმაზე დაიხედა:

– ვერ დავამთავრე ინსტიტუტი.. მეორე კურსზე ვიყავი, რომ გავთხოვდი, უფრო სწორად, მომიტაცა მომავალმა ქმარმა. პატრონი მე არ მყავდა, რომ დავეცავი და დარჩენა მომიხდა. დათოს ქალაქში ბინა არ ჰქონდა და იმ ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდით, დედაჩემისგან რომ მერგო მემკვიდრეობით.

როცა დავფეხმძიმდი, წოლითი რეჟიმი დამჭირდა და სოფელში წავედი. დედამთილი თავიდან კარგად შემხვდა, მაგრამ მერე ვიღაცამ ჩემ შესახებ უამბო: დედამისი ბოზი იყო და თავადაც არ იცოდა, რომელი კაცისგან შეეძინა შვილი. ეს გოგო ბავშვთა სახლში გაიზარდაო..

ბავშვთა სახლში რომ გავიზარდე, იცოდნენ, მაგრამ თავის დროზე სიმართლე ვერ გავამხილე და მოვიტყუე, – დედ-მამა ავარიით დამეღუპა-მეთქი. სიმართლის გარკვევის შემდეგ, დედამთილმაც შემიძულა და ქმარსაც შეაძულა ჩემი თავი. სამწუხაროდ, ხელი მოწერილი არ გვქონდა და იოლად გამომაგდეს სახლიდან, წლინახევრის შვილთან ერთად.

საბედნიეროდ, ბინა მაინც მქონდა, სადაც ღამის გათევა შეიძლებოდა. ერთი წელიწადი ძალიან გამიჭირდა. სამათხოვროდაც კი გავდიოდი ქუჩაში, ბავშვისთვის საჭმელი რომ მომეტანა. მერე მეზობელი დამეხმარა. შევეცოდე, რომ დაინახა, დედაჩემისგან განსხვავებით, როგორ ვზრუნავდი შვილზე და ნამუსზე ხელის აღებაც არ მიფიქრია.

ჰოდა, მან დასუფთავების სამსახურში მომაწყო და კარგი ანაზღაურება მაქვს. ექვს საათზე უკვე ქუჩაში ვარ და ცხრაზე სახლში მისვლასაც ვასწრებ, რომ ნუციკო, რომელიც უკვე ხუთი წლისაა და ძალიან ჭკვიანი გოგოა, საბავშვო ბაღში მივიყვანო. როცა შინ არ ვეგულები, ვიცი, ეშინია ბავშვს, მაგრამ არასოდეს ტირის და მოთმინებით მელოდება.

ის ჩემი ერთადერთი იმედი და სიხარულია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ უზრუნველი მომავალი შევუქმნა და არავინ წამოაძახოს, ცუდი დედა გყავდა და შენც უნამუსო იქნებიო…

ღვთის წყალობით, მე და ჩემს შვილს გვაქვს ყველაზე მთავარი – ჯანმრთელობა და ამიტომ სხვას აღარ შევაწუხებთ. სამსახურიც მაქვს და ხელფასსაც არა უშავს. ინსტიტუტშიც მინდა თავი აღვიდგინო და ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ოდესმე მასწავლებელი გავხდები.

– ძალიან ვამაყობ შენით! – გადავეხვიე თათას, რომელმაც უკან დაიხია:

– არ დაგსვაროთ..

– ნეტავ, ყველა შენსავით სუფთა იყოს!..

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ინგა ჯაყელი.. ჟურნალი “გზა”

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

“მეუღლეს სხვა ქალისთვის მიწერილი სასიყვარულო მესიჯები ვუპოვე” თავი ვერ მოვთოკე და ქმართან საშინლად ვიჩხუბე, ის კი თავს იმით იმართლებდა, რომ…

Next Post

რატომ ატარებდა მასწავლებელი 10 წლის გოგონა მთელი ექსკურსიის განმავლობაში ზურგით

Next Post
რატომ ატარებდა მასწავლებელი 10 წლის გოგონა მთელი ექსკურსიის განმავლობაში ზურგით

რატომ ატარებდა მასწავლებელი 10 წლის გოგონა მთელი ექსკურსიის განმავლობაში ზურგით

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In