• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Sunday, May 11, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ამ ყველაფერში ლომის წილი ჩემს დაქალს მიუძღვის, რადგან სწორედ მან „აღმოაჩინა“, რომ ჩემი ქმარი თვალებს უჟუჟუნებდა ქალებს და მასწავლა გზები თუ როგორ გამომეჭირა ქმარი ღალატში..

by inew
18 March 2023
in საზოგადოება
0
ამ ყველაფერში ლომის წილი ჩემს დაქალს მიუძღვის, რადგან სწორედ მან „აღმოაჩინა“, რომ ჩემი ქმარი თვალებს უჟუჟუნებდა ქალებს და მასწავლა გზები თუ როგორ გამომეჭირა ქმარი ღალატში..
0
SHARES
2.2k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

ჩემი ისტორია მინდა, გიამბოთ. იმედია, თქვენი რუბრიკის მკითხველთა დიდი ნაწილი საკუთარი ცხოვრების ეპიზოდებსაც ამოიცნობს ჩემს ნაამბობში, ბევრი კი დაფიქრდება და შეეცდება, ჩემი შეცდომები არ გაიმეოროს.

საერთოდ, ამქვეყნად არაფერია მარადიული, მით უმეტეს – სიყვარული, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ის. მართალია, წაგვიკითხავს ან გაგვიგია, რომ ვიღაც ცოლ-ქმარს („ვიღაცას“ იმიტომ ვამბობ, რომ ასეთების შესახებ მხოლოდ ყური თუ მოგვიკრავს;

ჩვენ გვერდით, ჩვენ გარშემო, ჩვენ სიახლოვეს კი ასეთი რამ არ მომხდარა) სიკვდილამდე ისევე უყვარდათ ერთმანეთი, როგორც თავიდან, მაგრამ, თუ ასეთი რამ ოდესმე სადმე მაინც მომხდარა, იმდენად ერთეული შემთხვევებია, რომ ლამაზ, მაგრამ, გაცილებით უფრო დაუჯერებელ ზღაპრად აღვიქვამთ (ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვარ), ვიდრე ვთქვათ, გომბეშოს მზეთუნახავად გადაქცევას.

და, რადგანაც მარადიული არაფერია, ამიტომ უნდა შევიგნოთ (განსაკუთრებით – ქალებმა), რომ ეს გრძნობა, რომელიც ოდესღაც ღრუბლებში დაგვაფრენდა, ადრე თუ გვიან, გაქრება; უფრო ხშირად – სიძულვილში, აგრესიასა და სინანულში გადაიზრდება, უკეთეს შემთხვევაში კი მოსაწყენ, ერთფეროვან და ყელში ამოსულ შეჩვევად გადაიქცევა;

თუმცა, არის მესამე ვარიანტიც – გრძნობის ობიექტის შეცვლა. ეს ყველაფერი, მართალია, ტრაგედია თუ არა, დრამა მაინც არის, მაგრამ, რადგან მაინც ძალიან ჩვეულებრივი, ანუ, ადამიანური მოვლენებია, შესაბამისად, გასაკვირიც არ არის.

ამიტომ, უბრალოდ, ყოველივე ეს წინასწარ უნდა იცოდე, ანუ, გაცნობიერებული უნდა გქონდეს, რომ ზღაპრის ბოლო კეთილი არ არის (როგორც ერთ სიმღერაში გვატყუებენ).

და კიდევ ერთი რამ უნდა იცოდეს ნებისმიერი ასაკის ქალმა, რომელსაც ჰყავს ქმარი: არანაირ ეჭვიანობას, არანაირ თვალთვალსა და კუდში დევნას აზრი არ აქვს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ კაცი ბუნებით არის მოღალატე (ბოდიშს ვიხდი უიშვიათეს გამონაკლისებთან) და, კერძო დეტექტივიც რომ მიუჩინო, მაინც მოახერხებს „იალაღზე გაგულავებას“;

მეორეც, თუ ქმარმა შეგატყო, რომ უთვალთვალებ, თუ გული გაუწყალე ეჭვიანობითა და დაკითხვებით, თვითონ რომ არ ფიქრობდეს, შენ მიიყვან იმ აზრამდე, რომ თვალიც და გულიც სხვისკენ გაექცეს.

თანაც, ასეთი დამოკიდებულება ქმრის მიმართ, დაძაბავს და გააუხეშებს ურთიერთობას, რაც დააჩქარებს სიყვარულის სიძულვილში გადაზრდას, ან, უკეთეს შემთხვევაში – გაქრობას.

ამხელა ტრაქტატი რომ ჩამოვაყალიბე, ჩემი შეცდომების შედეგია, რასაც ძალიან ვნანობ. მართალია, ისევ ჩემი თეორიებიდან გამომდინარე, ეს დღე, ალბათ, მაინც დადგებოდა (ანუ, როცა აღმოვაჩენდით, რომ ერთმანეთი აღარ გვიყვარს, რომ ერთმანეთისთვის უცხოები გავხდით,

ან, ისე შევეჩვიეთ ერთმანეთს, რომ დანახვაზეც კი ეკალი გვაყრის, ან, უბრალოდ, ერთ-ერთი ჩვენგანი მიხვდა, რომ სხვა უყვარს და ერთად ცხოვრება მხოლოდ ტანჯვას მოგვიტანს ორივეს და ასე შემდეგ), მაგრამ, დადგებოდა უფრო გვიან და უფრო მსუბუქი ფორმით.

ამ ყველაფერში კი ლომის წილი ჩემს დაქალს მიუძღვის, რადგან სწორედ მან „აღმოაჩინა“, რომ ჩემი ქმარი თვალებს უჟუჟუნებდა ქალებს და მასწავლა გზები და მეთოდები, როგორ გამომეჭირა ქმარი ღალატში, ან, უკეთეს შემთხვევაში, როგორ მომეყვანა გონზე და დამებრუნებინა ოჯახისთვის.

მე სულელიც, ავყევი დაქალის რჩევებს და ნამდვილი აგენტურული ქსელი დავხლართე რეზოს გარშემო: სადაც არ უნდა წასულიყო, ყველგან ჩემი აგენტი ჰყავდა ჩასაფრებული და, ზოგი ტელეფონით უღებდა სურათებს, ზოგი მის ლაპარაკს იწერდა…

სახლში კი მე ვიყავი პოლიციელი: ვუჩხრეკდი ჯიბეებს, ვუქექავდი უჯრებს, ყურს ვუგდებდი მის სატელეფონო საუბრებს, ლამის თავდაყირა ვაყენებდი მის მობილურს… მოკლედ, რომელი ერთი ჩამოგითვალოთ.

თავიდან ვერაფერს ხვდებოდა, მერე, რაღაც იგრძნო და აშკარად დაიძაბა – ცდილობდა, თავისი ყოველი სიტყვა და ყოველი ნაბიჯი თავადვე გაეკონტროლებინა, რომ მე ვერაფრისთვის მიმეგნო და სწორედ მისმა ასეთმა საქციელმა დამადარაჯა – კუდი თუ არ ეწვის, ასე რატომ ცდილობს ჩემთვის თვალის ახვევას-მეთქი.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემი დაქალი მართალი გამოდგა – რეზო მარტო „თვალების ჟუჟუნით“ კი არ შემოიფარგლებოდა, ხშირადაც იცვლიდა საყვარლებს. ეს რომ დავადგინე, ისეთი სცენა მოვუწყვე სახლში, მართლა შეეშინდა, რამე არ მომსვლოდა და მეხვეწებოდა, ოღონდ დაწყნარდი და ცხოვრებაში სხვა ქალისკენ აღარ გავიხედავო.

მაგრამ, ეს „აღარ“ მხოლოდ რამდენიმე თვეს გაგრძელდა. შემდეგი სცენა უკვე სხვა ფორმისა და შინაარსის იყო: ჩხუბის ნაცვლად, შევეცადე, ჩვენი სიყვარულის პირველი დღეები გამეხსენებინა, ათასნაირად შევაცოდე თავი და ბოლოს დავემუქრე, თავს მოვიკლავ-მეთქი. ამან ცოტა შეაშინა და მოფერება დამიწყო – ხომ იცი, შენზე მეტად არასდროს არავინ მყვარებიაო.

ამ ამბის შემდეგ, ცდილობდა, ძველებურად თბილი და ყურადღებიანი ყოფილიყო, მაგრამ, აშკარად ხელოვნურად გამოსდიოდა ყველაფერი, თუმცა, ამის მიუხედავად, ოღონდ ჩემთან ყოფილიყო, ოღონდ სხვასთან არ წასულიყო და ყველაფერზე თანახმა ვიყავი.

გულში მიხაროდა კიდეც, რომ გავიმარჯვე და ქმარი შევინარჩუნე, რომ შვილებს მამა არ დავუკარგე.

მაგრამ, ერთ ღამეს, ინტიმის დროს, უცებ მივხვდი, რომ ეს კაცი, ვინც გვერდით მეწვა და ვინც ოდესღაც მთელ დედამიწაზე ყველაზე მეტად მიყვარდა, ჩემთვის არაფერს აღარ წარმოადგენდა, რადგან მის მოფერებაში საშინელი სიყალბე ვიგრძენი.

შეიძლება, ძალიან უხეში შედარება გავაკეთო, მაგრამ, ასოციაციურად, ეს იყო ჯაჭვით დაბმული ძაღლი, რომელიც მკაცრ პატრონს იმიტომ ექლესება და უმტკიცებს ერთგულებას, რომ ჯაჭვი ახსნან, თორემ, სინამდვილეში, სწორედ ამ ჯაჭვის გამო არ ეხატება გულზე თავისი პატრონი.

მეორე დილასვე ვუთხარი, გაყრა მინდა-მეთქი. ისე გაუკვირდა, სიხარულის შეგრძნებაც კი დაფარა ამ გაკვირვებამ. რატომო, – რომ მკითხა, პირდაპირ ვუთხარი – ჯაჭვით დაბმული ქმრის ყოლას რა აზრი აქვს, როცა ვგრძნობ, რომ ჩემი მოფერებისას, სინამდვილეში, ვიღაც კახპასთან ხარ-მეთქი.

იცით, რა მიპასუხა? – ის ქალი კახპა არ არის, მასზე ასეთი ლაპარაკის უფლებას არ მოგცემო. სწორედ მაშინ დავუსვი წერტილი ჩემს ცხოვრებაში მის არსებობას.

ამჟამად მე და რეზო გაყრილები ვართ და, ვერც კი წარმოვიდგენდი, ასეთი ბედნიერება თუ იყო მის გარეშე ცხოვრება.

ახლა არც სანერვიულო მაქვს რამე და არც თავმოყვარეობა მელახება, როგორც უარყოფილ ქალს. მთელ ჩემს დროსა და ენერგიას შვილებს ვახმარ და ვცდილობ, საერთოდ აღარ ვიფიქრო ჩემს წარსულზე. მომავალზე კი, როგორც ქალი, აღარ ვფიქრობ – არა მგონია, ოდესმე შემხვდეს ისეთი მამაკაცი, რომელიც ჩემი სიყვარულის ღირსი იქნება.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

სოფო, 36 წლის.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ქალი, რომელიც დედა მეგონა, ბებიაჩემი ყოფილა და ეს საშინელი სიმართლე 30 წლის ასაკში, მხოლოდ მის დაკრძალვაზე გავიგე..

Next Post

მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემმა ცხოვრება დამინგრია ყველაფერში მაინც საწყალ დედაჩემს ვადანაშაულებ..

Next Post
მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემმა ცხოვრება დამინგრია ყველაფერში მაინც საწყალ დედაჩემს ვადანაშაულებ..

მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემმა ცხოვრება დამინგრია ყველაფერში მაინც საწყალ დედაჩემს ვადანაშაულებ..

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In