“კარგი, მამა აფრენს, დედამ როგორ უნდა გააფრინო?”
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი ბევრი ქალბატონისთვის ფორიაქის მიზეზი ხდება. სწორედ ამ მიზეზით გადაწყვიტა საკუთარი წუხილის გაზიარება ჩვენმა აქტიურმა მკითხველმა:
– 30 წელია დაოჯახებული ვარ და ყველაზე კრიზისული მომენტი ქორწინების მაშინ დაიწყო, როცა აღმოვაჩინე, რომ ჩემს ქმარს შეუძლია დაამტვრიოს სახლში ყველაფერი, თუ მისი ფავორიტი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე მარცხდება.
ამ უბედურებას, ისტერიკას როგორღაც შევაგუე თავი და ვიფიქრე, ამ ერთ კაცს ავიტან-თქო, მაგრამ გამიჩნდა ბიჭი და წამოიზარდა თუ არა, მამამისის გენმა უყივლა და ორი ტელევიზორი სხვადასხვა ოთახში ორ ხმაში აზუზუნდა.
ერთხელ დავემუქრე, წავალ სახლიდან-თქო, ამას როგორ ამბობ, მოგვშივდება და დარჩი სახლშიო. იმ ზომამდე მიმიყვანეს, რომ ფინალის ბოლო დღეს ჩუმად გადავუჭერი ტელევიზორს კაბელი და საპირფარეშოში ჩავიკეტე, ჩემი სიცილის ხმა, რომ არ გაეგოთ.
იმ საღამოს “გადაშენდნენ” მეგობართან და ისეთ ხასიათზე დავდექი, გეგონება მსოფლიო ჩემპიონატი მე მოვიგე…
მას შემდეგ, რაც ქმარი გარდამეცვალა, ჩემი ბიჭი მეგობრებთან ერთად უყურებდა ფეხბურთს, თუმცა ცოლი შეირთო და ეგეც არანაკლებ გიჟი აღმოჩნდა…
გულმა ვეღარ გაუძლო და ვტაცე ჩემს მშიერ, მწყურვალ, დაუბანელ, ძილდამფრთხალ შვილიშვილს ხელი და ჩემთან წამოვიყვანე..
კარგი, მამა აფრენს, დედამ როგორ უნდა გააფრინო ისე, რომ ჩასვრილი ბავშვის გამოსაცვლელად ტაიმის დასრულებას დაელოდო.. ეს დამოკიდებულება დიდი მეტიჩრობა მგონია…
ასა გაფანატება ბურთზე გამოკიდებული ხალხის, მე ვერ წარმომიდგენია… როდის დასრულდება? როდის დაუბრუნდება ოჯახს სიმშვიდე და როდის ეყოლება ჩემს პატარა შვილიშვილს დამშვიდებული მშობლები?
რომ მახსენდება, ბავშვისთვის რა სახელის დარქმევა უნდოდათ ჭკუიდან ვიშლები… კაკა უნდა დავარქვათო…
გადავირიე, ბაბუამისის სახეილი დაიწუნეთ და ვიღაც ბრაზილიელის სახელს, როგორ არქმევთ-თქო, მერე რა ვიცი, საბედნიეროდ გადაიფიქრეს, თუ ჩემ გასაქილიკებლად მასხრობდენ, არ ვიცი.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
ლია, 65 წლის.