ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება აპრილის თვე 2022 წლის განმავლობაში:
„ეს კვირა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. უფრო მეტად კულმინაციური შემდეგი კვირა გველოდება. ზოგადად, აპრილი ამ წლის ძალიან მნიშვნელოვანი თვეა…
მარსისა და სატურნის შეერთება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში სამყაროში ძალიან მნიშვნელოვან ენერგიას ააქტიურებს, დაახლოებით ისეთს, როგორიც მეფე არტურის გარეშემო ტრიალებდა, რაინდები მრგვალი მაგიდის გარშემო გაერთიანდნენ…
მომდევნო კვირის განმავლობაში, ჩვენ იუპიტერისა და ნეპტუნის ეპოქალურ შეერთებას ველოდებით, რაც ნიშნავს იმას, რომ სამყაროში დაიწყება
ადამიანების ძალიან დიდი კონსოლიდაცია და მკვეთრად გაიმიჯნება, რომელ მხარეს ვდგავართ ჩვენ. იქნება ძალიან დიდი ალიანსები. მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას ეხება საქმე, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსთვის ძალიან დიდი შემოტრიალების წერტილი იქნება.
ჩვენ საკმარისად გავიზარდეთ იმისთვის, რომ ავირჩიოთ უკეთესი მომავალი. მჯერა, რომ ადამიანების უმეტესობა ჩვენს ქვეყანაში სწორად აზროვნებს. მიმდინარე და მომდევნო კვირა გვაჩვენებს, რომელ მხარეს ვდგავართ.
აქ არის ორი უკიდურესი წერტილი – ან თქვენ დგახართ ადამიანობისა და მორალის მხარეს, რადგან იუპიტერი და ნეპტუნი ჰუმანიზმის მანიშნებელია, ან იქნებით სერიოზულად მართული მარიონეტი, რომელსაც აუცილებლად ჩაითრევს ომის ეგრეგორი.
დამიჯერეთ, ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ადამიანის, არამედ თქვენი შთამომავლობის პრობლემა. ამ ორ კვირაში უნდა გადავწყვიტოთ, რომელ მხარეს ვდგავართ. ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი როგორ უნდა დარჩეს გულგრილი და გაამართლოს ის მოვლენები, რაც მიმდინარეობს” – აღნიშნა მან.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია..