• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Friday, March 27, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

,,არასდროს გვინახავს ისეთი მოთამაშე, როგორიც ქართველი გენიოსია” – რას წერს გამოცემა DailyMail?

by inew
30 April 2025
in საზოგადოება
0
,,არასდროს გვინახავს ისეთი მოთამაშე, როგორიც ქართველი გენიოსია” – რას წერს გამოცემა DailyMail?
0
SHARES
1.4k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ დაპირისპირებაში “პსჟ”-მ სტუმრად “არსენალი” დაამარცხა (0:1). მატჩის ერთადერთი გოლი მე-4 წუთზე დემბელემ, კვარაცხელიას პასით გაიტანა. ეს დიდი ნაბიჯია ფინალისკენ და ამ ნაბიჯის მთავარი აქტორი ქართველი ფეხბურთელია. ემირეიტ სტეიდიუმზე მყოფი dailymail-ის ჟურნალისტი, კრეიგ ჰოუპი აღფრთოვანებას ვერ მალავდა ხვიჩას თამაშით და სტატიაც მიუძღვნა, რომელიც ისეთივე მხატვრულია, როგორც ქართველის სიყვარული ფეხბურთისადმი.

ხვიჩა კვარაცხელიამ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, არსენალი ნამსხვრევებად აქცია… ჩვენ არასდროს გვინახავს ისეთი მოთამაშე, როგორიც ქართველი გენიოსია.

24 წლის ფეხბურთელში არის რაღაც ჯეკ გრილიშის. გეტრები ჩამოშვებული და მბზინავი წვივები, თუმცა შედარებები აქ მთავრდება.

როდესაც კვარაცხელიამ მეოთხე წუთზე ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, მან ის არ გააჩერა, ის შეიჭრა იქით, საიდან საფრთხე იქმნება, ის არ დადის, ის მუდამ გარბის.

კვარა უბრალოდ ბურთის შენარჩუნებას კი არ ცდდილობს, არამედ რისკზე მიდის. ჯილდოდ უსმან დემბელეს გოლი დაიმსახურეს.

ცხელი კარაქი დანით უფრო მარტივად იჭრება. ეს ჭრილობა არსენალს კვარაცხელიამ მიაყენა, რამაც პსჟ-თვის თამაში გაამარტივა.

მასპინძლებს სისხლდენის შესაჩერებლად გზა უნდა ეპოვათ. ერთი მცველი ორად იქცა და კვარაცხელიამ მაინც მოიპოვა კუთხური. შემდეგ ორი სამად იქცა – იურიენ ტიმბერი, უილიამ სალიბა და ბუკაიო საკა – და მაინც, ტიმბერის სასოწარკვეთილი დაქაჩვის შემდეგ, მსაჯს პენალტის დანიშვნა შეეძლო.

შემდეგ ტიმბერმა გადაწყვიტა კვარაცხელიასთვის დარტყმა დაეწყო – მცველს თამაში არ უხაროდა.

მეორე ტაიმში კვარაცხელიამ ხმალი ფარზე გაცვალა. ამბობენ, რომ ის ძველი ფლანგის მოთამაშეების ტრაგიკული გადმონაშთია. თუმცა ეს უსამართლობაა, რადგან ჯორჯ ბესტი და კრის უოდლი საკას ასე ნამდვილად არ დაედევნებოდნენ, სტილმა ადგილი შინაარს დაუთმო და ამით პსჟ-მ შეინარჩუნა უპირატესობა, რომელიც, სავარაუდოდ, გადამწყვეტი აღმოჩნდება მიუნხენის ფინალში გასასვლელად.

კვარაცხელია თამაშის საუკეთესო ფლანგელი იყო, მაგრამ ის ასევე თამაშის საუკეთესო მოთამაშე იყო იმის გამო, რასაც საკუთარ ნახევარზე აკეთებდა – ბლოკები, დაკვირვება, სივრცის შეზღუდვა და ამას ტიმბერზე უკეთ აკეთებდა.

დაივიწყეთ ძველმოდური სტილი, ჩვენ აქამდე არასდროს გვინახავს მისი მსგავსი ფეხბურთელი.

– წერს dailymail-ის ჟურნალისტი კრეიგ ჰოუპი.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც მაისში ფინანსური კეთილდღეობა ელოდება

Next Post

„ენით გამოუთქმელი ტკივილი და უდიდესი ტრაგედია დაატყდა ახალგაზრდა ოჯახს” – 5 წლის ანა სასტუმროს აუზში დაიღუპა

Next Post
„ენით გამოუთქმელი ტკივილი და უდიდესი ტრაგედია დაატყდა ახალგაზრდა ოჯახს” – 5 წლის ანა სასტუმროს აუზში დაიღუპა

„ენით გამოუთქმელი ტკივილი და უდიდესი ტრაგედია დაატყდა ახალგაზრდა ოჯახს" - 5 წლის ანა სასტუმროს აუზში დაიღუპა

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.