• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Saturday, March 21, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

,,არ დადგათ ჯვრები საფლავზე” – ცნობილი გახდა, რა ეწერა ამოუხსნელ ტრაგედიამდე დაწერილ წერილში – რატომ იკვეთება რელიგიური კულტის ნიშნები ოჯახის 3 წევრის გარდაცვალებაში?

by inew
12 October 2025
in საზოგადოება
0
,,არ დადგათ ჯვრები საფლავზე” – ცნობილი გახდა, რა ეწერა ამოუხსნელ ტრაგედიამდე დაწერილ წერილში – რატომ იკვეთება რელიგიური კულტის ნიშნები ოჯახის 3 წევრის გარდაცვალებაში?
0
SHARES
1.3k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლები გვიან ღამით კარზე კაკუნის ხმამ გააღვიძა. პოლიციის ჯგუფები მთელს სადარბაზოში მოსახლეობის გამოკითხვას აწარმოებდნენ. მათ სწორედ სამართალდამცველებისგან შეიტყვეს, რომ ეზოში, საბავშვო მოედანზე, სამი ცხედარი იყო – ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და 13 წლის ბიჭის. სამივე კორპუსის ბოლო სართულიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა.

ვინ არიან გარდაცვლილები? “კურიერი P.S.” მათი ვინაობა ექსკლუზიურად გაარკვია. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები – 48 წლის ელენა ზინინა, 48 წლის ვლადიმირ ბოჭკო და 13 წლის ალექსანდრ ზინინი, რომელიც, სავარაუდოდ, დედის გვარს ატარებდა. გავარკვიეთ, რომ საქართველოში ჯერ მამაკაცი და არასრულწლოვანი შემოვიდნენ, მოგვიანებით კი მათ მოზარდის დედაც შეუერთდათ. ოჯახი თბილისში სხვადასხვა მისამართზე ცხოვრობდა, პირველ ოქტომბერს კი, გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, მათ სახლი ისანში, საცხოვრებელი კომპლექსის ბოლო სართულზე იქირავეს. “კურიერი P.S.-მა” გაარკვია უძრავი ქონების აგენტის ვინაობაც, რომელსაც ოჯახთან ბოლო კომუნიკაცია ჰქონდა. თამარ კონცელიძე გვიყვება, რომ, მდგმურების მოთხოვნით, ბინა რაც შეიძლება მაღალ სართულზე უნდა ყოფილიყო.

ბინა ნომერი 81 ახლაც დალუქულია. აქ საგამოძიებო მოქმედებების კვალი ადვილად შესამჩნევია. ჩვენი ინფორმაციით, შიგნით შესულ სამართალდამცველებს ადგილზე უცნაური სურათი დახვდათ – სახლი საგანგებოდ იყო დალაგებული, ჭურჭელი ახლად გარეცხილი, ბინაში არ იყო არანაირი პირადი დოკუმენტი ან იდენტიფიცირებისთვის საჭირო რაიმე ნივთი. მეზობლებს არ გაუგიათ არათუ ხმაური, არამედ რაიმე საეჭვო გადაადგილებაც კი. მკვლელობის ვერსია გამოირიცხა, რადგან კორპუსში დამონტაჟებული ვიდეო კამერის ჩანაწერებმა აჩვენა, რომ ბინაში, ოჯახის გარდა, სხვა პირი არ იმყოფებოდა – და რა მოხდა სინამდვილეში?

წერილი, რომელზეც ადგილობრივები საუბრობენ, “კურიერი P.s.-ისთვისაც” გახდა ცნობილი. გავარკვიეთ, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე 22-ე სართულიდან ჯერ პარკში გახვეული ფეხსაცმელები გადმოყარეს. იქვე მიმაგრებული იყო წერილი, სადაც გარდაცვლილთა რელიგიურ შეხედულებებზეა საუბარი. წერილში ნახსენებია რამდენიმე სახელიც. ოჯახი, მათ მადლობას უხდის.

წერილის შინაარსი ადგილობრივებს აფიქრებინებს, რომ მომხდარი შესაძლოა სახიფათო რელიგიურ კულტს უკავშირდებოდეს. ეჭვებს ამყარებს კომპლექსში დამონტაჟებული ვიდეოთვალის ჩანაწერებიც. “კურიერი P.S.” შეგნებულად არ ასაჯაროებს, თუმცა კადრებში რამდენიმეწამიანი ინტერვალით ასახულია ჯერ არასრულწლოვანი ბავშვის ვარდნა, შემდეგ მამაკაცის და ბოლოს – ქალის.

მანანა ტუაევა, რომელიც დიდი ხანია რელიგიური სექტების ფსიქოლოგიას სწავლობს, “რუსთავი 2-თან” ამბობს, რომ მსგავსი ხელწერით ტრაგედიები სხვადასხვა ქვეყანაშიც დაფიქსირებულა. ტუაევა არ გამორიცხავს, რომ ამ შემთხვევაშიც საქმე რომელიმე კულტს და ფანატიზმს უკავშირდებოდეს.

ნავთლუღის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას შინაგან საქმეთა სამინისტრო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს. “კურიერი P.S.-ის” კამერამ საგამოძიებო მოქმედებები მრავალსართულიანი კორპუსის სახურავზეც დააფიქსირა. ერთ-ერთი ვერსიით, ტრაგედიამდე ოჯახი სწორედ კორპუსის სახურავზეც იმყოფებოდა. “რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, გარდაცვლილი ოჯახის ახლობლებისთვის მომხდარის შესახებ ცნობილია, თუმცა ცხედრები ამ დრომდე ექსპერტიზის ბიუროში რჩება. საგამოძიებო ორგანოს ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია.

https://inew.ge/wp-content/uploads/2025/10/ps-suicidi.mp4
გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ამინდის მკვეთრად გაუარესდება! – ძლიერი ქარი, ელჭექი და წვიმა – რომელ რიცხვებში იქნება უამინდობა?

Next Post

13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Next Post
13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.