ქართველი მსახიობი და დიზაინერი ნანუკა სტამბოლიშვილი არც ისე დიდი ხანია, თურქულ სერიალში “სხვისი შვილი” გამოჩნდა და ნამდვილ ვარსკვლავად იქცა.
მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს თურქეთშიც და საქართველოშიც და მისი მონაწილეობით სერიალის უკვე ორი სეზონი გამოვიდა ეკრანებზე.
ამჯეტარად, ნანუკა, სერიალში პარტნიორებთან ერთად, საგანგებოდ დააჯილდოეს, საუკეთესოდ შესრულებული როლებისთვის. ჯილდო დააწესა Legend Fashion Magazine-მა და მანვე გადასცა სპეციალურად მოწყობილ ღონისძიებაზე.