ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მოინახულა.
,,ირაკლი ღარიბაშვილი არის მხნედ და იმყოფება იგივე მდგომარეობაში, რაშიც ნებისმიერი სხვა პირი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
ჩვენ ვისაუბრეთ მიმდინარე საკითხებზე, რაიმე კონკრეტული გზავნილი ან მესიჯი მას, მით უფრო, საზოგადოებისთვის გადასაცემად ნამდვილად არ დაუბარებია.
ველოდებით იმ პროცედურების გავლას, რა პროცედურებიც მსგავსი ტიპის პატიმარს ახასიათებს, ვგულისხმობთ შესაბამისი პირველადი საკითხების გადაწყვეტას, დამოკიდებულება მის მიმართ არის ნორმალური”, – თქვა ადვოკატმა.

