სოფო ნიჟარაძე ჟურნალისტი ვიკა ბუკიას საავტორო გადაცემის სტუმარი იყო. პოპულარული ქართველი მომღერალი ბოლო წლებში პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობს და სატელევიზიო შოუებსაც ხშირად არ სტუმრობს – სწორედ ამიტომ, ამ ინტერვიუმ დიდი ყურადღება დაიმსახურა.
გადაცემაში სოფო ნიჟარაძემ დიდი დრო დაუთმო შვილზე, ელის-მარია სააკაშვილზე საუბარს, მის ურთიერთობას ოჯახის წევრებთან – ბებიებთან, მამასთან, ძმებთან:
ალისკას ძმებთან აქვს ურთიერთობა, ძირითადად უფროს ძმასთან. ნიკუშა სულ წასულია და მოგზაურობს. ედუარდი როდესაც ჩამოდის, ყოფილა ჩვენთან რამდენჯერმე და ძალიან თბილი და კარგი ადამიანია.
გიულისთანაც ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვს და სულ უნდა, გაუზიაროს თავისი სიახლეები და მიღწევები, გადაყოლილი ბებიაა.
ალისას მიშას სულსწრაფობა აქვს და მაგას ამოვიღებდი მისი თვისებებიდან, და ჩემგან დავუმატებდი თავშეკავებულობას და თმენის უნარს. იმიტომ, რომ სულსწრაფობის გამო ბევრი შეცდომა მოსდის მიშას. სიფიცხე აქვს კიდევ მიშასი და ამასაც ამოვიღებდი. კარგი, რაშიც მიშას ჰგავს, არის ის, რომ შეუძლია მარტივად მოგიბოდიშოს.
მიუხედავად ბევრი სირთულისა, რაც გარშემო დღესაც მაქვს, მე ბედნიერი ვარ, რომ მყავს ალისა. მთავარი ბედნიერება მყავს და ეს იმ ყველაფრის, განვლილი ცხოვრების და ტკივილების დამსახურებაა, ამიტომ არაფერს არ შევცვლიდი. ნაწყენი ძალიან ბევრ ადამიანზე ვარ, რა თქმა უნდა, წყენა მიშასთანაც მქონია, მაგრამ მე უფრო ბევრი კარგი მახსოვს, ამიტომ ეს ის მომენტია, რომელზეც მხოლოდ მასთან ვილაპარაკებ, როცა მოვა ამის დრო, მე მჯერა. ან შეიძლება, რაღაც ასაკში მემუარები დავწერო. იქ აუცილებლად დავწერ ჩემს განწყობებზე და გრძნობებზე. ხალხს რომ გონია, რომ ყველაფერი იცის და სინამდვილეში არაფერი იცის, აი აქ დაიბადება ბესტსელერი”, – თქვა სოფო ნიჟარაძემ ვიკა ბუკიას გადაცემაში შვილზე, ელის მარია სააკაშვილზე საუბრისას.


