აშშ-ში ავარიის შედეგად 31 წლის ქართველი მამაკაცი დაიღუპა – ინფორმაციას „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს და წერს, რომ ახალგაზრდა კაცი აშშ-ის ინდიანას შტატში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა.
მათივე ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებისა და გარემოებების შესასწავლად მიმდინარეობს გამოძიება.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.


