უცნაურმა საფლავმა კაცის ყურადღება მიიპყრო. საფლავის ქვაზე მხოლოდ ერთი წარწერა იყო, მასზე ეწერა – “ჟუჟა”. ამ საფლავის დაუჯერებელმა ისტორიამ უამრავი ადამიანი მიიყვანა ცრემლებამდე, დროა, თქვენც გაიგოთ მის შესახებ!
ყველაფერი სასაფლაოზე დაიწყო, რომელსაც ყოველდღიურად ასობით ადამიანი სტუმრობს.
სწორედ იქ იყვნენ დასაფლავრბული სომცხეთის სამხრეთ-დასავლეთ მხარეში მომხდარი საშინელი მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანები. 1988 წლის 7 დეკემბერს, სტიქიამ მომენტალურად გაანადგურა მთელი ქალაქი, სპიტაკი, სადაც მიწისქვეშა ბიძგები 9 ბალს აჭარბებდა.
შედეგად, ათასობით ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთი სასაფლაო, მსხვერპლთა ისტორიებს ინახავს. ამ ადამიანების დაბადების თარიღები ერთმანეთისგან განსხვავდება, სიკვდილის თარიღი კი ყველასთვის ერთია.
მათ შორის არის ერთი საფლავი, რომელზეც არც სახელი და არც გვარია მითითებული და არც პორტრეტია გამოსახული. მასზე მხოლოდ სიტყვა “ჟუჟა” წერია.
კვირაში ერთხელ, ამ საფლავს რეგულარულად სტუმრობს ორი ადამიანი – ერთი კაცი და მასზე ახალგაზრდა ქალი, რომელსაც კაცი ზოგჯერ მაუგლის ეძახის. უცნობმა, რომელიც უცნაურმა საფლავმა დააინტერესა, ერთხელ მოახერხა ამ ადამიანებთან დალაპარაკება.
ჟუჟა უბრალო ეზოს ძაღლის სახელი აღმოჩნდა, რომელიც არაფრით გამოირჩეოდა სხვა მისნაირი ძაღლებისგან. ის მრავალსართულიანი კორპუასის ეზოში ცხოვრობდა და არც თუ ისე კარგი ხასიათი ჰქონდა – თუ ჟუჟას ვინმე არ მოეწონებოდა, შეეძლო ეკბინა კიდეც მისთვის.
ამის გამო და კიდევ იმიტომაც, რომ ძაღლი კარგი გარეგნობით ვერ გამოირჩეოდა, არავის არ გამოუთქვმს სურვილი, რომ ის შეეფარებინა. მაგრამ ეს ძაღლს ხელს სულაც არ უშლიდა, თავი ბედნიერად ეგრძნო.
თავისი ცხოვრების უმეტესი დრო ჟუჟას ნანგრევებში ჰქონდა გატარებული, სადაც უპატრონო ლეკვებს უვლიდა, რომლებსაც ქუჩაში პოულობდა. ის თავის ლეკვებს სარდაფში ზრდიდა, სადაც სანტექნიკოსებსაც კი ეშინოდათ ჩასვლა, როცა რაიმე იყო გასაკეთებელი.
ძაღლი აგრესიული ხდებოდა, როცა საქმე მის ლეკვებს ეხებოდა, მაგრამ ის არაფერს უშავებდა ბავშვებს, რომლებიც თამაშის დროს მის ბუნაგთან მოხვდებოდნენ…
სარიანების ოჯახი 9-სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე ცხოვრობდა. მშობლები 2 ბავშვს ზრდიდნენ – 10 წლის რუბენს და პატარა ლალოს, რომელიც ერთი წლის გამხდარიყო.
მათი უფროსი შვილი სულ ცდილობდა ჟუჟას საკვებით გამასპინძლებოდა, მაგრამ ცხოველი წუნია იყო – პურს ზურგს აქცევდა ხოლმე, ძვალს ან ხორცს კი სიამოვნებით გეახლებოდათ.
პატარა ლალაც სულ ცდილობდა, ძაღლს მოფერებოდა, თუმცაღა დედა ამის ნებას არ აძლევდა, რადგან ეშინოდა, რომ ეზოს ძაღლს შეეძლო, მოულოდნელად ეკბინა გოგონასთვის…
სრულად სანახავად გთხოვთ უყურეთ ვიდეოს:
ყურადღება: ფოტო პირობითია
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..