12 თებერვალს, ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკაში 65 წლამდე ქალი გარდაიცვალა.
როგორც ადგილზე „სამხრეთის კარიბჭეს” უთხრეს, ქალი კლინიკაში მისვლიდან რამდენიმე წუთში გახდა ცუდად, იქამდე ვიდრე სტომატოლოგიური მომსახურება ჩაუტარდებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს პაციენტი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
გამოძიება სსკ–ის 116–ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
გარდაცვლილი პროზექტურაშია გადაყვანილი.
წყარო: „სამხრეთის კარიბჭე“.